საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უხუცესებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს!" - რას შეიძლება ველოდეთ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო
"უხუცესებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს!" - რას შეიძლება ველოდეთ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო

"ლო­პო­ტის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის სა­კი­თხი არა­ერ­თხელ დას­მუ­ლა უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წი­ნა­შე - რო­გორც პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, ასე­ვე ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი უხუ­ცე­სე­ბი წი­ნა­შე - დღემ­დე ყვე­ლა ერთ აზ­რზე იყო - ისი­ნი პა­ტივს სცემ­დნენ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს, მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯა მათ მი­ან­დეს. დღემ­დე ყვე­ლა ელო­და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს და იმე­დიც ჰქონ­დათ, რად­გან პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­პი­რე­ბა იყო, რომ ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბოდ­ნენ. პრე­სით თუ ტე­ლე­ვი­ზი­ით მუდ­მი­ვად მი­დი­ო­და სა­უ­ბა­რი ლა­ფან­ყუ­რის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. მაგ­რამ ახლა რა ხდე­ბა? ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას აღა­რა­ვინ ახ­სე­ნებს, მით უმე­ტეს, არა­ვინ სა­უბ­რობს გა­მო­ძი­ე­ბა­ზე და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯა­ზე. ყვე­ლა მიხ­ვდა და პირ­ველ რიგ­ში უხუ­ცე­სე­ბი, რომ არც მთავ­რო­ბა და სა­მარ­თალ­და­მა­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი არაფ­რის გამ­კე­თე­ბელ­ნი არ არი­ან", - აცხა­დებს იჩ­ქე­რი­ის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მათე ცი­ხე­საშ­ვი­ლი გა­ზეთ "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­თა­უ­რით მათე ცი­ხე­საშ­ვი­ლი: უხუ­ცე­სებ­მა სის­ხლის აღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს!

"ქის­ტე­ბი უკვე რამ­დე­ნი ხა­ნია ამ სა­კი­თხზე ხმას აღარ იღე­ბენ - მათ თქვეს, რომ აღარ ილა­პა­რა­კე­ბენ. მა­შინ ის­მის კი­თხვა - რას გა­ა­კე­თე­ბენ? უხუ­ცე­სებ­მა უკვე გა­ა­კე­თეს დას­კვნა - და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი და­წე­რილ­ზე ძლი­ე­რია და უკვე მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო. სის­ხლის აღე­ბის სა­კი­თხი დად­გა და ეს გარ­და­უ­ვა­ლია. ეს სა­კი­თხი უკვე და­ა­ყე­ნეს. - გა­და­წყდა, რომ ამის შემ­დეგ უკვე აღარ მი­მარ­თა­ვენ პრო­კუ­რა­ტუ­რას და გა­მო­ძი­ე­ბას დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯის მო­თხოვ­ნით - სა­მარ­თალს თა­ვად აღას­რუ­ლე­ბენ. ამის მო­ლო­დი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ჰქო­ნო­და. ჩვენ­თვის ერ­თა­დერ­თი სა­მარ­თა­ლი სის­ხლის აღე­ბაა! ამის მი­უ­ხე­და­ვად წა­ვე­დით ამა­ზე და სა­ხელ­მწი­ფოს, პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ე­სა­ჯა. რა მი­ვი­ღეთ? ლა­ფან­ყუ­რის ტრა­გე­დი­ის­თვის სას­ჯელს ვინ იხ­დის? მხო­ლოდ ახა­ლა­ია ზის ცი­ხე­ში და ისიც სხვა ბრალ­დე­ბით! აი, ამი­ტომ მი­ი­ღეს უხუ­ცე­სებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - სის­ხლი უნდა აი­ღონ!", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას მათე ცი­ხე­საშ­ვი­ლი.

"პა­ტი­ე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უხუ­ცე­სე­ბი იტყვი­ან ვა­პა­ტი­ო­თო. საქ­მე ისაა, რომ არა მარ­ტო ქის­ტე­ბის ამო­ხოც­ვას ეხე­ბა საქ­მე, არა­მედ მათი ცხედ­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას. წე­სის მი­ხედ­ვით დაკ­რძალ­ვის უფ­ლე­ბაც არ მის­ცეს ოჯა­ხებს, რაც ქის­ტის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დი­აა. გა­თხრი­ლი საფ­ლა­ვე­ბი 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცა­რი­ე­ლი იყო. ამის პა­ტი­ე­ბაც გა­უ­ჭირ­დე­ბათ ქის­ტებს, უფრო სწო­რად ეს არ მოხ­დე­ბა. სის­ხლის აღე­ბის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია. ისი­ნი არა­ვის შე­უ­თან­ხმდე­ბი­ან და გარ­დაც­ვლილ­თა ახალ­გაზ­რდა ნა­თე­სა­ვე­ბი თა­ვი­ანთ საქ­მეს გა­ა­კე­თე­ბენ. ბაჩო ახა­ლა­ი­ამ, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში დიდ გულ­ზეა, იცის, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ახლა აწყობს იქ ყოფ­ნა. მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კი ავი­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და შეხ­ვდა უხუ­ცე­სებს - მათ წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მოხ­სნა უნ­დო­და და ასე­თი რამ უთხრა - ვეხ­ვე­წე­ბო­დი ბაჩო ახა­ლა­ი­ას ცე­ცხლი არ გა­ეხ­სნა, მაგ­რამ შე­ჩე­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლიო, მაგ­რამ ამით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა - ის ისე­თი­ვე დამ­ნა­შა­ვეა, რო­გო­რიც ახა­ლა­ია", - გა­ნაგ­რძობს რეს­პონ­დენ­ტი.

"რაც შე­ე­ხე­ბათ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს, პირ­ველ პი­რებს, რო­მელ­თა ნე­ბი­სა და ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე ეს მას­შტა­ბუ­რი ხოც­ვა-ჟლე­ტა ვერ მოხ­დე­ბო­და, მათ ქის­ტე­ბის შუ­რის­ძი­ე­ბა არ დას­ჭირ­დე­ბათ - ის კონ­კრე­ტუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი მალე ისეთ დღე­ში ჩაც­ვივ­დე­ბი­ან, რომ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს თა­ვად მოს­თხო­ვენ პა­სუხს, ამ მკვლე­ლო­ბა­ში რომ გა­რი­ეს", - დას­ძენს მათე ცი­ხე­საშ­ვი­ლი და შე­კი­თხვას - "ბა­ტო­ნო მათე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღარ აქვს დრო, რომ საქ­მე გა­მო­ი­ძი­ოს?" - პა­სუ­ხობს:

"დრო ამო­წუ­რა ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. არა­და, ხალ­ხმა მას და­უ­ჯე­რა. ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დო­და, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს თე­ლავ­შიც და ახ­მე­ტა­შიც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბო­და პირ­ვე­ლი საქ­მე, რო­მელ­საც ხელს მოჰ­კი­დებ­და. რაც მოხ­და, ყვე­ლამ ვნა­ხეთ, შე­სა­ბა­მი­სად, უხუ­ცე­სებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, აღარ გვა­ინ­ტე­რე­სებს გა­მო­ძი­ე­ბა, რა უნდა გა­კეთ­დეს, ჩვენ ვი­ცი­თო. უხუ­ცე­სე­ბი სის­ხლის აღე­ბა­ზე უკან აღარ და­ი­ხე­ვენ. ეს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"უხუცესებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს!" - რას შეიძლება ველოდეთ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო

"უხუცესებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს!" - რას შეიძლება ველოდეთ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო

"ლოპოტის სპეცოპერაციის საკითხი არაერთხელ დასმულა უხუცესთა საბჭოს წინაშე - როგორც პანკისის ხეობაში, ასევე ემიგრაციაში მყოფი უხუცესები წინაშე - დღემდე ყველა ერთ აზრზე იყო - ისინი პატივს სცემდნენ ქართულ სახელმწიფოს, მის ხელისუფლებასა და დამნაშავეთა დასჯა მათ მიანდეს. დღემდე ყველა ელოდა გამოძიების შედეგებს და იმედიც ჰქონდათ, რადგან პირადად ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციაში დამნაშავე პირები აუცილებლად დაისჯებოდნენ. პრესით თუ ტელევიზიით მუდმივად მიდიოდა საუბარი ლაფანყურის გამოძიების მიმდინარეობაზე. მაგრამ ახლა რა ხდება? ლაფანყურის სპეცოპერაციას აღარავინ ახსენებს, მით უმეტეს, არავინ საუბრობს გამოძიებაზე და დამნაშავეთა დასჯაზე. ყველა მიხვდა და პირველ რიგში უხუცესები, რომ არც მთავრობა და სამართალდამაცავი ორგანოები არაფრის გამკეთებელნი არ არიან", - აცხადებს იჩქერიის მთავრობის წარმომადგენელი მათე ციხესაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მათე ციხესაშვილი: უხუცესებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს!

"ქისტები უკვე რამდენი ხანია ამ საკითხზე ხმას აღარ იღებენ - მათ თქვეს, რომ აღარ ილაპარაკებენ. მაშინ ისმის კითხვა - რას გააკეთებენ? უხუცესებმა უკვე გააკეთეს დასკვნა - დაუწერელი კანონი დაწერილზე ძლიერია და უკვე მოქმედებაა საჭირო. სისხლის აღების საკითხი დადგა და ეს გარდაუვალია. ეს საკითხი უკვე დააყენეს. - გადაწყდა, რომ ამის შემდეგ უკვე აღარ მიმართავენ პროკურატურას და გამოძიებას დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით - სამართალს თავად აღასრულებენ. ამის მოლოდინი ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა. ჩვენთვის ერთადერთი სამართალი სისხლის აღებაა! ამის მიუხედავად წავედით ამაზე და სახელმწიფოს, პროკურატურას მივეცით საშუალება, დამნაშავეები დაესაჯა. რა მივიღეთ? ლაფანყურის ტრაგედიისთვის სასჯელს ვინ იხდის? მხოლოდ ახალაია ზის ციხეში და ისიც სხვა ბრალდებით! აი, ამიტომ მიიღეს უხუცესებმა გადაწყვეტილება - სისხლი უნდა აიღონ!", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მათე ციხესაშვილი.

"პატიება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უხუცესები იტყვიან ვაპატიოთო. საქმე ისაა, რომ არა მარტო ქისტების ამოხოცვას ეხება საქმე, არამედ მათი ცხედრების შეურაცხყოფას. წესის მიხედვით დაკრძალვის უფლებაც არ მისცეს ოჯახებს, რაც ქისტისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა. გათხრილი საფლავები 4 დღის განმავლობაში ცარიელი იყო. ამის პატიებაც გაუჭირდებათ ქისტებს, უფრო სწორად ეს არ მოხდება. სისხლის აღების პროცესი დაწყებულია. ისინი არავის შეუთანხმდებიან და გარდაცვლილთა ახალგაზრდა ნათესავები თავიანთ საქმეს გააკეთებენ. ბაჩო ახალაიამ, რომელიც ციხეში დიდ გულზეა, იცის, რომ ყველაზე მეტად ახლა აწყობს იქ ყოფნა. მისი პირველი მოადგილე ლორთქიფანიძე კი ავიდა პანკისის ხეობაში და შეხვდა უხუცესებს - მათ წინაშე პასუხისმგებლობის მოხსნა უნდოდა და ასეთი რამ უთხრა - ვეხვეწებოდი ბაჩო ახალაიას ცეცხლი არ გაეხსნა, მაგრამ შეჩერება ვერ შევძელიო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა - ის ისეთივე დამნაშავეა, როგორიც ახალაია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც შეეხებათ სააკაშვილსა და მერაბიშვილს, პირველ პირებს, რომელთა ნებისა და ბრძანების გარეშე ეს მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა ვერ მოხდებოდა, მათ ქისტების შურისძიება არ დასჭირდებათ - ის კონკრეტული შემსრულებლები მალე ისეთ დღეში ჩაცვივდებიან, რომ სააკაშვილსა და მერაბიშვილს თავად მოსთხოვენ პასუხს, ამ მკვლელობაში რომ გარიეს", - დასძენს მათე ციხესაშვილი და შეკითხვას - "ბატონო მათე, ხელისუფლებას აღარ აქვს დრო, რომ საქმე გამოიძიოს?" - პასუხობს:

"დრო ამოწურა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. არადა, ხალხმა მას დაუჯერა. ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თელავშიც და ახმეტაშიც გააკეთა განცხადება, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება იქნებოდა პირველი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებდა. რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ, შესაბამისად, უხუცესებმა განაცხადეს, აღარ გვაინტერესებს გამოძიება, რა უნდა გაკეთდეს, ჩვენ ვიცითო. უხუცესები სისხლის აღებაზე უკან აღარ დაიხევენ. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა!"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია