Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ "რუს­თა­ვი 2"-ის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­კუ­რორ­მა კოკა კა­ცი­ტა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მოხ­დე­ბა ყვე­ლა იმ ჩა­ნა­წე­რის, ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის ამო­ღე­ბა, რო­მელ­ზეც ტე­ლე­კომ­პა­ნია ფიქ­რობს, რომ სა­ეჭ­ვოა. მი­სი­ვე თქმით, მოხ­დე­ბა ყვე­ლა იმ პი­რის და­კი­თხვა, მათ შო­რის "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ.

"გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 158-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს კერ­ძო სა­უბ­რე­ბის, კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სა­ი­დუმ­ლოს დარ­ღვე­ვას. მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შექ­მნი­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რებს ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას და ღო­ნის­ძი­ე­ბას, რათა საქ­მე­ზე დად­გინ­დეს ობი­ექ­ტუ­რი ჭეშმ­რი­ტე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ჩვენ მივ­მარ­თავთ "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლონ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­თან, რათა უმოკ­ლეს დრო­ში მოხ­დეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბის და შე­საძ­ლო და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პი­რის გა­მოვ­ლე­ნა", - გა­ნა­ცხა­და კა­ცი­ტა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი "რუს­თა­ვი 2"-ში უკვე გა­სუ­ლია.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­მო­ჩე­ნე­ლია ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და ნინო შუბ­ლა­ძეს სა­უბ­რე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი. ნიკა გვა­რა­მი­ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როდ შსს და­ა­სა­ხე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის დღევანდელი განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა, მოხდება ყველა იმ ჩანაწერის, ტექნიკური მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ტელეკომპანია ფიქრობს, რომ საეჭვოა. მისივე თქმით, მოხდება ყველა იმ პირის დაკითხვა, მათ შორის "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ.

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს კერძო საუბრების, კერძო კომუნიკაციის, საიდუმლოს დარღვევას. მთავარ პროკურატურაში შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ღონისძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმრიტება. ამავდროულად, ჩვენ მივმართავთ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს, რომ აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობის და შესაძლო დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გამოვლენა", - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო ჯგუფი "რუსთავი 2"-ში უკვე გასულია.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ