მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროკურორი უნდა ჩასვან ციხეში უსაქმურობისთვის" - ნათია ფანჯიკიძე დავით კოდუას ცემის ფაქტზე
"პროკურორი უნდა ჩასვან ციხეში უსაქმურობისთვის" - ნათია ფანჯიკიძე დავით კოდუას ცემის ფაქტზე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფეს­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­ვით კო­დუ­ას ცე­მის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­სა­მარ­თლოს ეკის­რე­ბა.

"ეს თუ ასე­თი ფორ­მით და გზით აგორ­და, მტყუ­ა­ნი და მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რე­ვა, ფსი­ქო­პა­თი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის ახალ ტალ­ღას მი­ვი­ღებთ.. ვინც ვის მო­ე­რე­ვა, იმას გა­უს­წორ­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა გახ­დე­ბა მტყუ­ა­ნი. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რაც უკვე ბევ­რჯერ იყო სხვა­დას­ხვა ფორ­მით ერ­თმა­ნეთ­ზე და­რე­ვა და წი­ნას­წარ დაღ­ლი­ლო­ბის და აპა­თი­ის გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა...

...ვე­რა­ვის ვერ გან­ვსჯი, კი­დევ კარ­გი ჩემი საქ­მე არაა გან­სჯა, რე­ა­ლუ­რად და ბო­ლომ­დე არა­ვინ არ ვი­ცით რა მოხ­და, ასე რამ გა­ამ­წა­რა ის ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ზო­გა­დი მსჯე­ლო­ბით, ყვე­ლამ თუ ამო­უშ­ვა მონ­სტრე­ბი, ძნე­ლი კი არაა ამ ინ­სტინ­ქტს გა­ყო­ლა, აგ­რე­სია იმ­დე­ნი, რომ თავი და­იც­ვას, ყვე­ლა­ზე უწყი­ნარ ადა­მი­ან­საც აქვს, მაგ­რამ მხო­ლოდ უკი­დუ­რეს გა­სა­ჭირ­ში უნდა და­უ­ძა­ხო მონ­სტრებს, უფსკრუ­ლია, სხვი­სი და­ზი­ა­ნე­ბა არის თვით­და­ზი­ა­ნე­ბის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლი. რო­გორ უნდა მო­ი­შო­რო ღა­მის კოშ­მა­რე­ბი­დან ეს სახე? და თუ იო­ლად გშორ­დე­ბა და არ გტკივ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ცოტა შენც ფსი­ქო­პა­თი გა­მო­დი­ხარ, არა? აფექ­ტი რომ გა­ივ­ლის, მერე? "მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი" ეს თვით­დარ­წმუ­ნე­ბა არ გიშ­ვე­ლის. ხოდა სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­სხვრე­ვას, ჯობს არ­სე­ბობ­დეს წე­სი­ე­რი სა­სა­მარ­თლო. ყვე­ლა მსხვერ­პლია, ნა­ცე­მიც და მცე­მე­ლიც. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­და­არ­ჩი­ნოს ადა­მი­ა­ნე­ბი ამის­გან. თუ ამ კაცს შე­ტა­ნი­ლი ქონ­და სარ­ჩე­ლი და ამ­დენ ხანს არ მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა, პრო­კუ­რო­რი უნდა ჩას­ვან ცი­ხე­ში უსაქ­მუ­რო­ბის­თვის", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

ფან­ჯი­კი­ძის პოსტს იზი­ა­რებს მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სის და­ყოვ­ნე­ბით სა­ხელ­მწი­ფო თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­გან პო­ტენ­ცი­ურ მონ­სტრს აყა­ლი­ბებს.

"გე­თან­ხმე­ბი ნა­თია, დამ­ნა­შა­ვე უნდა იჯ­დეს ცი­ხე­ში! ამით, ისიც და­ცუ­ლია და გამ­წა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა აუ­რი­ეს, ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს და ოჯა­ხი და­უ­წი­ო­კეს...

სა­ხელ­მწი­ფო, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის შე­ფერ­ხე­ბით, ჩვენ­გან აყა­ლი­ბებს "პო­ტენ­ცი­ურ დამ­ნა­შა­ვე­ებს" - არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ მოხ­დე­ბო­და, თა­ვი­სუფ­ლად რომ არ და­სე­ირ­ნობ­დნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­ში, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში... მკვლე­ლო­ბებ­ში, ბიზ­ნე­სე­ბის წარ­თმე­ვა­ში, ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის ცი­ხე­ში გა­მო­კეტ­ვა­ში... ა.შ.. ა.შ. რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო? ქვე­ყა­ნა ტე­რორ­ში იყო და არა­ვინ ის­ჯე­ბა!

არ იქ­ნე­ბა სა­მარ­თა­ლი, არ იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა!"

შე­გახ­სე­ნებთ, ერეკ­ლე კო­დუ­ას ძმა, ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კო­დუა აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე 3 მა­ისს სცე­მეს. იგი სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში 4 წლის შვილ­თან და ძი­ძას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ხის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, კო­დუა კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. კო­დუ­ას ცე­მა­ში ბრალ­დე­ბულ ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძეს დღეს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, კო­დუ­ას ნა­მო­რა­ძე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით გა­უს­წორ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"პროკურორი უნდა ჩასვან ციხეში უსაქმურობისთვის" - ნათია ფანჯიკიძე დავით კოდუას ცემის ფაქტზე

"პროკურორი უნდა ჩასვან ციხეში უსაქმურობისთვის" - ნათია ფანჯიკიძე დავით კოდუას ცემის ფაქტზე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფესბუქის" პირად გვერდზე დავით კოდუას ცემის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ პასუხისმგებლობა გარკვეულწილად პროკურატურას და სასამართლოს ეკისრება.

"ეს თუ ასეთი ფორმით და გზით აგორდა, მტყუანი და მართალი ერთმანეთში აირევა, ფსიქოპათიური სიტუაციის ახალ ტალღას მივიღებთ.. ვინც ვის მოერევა, იმას გაუსწორდება და საბოლოოდ ყველა გახდება მტყუანი. წარმოვიდგინე, რაც უკვე ბევრჯერ იყო სხვადასხვა ფორმით ერთმანეთზე დარევა და წინასწარ დაღლილობის და აპათიის გრძნობა გამიჩნდა...

...ვერავის ვერ განვსჯი, კიდევ კარგი ჩემი საქმე არაა განსჯა, რეალურად და ბოლომდე არავინ არ ვიცით რა მოხდა, ასე რამ გაამწარა ის ადამიანი, მაგრამ ზოგადი მსჯელობით, ყველამ თუ ამოუშვა მონსტრები, ძნელი კი არაა ამ ინსტინქტს გაყოლა, აგრესია იმდენი, რომ თავი დაიცვას, ყველაზე უწყინარ ადამიანსაც აქვს, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს გასაჭირში უნდა დაუძახო მონსტრებს, უფსკრულია, სხვისი დაზიანება არის თვითდაზიანების პირდაპირპროპორციული. როგორ უნდა მოიშორო ღამის კოშმარებიდან ეს სახე? და თუ იოლად გშორდება და არ გტკივდება ყველაფერი, ცოტა შენც ფსიქოპათი გამოდიხარ, არა? აფექტი რომ გაივლის, მერე? "მართალი ვიყავი" ეს თვითდარწმუნება არ გიშველის. ხოდა საკუთარი თავის დამსხვრევას, ჯობს არსებობდეს წესიერი სასამართლო. ყველა მსხვერპლია, ნაცემიც და მცემელიც. სახელმწიფომ უნდა გადაარჩინოს ადამიანები ამისგან. თუ ამ კაცს შეტანილი ქონდა სარჩელი და ამდენ ხანს არ მიაქციეს ყურადღება, პროკურორი უნდა ჩასვან ციხეში უსაქმურობისთვის", - წერს ფანჯიკიძე.

ფანჯიკიძის პოსტს იზიარებს მანჩო გიორგობიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაყოვნებით სახელმწიფო თითოეული მოქალაქისგან პოტენციურ მონსტრს აყალიბებს.

"გეთანხმები ნათია, დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში! ამით, ისიც დაცულია და გამწარებული ადამიანიც, რომელსაც ცხოვრება აურიეს, ყველაფერი წაართვეს და ოჯახი დაუწიოკეს...

სახელმწიფო, სამართლიანობის აღდგენის შეფერხებით, ჩვენგან აყალიბებს "პოტენციურ დამნაშავეებს" - არცერთი შემთხვევა არ მოხდებოდა, თავისუფლად რომ არ დასეირნობდნენ კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დამნაშავეები არიან ათასობით ადამიანის წამებაში, გაუპატიურებაში... მკვლელობებში, ბიზნესების წართმევაში, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამოკეტვაში... ა.შ.. ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ქვეყანა ტერორში იყო და არავინ ისჯება!

არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!"

შეგახსენებთ, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. იგი სილამაზის სალონში 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. სახის არეში მრავლობითი დაზიანებების შედეგად, კოდუა კლინიკაშია მოთავსებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა. კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს დღეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს