სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიტვური შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი – ''ვცხოვრობ ისე, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი''...
ლიტვური შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი – ''ვცხოვრობ ისე, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი''...

ლიტ­ვა­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას შო­რე­ნა ჯა­ნი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შე­ვი­ტყვეთ. მცი­რე­დი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვაგ­რო­ვეთ და შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დით. სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვთან­ხმდა ინ­ტერ­ვი­უ­ზე და მას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ იმა­ზე უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვია, ვიდ­რე ვფიქ­რობ­დით და კი­დევ, ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და გო­ნი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტია.

1988 წლის 12 ივ­ლისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. აქვე მი­ი­ღო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, იუ­რის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით. 2008 წლი­დან ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს ლიტ­ვა­ში, ქა­ლაქ ვილ­ნი­უს­ში, სა­დაც თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რის ვო­კალს ეუფ­ლე­ბო­და, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით სწავ­ლა კლა­სი­კუ­რი სიმ­ღე­რის ვო­კა­ლის გან­ხრით გა­აგ­რძე­ლა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­კუ­თა­რი თავი, რო­გორც შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, იპო­ვა WORLD MUSIC/JAZZ-სტილ­ში და ამ ჟანრ­ში შექ­მნა სა­კუ­თა­რი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა ლიტ­ვის სა­უ­კე­თე­სო ჯაზ­მუ­სი­კო­სებ­თად ერ­თად. ამ ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად იც­ნო­ბენ და ხში­რად ლიტ­ვა­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ელ­ჩა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

მრა­ვალ­ჯერ იყო მიწ­ვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტში, რომ­ლე­ბიც მის­თვის გა­მარ­ჯვე­ბით ან საპ­რი­ზო ად­გილ­ზე გას­ვლით სრულ­დე­ბო­და: 2009 წელს სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და; 2009 წელს სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტში "ვარ­სკვლა­ვუ­რი დუ­ე­ტე­ბი" მე-3 საპ­რი­ზო ად­გილ­ზე გა­ვი­და; 2013 წელს იყო მიწ­ვე­უ­ლი ლიტ­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში "ოქ­როს ხმა" , სა­დაც 3 ად­გილ­ზე გა­ვი­და.

2011 წელს შექ­მნა სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტი ლიტ­ვის ჯაზ­მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად. ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ახალ, ეთ­ნო­ჯა­ზის სტილ­ში წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ლიტ­ვა­ში და არა მხო­ლოდ. ბენდთან ერ­თად ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე სა­კონ­ცერ­ტო ტური. 2012 წელს ჩა­ი­წე­რა და გა­მო­ი­ცა შო­რე­ნას პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი Music from my heart, რომ­ლი­თაც სხვა­დას­ხვა პრეს­ტი­ჟულ ფეს­ტი­ვალ­ზეა მიწ­ვე­უ­ლი.

პა­რა­ლე­ლუ­რად 2012 წლი­დან არის ლიტ­ვუ­რი მი­უ­ზიკლ PRANASASის სო­ლის­ტი.

აქ­ტი­უ­რად გახ­ლავთ ჩაბ­მუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ში, რის­თვი­საც ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტმა მად­ლო­ბის სი­გე­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

- შო­რე­ნა, ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და მა­ყუ­რე­ბელ­თან შენი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბი­დან და­ვი­წყოთ. მახ­სოვს, რომ "რუს­თა­ვი-2"-ზე პრო­ექტ "უკა­ნას­კნელ გმირ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­დი. გა­იხ­სე­ნე ის პე­რი­ო­დი.

- "უკა­ნას­კნე­ლი გმი­რი" არის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გა­ვიხ­სე­ნებ. არ და­ვი­წყებ ბევრ ლა­პა­რაკს იქ გა­დახ­დე­ნილ სირ­თუ­ლე­ებ­სა და დაკ­ლე­ბულ კი­ლოგ­რა­მებ­ზე, გარ­და ამი­სა ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო რამ მოხ­და ჩემს თავს კადრს მიღ­მა. პირ­ველ რიგ­ში, დღემ­დე გა­მომ­ყვა სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ზუს­ტად ამ პრო­ექ­ტში ყოფ­ნის დროს გა­მო­ვი­მუ­შა­ვე - ადა­მი­ა­ნის მოს­მე­ნა ბო­ლომ­დე მა­შინ, როცა ძნე­ლი მო­სას­მე­ნია და გა­ჩუ­მე­ბა, როცა ეს თუნ­დაც ძა­ლი­ან რთუ­ლია და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრო­ექ­ტში შე­ვი­ძი­ნე მე­გობ­რე­ბი - პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თა­მა­რი და მისი მე­უღ­ლე გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ასე­ვე პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე იყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლიტვური შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი – ''ვცხოვრობ ისე, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი''...

ლიტვური შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი – ''ვცხოვრობ ისე, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი''...

ლიტვაში საკმაოდ წარმატებით მოღვაწე ქართველი გოგონას შორენა ჯანიაშვილის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ. მცირედი ინფორმაცია მოვაგროვეთ და შემდეგ დავუკავშირდით. სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე და მასთან საუბრის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ იმაზე უფრო წარმატებული და ნამდვილი ვარსკვლავია, ვიდრე ვფიქრობდით და კიდევ, ისიც აღსანიშნავია, რომ ძალიან საინტერესო და გონიერი რესპონდენტია.

1988 წლის 12 ივლისს თბილისში დაიბადა. აქვე მიიღო უმაღლესი განათლება, იურისტის სპეციალობით. 2008 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში, სადაც თავდაპირველად საესტრადო სიმღერის ვოკალს ეუფლებოდა, ხოლო მოგვიანებით სწავლა კლასიკური სიმღერის ვოკალის განხრით გააგრძელა. საბოლოო ჯამში საკუთარი თავი, როგორც შემსრულებელმა, იპოვა WORLD MUSIC/JAZZ-სტილში და ამ ჟანრში შექმნა საკუთარი საკონცერტო პროგრამა ლიტვის საუკეთესო ჯაზმუსიკოსებთად ერთად. ამ ქვეყანაში კარგად იცნობენ და ხშირად ლიტვაში ქართული კულტურის ელჩადაც მოიხსენიებენ.

მრავალჯერ იყო მიწვეული სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში, რომლებიც მისთვის გამარჯვებით ან საპრიზო ადგილზე გასვლით სრულდებოდა: 2009 წელს სატელევიზიო პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გამარჯვებული გახდა; 2009 წელს სატელევიზიო პროექტში ''ვარსკვლავური დუეტები'' მე-3 საპრიზო ადგილზე გავიდა; 2013 წელს იყო მიწვეული ლიტვის ნაციონალური ტელევიზიის მუსიკალურ პროექტში ''ოქროს ხმა'' , სადაც 3 ადგილზე გავიდა.

2011 წელს შექმნა საკუთარი პროექტი ლიტვის ჯაზმუსიკოსებთან ერთად. ძველი ქართული სიმღერები ახალ, ეთნოჯაზის სტილში წარმოადგინა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ლიტვაში და არა მხოლოდ. ბენდთან ერთად ჰქონდა რამდენიმე საკონცერტო ტური. 2012 წელს ჩაიწერა და გამოიცა შორენას პირველი ალბომი Music from my heart, რომლითაც სხვადასხვა პრესტიჟულ ფესტივალზეა მიწვეული.

პარალელურად 2012 წლიდან არის ლიტვური მიუზიკლ PRANASASის სოლისტი.

აქტიურად გახლავთ ჩაბმული საქველმოქმედო კონცერტებში, რისთვისაც ლიტვის პრეზიდენტმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

- შორენა, ტელევიზიასა და მაყურებელთან შენი პირველი შეხებიდან დავიწყოთ. მახსოვს, რომ ''რუსთავი-2''-ზე პროექტ ''უკანასკნელ გმირში'' მონაწილეობდი. გაიხსენე ის პერიოდი.

- "უკანასკნელი გმირი" არის პროექტი, რომელსაც მთელი ცხოვრება ძალიან დიდი სიყვარულით გავიხსენებ. არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს იქ გადახდენილ სირთულეებსა და დაკლებულ კილოგრამებზე, გარდა ამისა ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ მოხდა ჩემს თავს კადრს მიღმა. პირველ რიგში, დღემდე გამომყვა საოცარი თვისება, რომელიც ზუსტად ამ პროექტში ყოფნის დროს გამოვიმუშავე - ადამიანის მოსმენა ბოლომდე მაშინ, როცა ძნელი მოსასმენია და გაჩუმება, როცა ეს თუნდაც ძალიან რთულია და რასაკვირველია, პროექტში შევიძინე მეგობრები - პროექტის გამარჯვებული თამარი და მისი მეუღლე გიორგი, რომელიც ასევე პროექტის მონაწილე იყო.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება