პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ წავიდა ივანა მელაი რუსეთში და ჩაანაცვლა თუ არა მომღერალმა გურამიკო ლომიძე დიმა ბილანით
რატომ წავიდა ივანა მელაი რუსეთში და ჩაანაცვლა თუ არა მომღერალმა გურამიკო ლომიძე დიმა ბილანით

უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ივა­ნა მე­ლაი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და. ის კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას ამ­ჯე­რად რუ­სეთ­ში აპი­რებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ინ­გლი­სე­ლი პრო­დუ­სე­რის­გა­ნაც აქვს და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევს.

ივა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დრო­ე­ბით დაბ­რუნ­და და Ambebi.ge-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

- აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ჩა­მოვფრინ­დი. მინ­დო­და, ეს უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი ჩემს მშობ­ლებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. ამა­ვე დროს მი­მიწ­ვი­ეს "ორ ვარ­სკვლავ­ში". მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი შოუ არ­სე­ბობს და მეც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- ვინ არის თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტი "ორ ვარ­სკვლავ­ში"?

- ვე­რა­ვის გა­მო­ვარ­ჩევ, რად­გან სხვას ეწყი­ნე­ბა. ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ნი­ჭი­ე­რი.

- რა­ტომ არ წახ­ვე­დით აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- მა­ნამ­დეც მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რუ­სე­თი­დან და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მაგ­რამ მე სა­ქარ­თვე­ლო ავირ­ჩიე. ახლა კი რუ­სეთ­ში წა­ვე­დი კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. აქ რომ შემ­ძლე­ბო­და გან­ვი­თა­რე­ბა და მქო­ნო­და მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ წა­ვი­დო­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან. ახლა ვე­ძებ ისეთ სიმ­ღე­რებს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მო­ე­წო­ნე­ბათ და ამა­ვე დროს მო­მე­წო­ნე­ბა მეც. ევ­რო­პი­და­ნაც მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნელ­მა პრო­დი­უ­სერ­მა ალან­მა ჯერ კი­დევ ორი წლის წინ შე­მომ­თა­ვა­ზა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა ინ­გლი­სე­ლებ­თან, ახლა უკვე მი­ვი­ღე რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ამ ადა­მი­ან­მა გა­მაც­ნო ნიკ მე­ი­სო­ნი, რო­მე­ლიც პინკ ფლო­იდ­ში უკ­რავს, ასე­ვე კრის რი. ამ ხალ­ხს სჯე­რა, რომ გა­ვა­მარ­თლებ მათ იმე­დებს.

- სულ ცოტა ხნის წინ დიმა ბი­ლან­მა ინ­სტაგ­რამ­ზე თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თა. რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ დი­მას­თან?

– დიმა ბი­ლა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რია, კავ­კა­სი­უ­რი სული აქვს. თბი­ლი და ტკბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ერ­თმა­ნე­თი 2–3 წლის წინ ბა­ქო­ში გა­ვი­ცა­ნით და დავ­მე­გობ­რდით. ერ­თნა­ი­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს, მოს­წონს მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის და ბო­რი­კო შხი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რა.

– თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მოს­კოვ­შიც შე­ი­ძი­ნე?

– მოს­კოვ­ში სად ვცხოვ­რობ, ამის შე­სა­ხებ ცოტა ადა­მი­ან­მა იცის. ერთ-ერთი შეხ­ვედ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, კონ­სი­ერ­ჟემ მი­თხრა - თქვენ­თან სა­ჩუ­ქა­რი და­ტო­ვე­სო. გა­მიკ­ვირ­და. როცა სა­ჩუ­ქა­რი ვნა­ხე და გა­ვი­გე, ვინ გა­მო­მიგ­ზავ­ნა, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რი იყო. ასე­თი ნივ­თე­ბი აუქ­ცი­ო­ნებ­ზე თუ შეგ­ხვდე­ბათ, ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ, არა­ვინ იტყო­და უარს ასეთ ძვირ­ფას სა­ჩუ­ქარ­ზე, მაგ­რამ მე და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა ვარ, გვერ­დით მყავს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი და რო­გორც ნამ­დვილ­მა ქალ­მა, უარი ვთქვი ამ სა­ჩუ­ქარ­ზე.

– ისევ გუ­რა­მი­კო ლო­მი­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ, რო­გორ ცხოვ­რობთ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე, ის ამე­რი­კა­შია, თქვენ რუ­სეთ­ში...

– ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გვაქვს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ასე­ვე იხი­ლეთ: - ივა­ნა მე­ლაი და გუ­რა­მი­კო ლო­მი­ძე - ახა­ლი ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რატომ წავიდა ივანა მელაი რუსეთში და ჩაანაცვლა თუ არა მომღერალმა გურამიკო ლომიძე დიმა ბილანით

რატომ წავიდა ივანა მელაი რუსეთში და ჩაანაცვლა თუ არა მომღერალმა გურამიკო ლომიძე დიმა ბილანით

უკრაინელი მომღერალი და ტელეწამყვანი ივანა მელაი საქართველოდან წავიდა. ის კარიერის გაგრძელებას ამჯერად რუსეთში აპირებს. როგორც თავად ამბობს, შემოთავაზება ინგლისელი პროდუსერისგანაც აქვს და არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ივანა საქართველოში ცოტა ხნის წინ დროებით დაბრუნდა და Ambebi.ge-ს ინტერვიუ მისცა.

- აღდგომის დღესასწაულისთვის ჩამოვფრინდი. მინდოდა, ეს უდიდესი დღესასწაული ჩემს მშობლებთან და ახლობლებთან ერთად თბილისში გამეტარებინა. ამავე დროს მიმიწვიეს "ორ ვარსკვლავში". მიხარია, რომ საქართველოში ასეთი შოუ არსებობს და მეც მივიღე მონაწილეობა.

- ვინ არის თქვენი ფავორიტი "ორ ვარსკვლავში"?

- ვერავის გამოვარჩევ, რადგან სხვას ეწყინება. ყველა თავისებურად განსხვავებულია და ნიჭიერი.

- რატომ არ წახვედით აქამდე საქართველოდან?

- მანამდეც მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ მე საქართველო ავირჩიე. ახლა კი რუსეთში წავედი კარიერის გასაგრძელებლად. აქ რომ შემძლებოდა განვითარება და მქონოდა მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის საშუალება, არ წავიდოდი საქართველოდან. ახლა ვეძებ ისეთ სიმღერებს, რომელიც რუსეთში მოეწონებათ და ამავე დროს მომეწონება მეც. ევროპიდანაც მაქვს შემოთავაზებები, ცნობილმა ბრიტანელმა პროდიუსერმა ალანმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ შემომთავაზა თანამშრომლობა, ამ დრომდე მიმდინარეობდა მოლაპარაკება ინგლისელებთან, ახლა უკვე მივიღე რაღაც გადაწყვეტილებები. ამ ადამიანმა გამაცნო ნიკ მეისონი, რომელიც პინკ ფლოიდში უკრავს, ასევე კრის რი. ამ ხალხს სჯერა, რომ გავამართლებ მათ იმედებს.

- სულ ცოტა ხნის წინ დიმა ბილანმა ინსტაგრამზე თქვენი ფოტოები ატვირთა. რა ურთიერთობა გაქვთ დიმასთან?

– დიმა ბილანი ჩემი მეგობარია, კავკასიური სული აქვს. თბილი და ტკბილი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთი 2–3 წლის წინ ბაქოში გავიცანით და დავმეგობრდით. ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვაქვს, მოსწონს მაია კაჭკაჭიშვილის და ბორიკო შხიანის მიერ შექმნილი სიმღერა.

– თაყვანისმცემლები მოსკოვშიც შეიძინე?

– მოსკოვში სად ვცხოვრობ, ამის შესახებ ცოტა ადამიანმა იცის. ერთ-ერთი შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ, კონსიერჟემ მითხრა - თქვენთან საჩუქარი დატოვესო. გამიკვირდა. როცა საჩუქარი ვნახე და გავიგე, ვინ გამომიგზავნა, შოკში ჩავვარდი. უძვირფასესი საჩუქარი იყო. ასეთი ნივთები აუქციონებზე თუ შეგხვდებათ, ძალიან ძვირადღირებული. ალბათ, არავინ იტყოდა უარს ასეთ ძვირფას საჩუქარზე, მაგრამ მე დაკავებული გოგონა ვარ, გვერდით მყავს საყვარელი მამაკაცი და როგორც ნამდვილმა ქალმა, უარი ვთქვი ამ საჩუქარზე.

– ისევ გურამიკო ლომიძის შეყვარებული ხართ, როგორ ცხოვრობთ ერთმანეთის გარეშე, ის ამერიკაშია, თქვენ რუსეთში...

– ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაფერი კარგად გვაქვს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე იხილეთ: - ივანა მელაი და გურამიკო ლომიძე - ახალი ვარსკვლავური წყვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება