პროკურორი - არსებობს მტკიცებულებები, რომ ნოშრევან ნამორაძემ დანაშაული სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა

პროკურორი - არსებობს მტკიცებულებები, რომ ნოშრევან ნამორაძემ დანაშაული სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა

არსებობს მტკიცებულებები, რომ ნოშრევან ნამორაძემ 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა, - ამის შესახებ პროკურორმა დავით ხვედელიძემ ნამორაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე ნამორაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. მისი განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროცესზე დასასწრებად ნოშრევან ნამორაძის ახლობლებთან ერთად საქალაქო სასამართლოში დავით კოდუას ახლობლებიც მივიდნენ.

ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. იგი სილამაზის სალონში 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. სახის არეში მრავლობითი დაზიანებების შედეგად, კოდუა კლინიკაშია მოთავსებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ