მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღვიძებდა "სანდრექსა" ამერიკელებს ჩაბნელებული საქართველოდან
რატომ აღვიძებდა "სანდრექსა" ამერიკელებს ჩაბნელებული საქართველოდან

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ეუ­ლად დარ­ჩე­ნილ "ბა­ბუ­ლიკს" - სან­დრექ­სას "მკვდრე­თით აღ­მდგა­რი" მე­გო­ბა­რი - კურ­ტა­ნა გა­მო­უჩ­ნდა. რო­გორც სან­დრექ­სას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა - სან­დრო კა­კუ­ლი­ამ გვი­თხრა, კურ­ტა­ნა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მისი ძმა­კა­ცია. სან­დროს გა­უ­ხარ­და, რომ სე­რი­ალ­ში ისევ ერ­თად ყოფ­ნა მო­უ­წევთ, რად­გან მარ­ტო­ო­ბა ძა­ლი­ან უჭირ­და.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, სე­რი­ალ­ში ჩემ­თვის ეს ბოლო სე­ზო­ნი იქ­ნე­ბა. იმე­დია, ჩემი გმი­რის და ნა­ტაშ­კას სა­კი­თხი ან ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­თავ­რდე­ბა, ან პო­ზი­ტი­უ­რად გა­და­წყდე­ბა. ვფიქ­რობ, ეს ამ­ბა­ვი ოდეს­მე უნდა დას­რულ­დეს. თან, სე­რი­ალ­ში კი­დევ დიდ­ხანს გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ, სხვა გეგ­მე­ბი მაქვს.

- შენი გეგ­მე­ბი სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა?

- არა, მო­მა­ვალ­ში ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბას აღარ ვა­პი­რებ. სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ.

- გა­იხ­სე­ნე შენი პირ­ვე­ლი როლი...

- ამე­რი­კუ­ლი კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე. და­ახ­ლო­ე­ბით მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა დი­რექ­ტორ­მა პა­ტა­რა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ჩა­ნა­ხა­ტი სპექ­ტაკ­ლად დად­გა. მე ოფი­ცი­ან­ტის როლს ვას­რუ­ლებ­დი. რე­პე­ტი­ცი­ას დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში გავ­დი­ო­დით. ტექსტს გაკ­ვე­თი­ლი­ვით ვი­ზე­პი­რებ­დი. მერე მე და ჩემი 2 კლა­სე­ლი ვთა­მა­შობ­დით: ვი­თომ მოქ­მე­დე­ბა რეს­ტო­რან­ში ვი­თარ­დე­ბო­და და მათ შემ­წვარ ხორცს ვთა­ვა­ზობ­დი. ხელ­ზე პირ­სა­ხო­ცი მქონ­და გა­და­კი­დე­ბუ­ლი.

- პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი...

- ოდ­ნავ სე­რი­ო­ზუ­ლი პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი მრგვალ ბაღ­ში მქონ­და. მა­შინ 16 წლის ვი­ყა­ვი, ის კი - 22-ის. ვა­ტყუ­ებ­დი, - მეც 22-ის ვარ-მეთ­ქი. ბავ­შვო­ბი­დან ასაკ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო­სის შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს და გო­გო­ნაც ად­ვი­ლად მო­ტყუვ­და.

- პირ­ვე­ლი ტყუ­ი­ლი...

- 6 წლის ვი­ყა­ვი, ძმა რომ გა­მიჩ­ნდა. მას­ზე რომ გა­და­ი­ტა­ნეს ყუ­რა­დღე­ბა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და­ვი­წყე. ერთხელ ძმა ავად იყო, ყვე­ლა მას დას­ტრი­ა­ლებ­და თავს. ჰოდა, ვიც­რუე, - მეც ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ-მეთ­ქი. მი­ზე­ზი რომ მკი­თხეს, ვუ­პა­სუ­ხე: უც­ნა­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა მაქვს, ვკან­კა­ლებ-მეთ­ქი. მარ­თლაც, რომ მე­ხუ­ტე­ბოდ­ნენ, კან­კალს სპე­ცი­ა­ლუ­რად ვი­წყებ­დი. დე­ი­დამ წა­მა­ლი და­მა­ლე­ვი­ნა (ალ­ბათ მო­მა­ტყუა და სი­ნამ­დვი­ლე­ში, წყა­ლი იყო), მერე კი "ავად­მყო­ფო­ბა­მაც" გა­და­მი­ა­რა.

- პირ­ვე­ლი ლექ­ცია...

- უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კორ­პუს­ში, ფი­ზი­კის აუ­დი­ტო­რი­ა­ში დე­კა­ნი შე­მო­ვი­და. მა­შინ პირ­ვე­ლად ვი­ჯე­ქი აუ­დი­ტო­რი­ა­ში და არა - საკ­ლა­სო ოთახ­ში. ალ­ბათ ძა­ლი­ან სტან­დარ­ტუ­ლი ლექ­ცია-შე­სა­ვა­ლი იყო, რო­მელ­საც პირ­ველ­კურ­სე­ლებ­თან ყო­ველ­თვის ატა­რე­ბენ. დე­კა­ნის გვარ-სა­ხე­ლიც კი არ მახ­სოვს...

- შენ მიერ წა­კი­თხუ­ლი პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა...

- ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის ნა­წარ­მო­ე­ბებ­მა ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ზამ­თა­რი, უშუ­ქო­ბის პე­რი­ო­დი იყო. წიგნს სან­თლის შუქ­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი. იმავდრო­უ­ლად, ბალ­ზა­კის ნა­წარ­მო­ე­ბიც წა­ვი­კი­თხე. მა­შინ ჩუ­ტყვა­ვი­ლა და­მე­მარ­თა და სულ სახ­ლში ვი­ყა­ვი. რა­ღაც­ნა­ირ, უც­ნა­ურ ლო­გინ­ზე ვი­წე­ქი. ძა­ლი­ან ცი­ო­და. ამი­ტომ ბევ­რი ტან­საც­მე­ლი მეც­ვა და ბევ­რი რა­ღაც მე­ხუ­რა. ბოთ­ლში ჩას­ხმუ­ლი ცხე­ლი წყლი­თაც ვთბე­ბო­დი...

- პირ­ვე­ლი სიმ­თვრა­ლე...

- მერ­ვე კლა­სის "გარ­და­მა­ვა­ლი" ბან­კე­ტი გვქონ­და. რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვით. მთე­ლი კლა­სი დავ­თვე­რით, გან­სა­კუთ­რე­ბით - ბი­ჭე­ბი. ის დღე და ის დათ­რო­ბა დღემ­დე ყვე­ლას გვახ­სოვს - რთუ­ლი იყო...

- ზო­გა­დად, რო­გო­რი სიმ­თვრა­ლე გაქვს?

- ასეთ დროს ძა­ლი­ან კარ­გი, ყვე­ლა­ზე "მსუ­ბუ­ქი" და მხი­ა­რუ­ლი ტიპი ვარ. სას­მელს კარ­გად ვი­ტან. უბ­რა­ლოდ, ხში­რად არ ვსვამ. არ მიყ­ვარს, როცა ვი­თი­შე­ბი, არა­და, "მოწ­რუპ­ვა­საც" ვერ შე­ვეჩ­ვიე.

ამი­ტომ, თუ ვსვამ, აუ­ცი­ლებ­ლად იმ­დენს, რომ ვთვრე­ბი (იღი­მის).

- პირ­ვე­ლი "იმე­ი­ლი", რო­მე­ლიც გაგ­ზავ­ნე...

- ჩემს ახლა უკვე ცოლს გა­ვუგ­ზავ­ნე. მა­შინ ახა­ლი გაც­ნო­ბი­ლი მყავ­და. მახ­სოვს, მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე, ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­ში მივ­დი­ო­დი ხოლ­მე, რათა "იმე­ი­ლი" გა­მეგ­ზავ­ნა.

- მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი არ გქონ­და?

- მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი პირ­ვე­ლად ხელ­ში რომ ჩა­მი­ვარ­და (2001 წელს), 50-ლა­რი­ა­ნი ბა­რა­თი მა­ჩუ­ქეს. მახ­სოვს, უშუ­ქო­ბის პე­რი­ო­დი იყო, ქუ­რას­თან ვის­ხე­დით და ტე­ლე­ფო­ნით ამე­რი­კა­ში, შემ­თხვე­ვით ნომ­რებ­ზე ვრე­კავ­დი, ხალ­ხს ვა­შა­ყი­რებ­დი; უცხო­ე­ლებს ვაღ­ვი­ძებ­დი და ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი.

- პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ექიმ­თან...

- ეს ალ­ბათ, და­ბა­დე­ბი­დან 1-2 თვე­ში იყო, რად­გან ჩემს ოჯახ­ში ბევ­რი ექი­მია და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მცი­რე პრობ­ლე­მის გა­მოც ექი­მებ­თან მივ­ყავ­დით. 3-4 წლის ვი­ყა­ვი, როცა მუ­ცე­ლი ამ­ტკივ­და. ბა­ბუ­ის მან­ქა­ნით, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვა­ნეს. იქ ერთი ღა­მით დამ­ტო­ვეს, რად­გან ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზი აპენ­დი­ცი­ტი ეგო­ნათ, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს გა­მოგ­ვიშ­ვეს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე კარ­გად მახ­სოვს: დე­რე­ფა­ნი, პა­ლა­ტა, სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუნი... მე და დედა ერთ სა­წოლ­ზე დაგ­ვაწ­ვი­ნეს. ფან­ჯრი­დან ვხე­დავ­დი, ბა­ბუა შინ მან­ქა­ნით რო­გორ ბრუნ­დე­ბო­და.

- შენ მიერ მი­ძღვნი­ლი პირ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რი...

- და­ახ­ლო­ე­ბით მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა დე­ი­და­ჩემს ოქ­როს სამ­კა­უ­ლი მოვ­პა­რე და კლა­სელ გო­გოს წა­ვუ­ღე - გვერ­დით და­ვუ­ჯე­ქი და ჩან­თა­ში ჩუ­მად ჩა­ვუგ­დე. მერე აღარ მახ­სოვს: მგო­ნი, გო­გო­ნას დე­დამ დაგ­ვი­რე­კა და გვი­თხრა, რომ მისი შვი­ლის ჩან­თა­ში ოქ­როს სამ­კა­უ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა (იცი­ნის). კუთ­ვნი­ლი ნივ­თი დე­ი­დას და­ვუბ­რუ­ნე.

- პირ­ვე­ლი ძმა­კა­ცი...

- 3 ძმა­კა­ცი მყავს, რომ­ლებ­თა­ნაც პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ვმე­გობ­რობ. სა­მა­გა­ლი­თო ოთხე­უ­ლი ვი­ყა­ვით. ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. უკ­ვირ­დათ კი­დეც, - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეს ტი­პე­ბი ერ­თად იყ­ვნე­ნო?! მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი სი­ახ­ლო­ვე გვაქვს, გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თნა­ი­რად ვაზ­როვ­ნებთ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით: დი­ლას ერ­თმა­ნეთ­თან და­რეკ­ვით ვი­წყებ­დით, ერ­თად ვსა­უზ­მობ­დით, ვვახ­შმობ­დით, ვის­ვე­ნებ­დით (ზამ­თარ-ზა­ფხულ)... გო­გო­ნე­ბი რომ მე­გობ­რო­ბენ ხოლ­მე, ისე ვმე­გობ­რობ­დით. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ზოგ­მა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო, ოჯა­ხი შექ­მნა... ახლა ერ­თად იმ­დენ დროს ვე­ღარ ვა­ტა­რებთ, რამ­დენ­საც - წი­ნათ, მაგ­რამ მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი სი­ახ­ლო­ვე და ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ისევ გვაქვს.

- პირ­ვე­ლი მო­გზა­უ­რო­ბა უცხ­ო­ეთში...

- 16 წლის ვი­ყა­ვი, როცა მე, ჩემი მე­გო­ბა­რი და მისი ოჯა­ხი ავ­სტრი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. მე­გო­ნა, უცხო­ეთ­ში, თვითმფრი­ნა­ვი­დან რომ გა­ვი­დო­დით, სხვა­ნა­ი­რი ჰა­ე­რი დაგ­ვხვდე­ბო­და. მახ­სოვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­დო­მი­სას ღრმად ჩა­ვი­სუნ­თქე, ავ­სტრი­ა­ში კი ტრა­პი­დან რომ გა­ვე­დი, ნელ-ნელა და­ვი­წყე სუნ­თქვა: ჰა­ე­რი უნდა "გა­მე­ტეს­ტა" - იგი­ვე იყო თუ არა?! არ ვიცი, რა­ტომ მე­გო­ნა, რომ იქ სხვა­ნა­ი­რი ჰა­ე­რი იქ­ნე­ბო­და (იცი­ნის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ აღვიძებდა "სანდრექსა" ამერიკელებს ჩაბნელებული საქართველოდან

რატომ აღვიძებდა "სანდრექსა" ამერიკელებს ჩაბნელებული საქართველოდან

"ჩემი ცოლის დაქალებში" ეულად დარჩენილ "ბაბულიკს" - სანდრექსას "მკვდრეთით აღმდგარი" მეგობარი - კურტანა გამოუჩნდა. როგორც სანდრექსას როლის შემსრულებელმა - სანდრო კაკულიამ გვითხრა, კურტანა რეალურ ცხოვრებაშიც მისი ძმაკაცია. სანდროს გაუხარდა, რომ სერიალში ისევ ერთად ყოფნა მოუწევთ, რადგან მარტოობა ძალიან უჭირდა.

- სავარაუდოდ, სერიალში ჩემთვის ეს ბოლო სეზონი იქნება. იმედია, ჩემი გმირის და ნატაშკას საკითხი ან ძალიან მოულოდნელად დამთავრდება, ან პოზიტიურად გადაწყდება. ვფიქრობ, ეს ამბავი ოდესმე უნდა დასრულდეს. თან, სერიალში კიდევ დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ, სხვა გეგმები მაქვს.

- შენი გეგმები სამსახიობო სფეროს უკავშირდება?

- არა, მომავალში ამ სფეროში მუშაობას აღარ ვაპირებ. სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობ.

- გაიხსენე შენი პირველი როლი...

- ამერიკული კოლეჯი დავამთავრე. დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა დირექტორმა პატარა ინგლისურენოვანი ჩანახატი სპექტაკლად დადგა. მე ოფიციანტის როლს ვასრულებდი. რეპეტიციას დირექტორის კაბინეტში გავდიოდით. ტექსტს გაკვეთილივით ვიზეპირებდი. მერე მე და ჩემი 2 კლასელი ვთამაშობდით: ვითომ მოქმედება რესტორანში ვითარდებოდა და მათ შემწვარ ხორცს ვთავაზობდი. ხელზე პირსახოცი მქონდა გადაკიდებული.

- პირველი პაემანი...

- ოდნავ სერიოზული პირველი პაემანი მრგვალ ბაღში მქონდა. მაშინ 16 წლის ვიყავი, ის კი - 22-ის. ვატყუებდი, - მეც 22-ის ვარ-მეთქი. ბავშვობიდან ასაკთან შედარებით უფროსის შეხედულება მაქვს და გოგონაც ადვილად მოტყუვდა.

- პირველი ტყუილი...

- 6 წლის ვიყავი, ძმა რომ გამიჩნდა. მასზე რომ გადაიტანეს ყურადღება, ეჭვიანობა დავიწყე. ერთხელ ძმა ავად იყო, ყველა მას დასტრიალებდა თავს. ჰოდა, ვიცრუე, - მეც ძალიან ცუდად ვარ-მეთქი. მიზეზი რომ მკითხეს, ვუპასუხე: უცნაური დაავადება მაქვს, ვკანკალებ-მეთქი. მართლაც, რომ მეხუტებოდნენ, კანკალს სპეციალურად ვიწყებდი. დეიდამ წამალი დამალევინა (ალბათ მომატყუა და სინამდვილეში, წყალი იყო), მერე კი "ავადმყოფობამაც" გადამიარა.

- პირველი ლექცია...

- უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ფიზიკის აუდიტორიაში დეკანი შემოვიდა. მაშინ პირველად ვიჯექი აუდიტორიაში და არა - საკლასო ოთახში. ალბათ ძალიან სტანდარტული ლექცია-შესავალი იყო, რომელსაც პირველკურსელებთან ყოველთვის ატარებენ. დეკანის გვარ-სახელიც კი არ მახსოვს...

- შენ მიერ წაკითხული პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...

- ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ზამთარი, უშუქობის პერიოდი იყო. წიგნს სანთლის შუქზე ვკითხულობდი. იმავდროულად, ბალზაკის ნაწარმოებიც წავიკითხე. მაშინ ჩუტყვავილა დამემართა და სულ სახლში ვიყავი. რაღაცნაირ, უცნაურ ლოგინზე ვიწექი. ძალიან ციოდა. ამიტომ ბევრი ტანსაცმელი მეცვა და ბევრი რაღაც მეხურა. ბოთლში ჩასხმული ცხელი წყლითაც ვთბებოდი...

- პირველი სიმთვრალე...

- მერვე კლასის "გარდამავალი" ბანკეტი გვქონდა. რესტორანში ვიყავით. მთელი კლასი დავთვერით, განსაკუთრებით - ბიჭები. ის დღე და ის დათრობა დღემდე ყველას გვახსოვს - რთული იყო...

- ზოგადად, როგორი სიმთვრალე გაქვს?

- ასეთ დროს ძალიან კარგი, ყველაზე "მსუბუქი" და მხიარული ტიპი ვარ. სასმელს კარგად ვიტან. უბრალოდ, ხშირად არ ვსვამ. არ მიყვარს, როცა ვითიშები, არადა, "მოწრუპვასაც" ვერ შევეჩვიე.

ამიტომ, თუ ვსვამ, აუცილებლად იმდენს, რომ ვთვრები (იღიმის).

- პირველი "იმეილი", რომელიც გაგზავნე...

- ჩემს ახლა უკვე ცოლს გავუგზავნე. მაშინ ახალი გაცნობილი მყავდა. მახსოვს, მელიქიშვილზე, ინტერნეტკაფეში მივდიოდი ხოლმე, რათა "იმეილი" გამეგზავნა.

- მობილური ტელეფონი არ გქონდა?

- მობილური ტელეფონი პირველად ხელში რომ ჩამივარდა (2001 წელს), 50-ლარიანი ბარათი მაჩუქეს. მახსოვს, უშუქობის პერიოდი იყო, ქურასთან ვისხედით და ტელეფონით ამერიკაში, შემთხვევით ნომრებზე ვრეკავდი, ხალხს ვაშაყირებდი; უცხოელებს ვაღვიძებდი და ველაპარაკებოდი.

- პირველი ვიზიტი ექიმთან...

- ეს ალბათ, დაბადებიდან 1-2 თვეში იყო, რადგან ჩემს ოჯახში ბევრი ექიმია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემის გამოც ექიმებთან მივყავდით. 3-4 წლის ვიყავი, როცა მუცელი ამტკივდა. ბაბუის მანქანით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში წამიყვანეს. იქ ერთი ღამით დამტოვეს, რადგან ტკივილის მიზეზი აპენდიციტი ეგონათ, მაგრამ მეორე დღეს გამოგვიშვეს. საავადმყოფოში გატარებული დღე კარგად მახსოვს: დერეფანი, პალატა, საავადმყოფოსთვის დამახასიათებელი სუნი... მე და დედა ერთ საწოლზე დაგვაწვინეს. ფანჯრიდან ვხედავდი, ბაბუა შინ მანქანით როგორ ბრუნდებოდა.

- შენ მიერ მიძღვნილი პირველი საჩუქარი...

- დაახლოებით მეორე კლასში ვიყავი, როცა დეიდაჩემს ოქროს სამკაული მოვპარე და კლასელ გოგოს წავუღე - გვერდით დავუჯექი და ჩანთაში ჩუმად ჩავუგდე. მერე აღარ მახსოვს: მგონი, გოგონას დედამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ მისი შვილის ჩანთაში ოქროს სამკაული აღმოაჩინა (იცინის). კუთვნილი ნივთი დეიდას დავუბრუნე.

- პირველი ძმაკაცი...

- 3 ძმაკაცი მყავს, რომლებთანაც პირველი კლასიდან ვმეგობრობ. სამაგალითო ოთხეული ვიყავით. ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ვართ. უკვირდათ კიდეც, - როგორ შეიძლება, ეს ტიპები ერთად იყვნენო?! მსოფლმხედველობრივი სიახლოვე გვაქვს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთნაირად ვაზროვნებთ. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სულ ერთად ვიყავით: დილას ერთმანეთთან დარეკვით ვიწყებდით, ერთად ვსაუზმობდით, ვვახშმობდით, ვისვენებდით (ზამთარ-ზაფხულ)... გოგონები რომ მეგობრობენ ხოლმე, ისე ვმეგობრობდით. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, ზოგმა მუშაობა დაიწყო, ოჯახი შექმნა... ახლა ერთად იმდენ დროს ვეღარ ვატარებთ, რამდენსაც - წინათ, მაგრამ მსოფლმხედველობრივი სიახლოვე და ბავშვობის დროინდელი სიყვარული ისევ გვაქვს.

- პირველი მო­გზაურობა უცხ­ო­ეთში...

- 16 წლის ვიყავი, როცა მე, ჩემი მეგობარი და მისი ოჯახი ავსტრიაში გავემგზავრეთ. მეგონა, უცხოეთში, თვითმფრინავიდან რომ გავიდოდით, სხვანაირი ჰაერი დაგვხვდებოდა. მახსოვს, საქართველოში თვითმფრინავში ჩაჯდომისას ღრმად ჩავისუნთქე, ავსტრიაში კი ტრაპიდან რომ გავედი, ნელ-ნელა დავიწყე სუნთქვა: ჰაერი უნდა "გამეტესტა" - იგივე იყო თუ არა?! არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ იქ სხვანაირი ჰაერი იქნებოდა (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება