Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანიები თანამშრომლებს დაუბეგრავ მინიმუმს უკან აბრუნებინებენ
კომპანიები თანამშრომლებს დაუბეგრავ მინიმუმს უკან აბრუნებინებენ

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ეს პრო­ცე­სი 1 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო და იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ე­ხო, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლიც 2013 წელს 6000 ლარ­ზე მეტი არ ყო­ფი­ლა. მათ და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის სა­ხით 360 ლარს აძ­ლე­ვენ. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბო­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ითხო­ვენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ამ­ბა­ვი კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გელა მთივ­ლიშ­ვილ­მა გა­ახ­მა­უ­რა. გელა მთივ­ლიშ­ვი­ლის თქმით, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრ "16-100"-ზე შე­სუ­ლი ზა­რე­ბის შე­დე­გად ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა­გან და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ითხო­ვენ. ამის შემ­დეგ კი, ქარ­თუ­ლი მე­დი­ით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი თბი­ლის­შიც ხდე­ბა:

რო­გორც კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გელა მთივ­ლიშ­ვილ­მა გვი­თხრა, ამ­გვა­რი სა­ჩივ­რით "16-100"-ზე უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ზარი შე­ვი­და:

- სა­ჩივ­რე­ბი შე­მო­დის სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან, იყო შემ­თხვე­ვა, როცა ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა დაგ­ვი­რე­კა. ზა­რე­ბი შე­მო­ვი­და არა მარ­ტო კა­ხე­თის, არა­მედ ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც. თავ­და­პირ­ვე­ლად გე­ტყვით, რომ "16-100" ეს არის კერ­ძო სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­ო­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ ნო­მერ­ზე რე­კა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის ირ­გვლივ ითხო­ვენ ინ­ფორ­მა­ცი­ას. რე­კა­ვენ და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის გა­მოც: მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვეს - ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან­გა­რიშ­ზე, ხოლო ზოგ­ჯერ- ხელ­მძღვა­ნე­ლი­სათ­ვის პი­რა­დად გა­და­ცე­მა, ერთი სი­ტყვით - ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით. (!) ისი­ნი გვე­კი­თხე­ბი­ან, თუ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია ეს მო­თხოვ­ნა. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რე­ბი და იუ­რის­ტე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ამ­გვა­რი მო­თხოვ­ნა არ არის კა­ნო­ნი­ე­რი და რომ მათ არა­ვი­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არა აქვთ, ეს თან­ხა დამ­საქ­მე­ბელს გა­დას­ცენ. ამის შემ­დეგ კი ჩი­ვი­ან, რომ დამ­საქ­მე­ბელ­თა მხრი­დან ზე­წო­ლას გა­ნიც­დი­ან -ხელ­მძღავ­ნე­ლე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, რომ თუ ამ თან­ხას არ და­აბ­რუ­ნე­ბენ, 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფასს ვერ მი­ი­ღე­ბენ, ან გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა და სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა მო­უ­წევთ... ჩვენ უკვე ვი­ცით რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ხდე­ბა, თუმ­ცა, მათი გა­სა­ჯა­რო­ე­ბი­სა­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს ვი­კა­ვებთ. თუმ­ცა, უმოქ­მე­დოდ მა­ინც არა ვართ: და­ვუ­კავ­შირ­დით მათ მე­ნე­ჯე­რებს და ვთხო­ვეთ მო­ე­წო­დე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ხდე­ბა. თუ ასე­თი ფაქ­ტე­ბი კი­დევ გან­მე­ორ­დე­ბა, ჩვენ მათ სა­ხელ­სა და ვი­ნა­ო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ. ეს ეხე­ბა რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო და სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე მყოფ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, გოჩა ალექ­სან­დრია, მი­იჩ­ნევს, რომ ეს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია:

-მე არ ვიცი რო­მე­ლი ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი მო­ი­თხოვს უკან ამ 360 ლარს, ან რას ნიშ­ნავს უკან დაბ­რუ­ნე­ბა?-და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის თან­ხა ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­უ­ყო იმის გამო, რომ კომ­პენ­სა­ცია გა­უ­კე­თოს თა­ვი­სი მცი­რე შე­მო­სავ­ლის სა­ნაც­ვლოდ. სა­ხელ­მწი­ფოს მი­აჩ­ნია, რომ მათი ანა­ზღა­უ­რე­ბა იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დით არ უნდა იბეგ­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მა­ინც იბეგ­რე­ბი­ან და ამი­ტომ ამ თან­ხას უკან უბ­რუ­ნე­ბენ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზე მათ, ვი­საც ჯერ არ და­უბ­რუ­ნე­ბია და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მი

წყა­რო/შო­ურ­ცე: ჰტტპ://წწწ.ამ­ბე­ბი.გე/ცომ­პო­ნენტ/ცონ­ტენტ/არ­ტიც­ლე/2-ეკო­ნო­მი­კა/100728-პა­სუკ­ჰი-ყვე­ლა-კი­ტჰკჰვა­ზე-მატჰ-ვი­საც-ჯერ-არ-და­უბ­რუ­ნე­ბია-და­უ­ბეგ­რა­ვი-მი­ნი­მუ­მი.ჰტმლ#იხზზ30ვAძშHჟხ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კომპანიები თანამშრომლებს დაუბეგრავ მინიმუმს უკან აბრუნებინებენ

კომპანიები თანამშრომლებს დაუბეგრავ მინიმუმს უკან აბრუნებინებენ

ცნობილი ფაქტია, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ეს პროცესი 1 აპრილიდან დაიწყო და იმ მოქალაქეებს შეეხო, რომელთა შემოსავალიც 2013 წელს 6000 ლარზე მეტი არ ყოფილა. მათ დაუბეგრავი მინიმუმის სახით 360 ლარს აძლევენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

თავდაპირველად ეს ამბავი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა გაახმაურა. გელა მთივლიშვილის თქმით, საინფორმაციო ცენტრ "16-100"-ზე შესული ზარების შედეგად ნათელი ხდება, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელები თანამშრომლებისაგან დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ. ამის შემდეგ კი, ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი ფაქტები თბილისშიც ხდება:

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა გვითხრა, ამგვარი საჩივრით "16-100"-ზე უკვე რამდენიმე ათეული ზარი შევიდა:

- საჩივრები შემოდის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, იყო შემთხვევა, როცა ერთი ორგანიზაციიდან რამდენიმე ადამიანმა დაგვირეკა. ზარები შემოვიდა არა მარტო კახეთის, არამედ ქვემო ქართლის რეგიონებიდანაც. თავდაპირველად გეტყვით, რომ "16-100" ეს არის კერძო საინფორმაციო ცენტრი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს ემსახურება. ამ ნომერზე რეკავენ ადამიანები და სხვადასხვა საკითხის ირგვლივ ითხოვენ ინფორმაციას. რეკავენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოც: მოქალაქეები ასახელებენ ორგანიზაციებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და გვეუბნებიან, რომ ხელმძღვანელებმა დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვეს - ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციის ანგარიშზე, ხოლო ზოგჯერ- ხელმძღვანელისათვის პირადად გადაცემა, ერთი სიტყვით - ნაღდი ანგარიშსწორებით. (!) ისინი გვეკითხებიან, თუ რამდენად კანონიერია ეს მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპერატორები და იურისტები ეუბნებიან, რომ ამგვარი მოთხოვნა არ არის კანონიერი და რომ მათ არავითარი ვალდებულება არა აქვთ, ეს თანხა დამსაქმებელს გადასცენ. ამის შემდეგ კი ჩივიან, რომ დამსაქმებელთა მხრიდან ზეწოლას განიცდიან -ხელმძღავნელები ეუბნებიან, რომ თუ ამ თანხას არ დააბრუნებენ, 2-3 თვის განმავლობაში ხელფასს ვერ მიიღებენ, ან განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოუწევთ... ჩვენ უკვე ვიცით რამდენიმე ორგანიზაცია, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება, თუმცა, მათი გასაჯაროებისაგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. თუმცა, უმოქმედოდ მაინც არა ვართ: დავუკავშირდით მათ მენეჯერებს და ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია სინამდვილეში რა ხდება. თუ ასეთი ფაქტები კიდევ განმეორდება, ჩვენ მათ სახელსა და ვინაობას აუცილებლად გავასაჯაროებთ. ეს ეხება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებს.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია, მიიჩნევს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია:

-მე არ ვიცი რომელი ჭკუათმყოფელი მოითხოვს უკან ამ 360 ლარს, ან რას ნიშნავს უკან დაბრუნება?-დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ამ ადამიანებს სახელმწიფომ გამოუყო იმის გამო, რომ კომპენსაცია გაუკეთოს თავისი მცირე შემოსავლის სანაცვლოდ. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მათი ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ საშემოსავლო გადასახადით არ უნდა იბეგრებოდნენ, მაგრამ მაინც იბეგრებიან და ამიტომ ამ თანხას უკან უბრუნებენ.

იხილეთ სტატია სრულად

ასევე დაგაინტერესებთ: პასუხი ყველა კითხვაზე მათ, ვისაც ჯერ არ დაუბრუნებია დაუბეგრავი მინიმუმი

წყარო/შოურცე: ჰტტპ://წწწ.ამბები.გე/ცომპონენტ/ცონტენტ/არტიცლე/2-ეკონომიკა/100728-პასუკჰი-ყველა-კიტჰკჰვაზე-მატჰ-ვისაც-ჯერ-არ-დაუბრუნებია-დაუბეგრავი-მინიმუმი.ჰტმლ#იხზზ30ვAძშHჟხ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია