პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამებაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს
სამებაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ლი­ტურ­გია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია მე­ო­რე აღავ­ლენს.

პატ­რი­არ­ქი ტა­ძარ­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მიბ­რძან­და. წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უწ­მინ­დე­სი მრევლს ქა­და­გე­ბით მი­მარ­თავს.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს, 6 მა­ისს წმინ­და დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გის აღ­სრუ­ლე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. წმინ­და, საკ­ვირ­ველთმოქ­მე­დი და ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი გი­ორ­გი ქარ­თვე­ლი ერის მფარ­ვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ.

წმინ­და­ნი მე­სა­მე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, კა­ბა­დო­კი­ა­ში, მდი­დარ ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წმინ­და გი­ორ­გი რო­მის იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის დროს მხე­დარ­თმთა­ვა­რი გახ­და. ქრის­ტი­ა­ნებ­ზე დევ­ნის და­წყე­ბის შემ­დეგ იგი იმ­პე­რა­ტორს გა­ნუდ­გა.

კერ­პთ­თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა რო­მის იმ­პე­რა­ტორ­მა წმინ­და გი­ორ­გის ქრის­ტეს უარ­ყო­ფა მოს­თხო­ვა. უფ­ლის შე­წევ­ნით მან მრა­ვა­ლი სა­ტან­ჯვე­ლი და­ით­მი­ნა, მათ შო­რის - ბორ­ბალ­ზე გაკ­ვრა. მისი თხოვ­ნით უფალ­მა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მკვედ­რე­თით აღად­გი­ნა. წმინ­დანს 303 წელს თავი მოკ­ვე­თეს.

წმი­და გი­ორ­გი 30 წლის ასაკ­ში ეწა­მა. იგი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და რო­გორც ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი და უძ­ლე­ვე­ლი ზე­ცი­უ­რი მხე­და­რი.

ეკ­ლე­სია წმი­და გი­ორ­გის ხსე­ნე­ბას ორ­ჯერ დღე­სას­წა­უ­ლობს: 6 მა­ისს - წმი­და­ნის აღ­სრუ­ლე­ბის დღეს და 23 ნო­ემ­ბერს - მისი ბორ­ბალ­ზე წა­მე­ბის დღეს. ამ უკა­ნას­კნელ დღე­სას­წა­ულს ქარ­თუ­ლი ეწო­დე­ბა, რად­გან სხვა ეკ­ლე­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­ვი­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სამებაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

სამებაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე აღავლენს.

პატრიარქი ტაძარში რამდენიმე წუთის წინ მიბრძანდა. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა.

კერპთთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვედრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან შევიდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია