პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეტავ ერთი წამით გააცოცხლა მამაჩემი, რომ მათქმევინა, რისთვის დაიღუპა თავი! განა თქვენი გულისთვის თითის გატოკება ღირდა?!" - ცოტნე გამსახურდია
"ნეტავ ერთი წამით გააცოცხლა მამაჩემი, რომ მათქმევინა, რისთვის დაიღუპა თავი! განა თქვენი გულისთვის თითის გატოკება ღირდა?!" - ცოტნე გამსახურდია

ექს-პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე საყ­დრი­სის თე­მას რამ­დე­ნი­მე პოსტს უძღვნის.

"არ­სე­ბობს ორი სა­კი­თხი, რაც ყვე­ლას ეხე­ბა: ესაა ეკო­ლო­გია და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა! ასეთ დროს ვე­რა­ვინ გე­ტყვით, რომ ეს თქვე­ნი საქ­მე არაა. ასეთ დროს ყვე­ლა, გა­ნურ­ჩევ­ლად გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა ერ­თი­ა­ნი უნდა იყოს სი­მარ­თლის, ფაქ­ტე­ბის ირ­გვლივ. მივ­მარ­თავ სა­ჯა­როდ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას და პი­რა­დად კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, საყ­დრი­სის თემა თქვენ არ გე­ხე­ბათ? ჯერ არ­ცერ­თი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კო­მენ­ტა­რი არ მო­მის­მე­ნია ამ სა­კი­თხზე მათ­გან. მა­ინ­ცა­და­მა­ინც სექ­სუ­ა­ლურ თე­მებ­ზე უნდა იყოს მსჯე­ლო­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტში მიხ­ვი­დეთ ან ხმის ამო­ღე­ბა გა­ბე­დოთ?! ის, რომ ჩვე­ნი უძ­ვე­ლე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად შეგ­ნე­ბუ­ლად ნად­გურ­დე­ბა, მალე შე­სას­წავლსაც და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­საც აღარ და­ტო­ვებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი მა­ფია, ეს თქვენ არ გე­ხე­ბათ!???..."

"...ფურ­თხის ღირ­სი ხარ შენ, სა­ქარ­თვე­ლოვ! მეტი კო­მენ­ტა­რი აღარ მაქვს! ასე­თი ხალ­ხი უნდა ცხოვ­რობ­დეს სად­მე ჯუნ­გლებ­ში, ან ნა­ხე­ვა­რუ­დაბ­ნო­ში, მა­ინც ჯერ პირ­ველ­ყო­ფილ თე­მურ წყო­ბი­ლე­ბა­შია! ფერი ფერ­საო, ამა­ზე იტყვი­ან: ეს ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­დღი­უ­რად ნად­გურ­დე­ბა მთავ­რო­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­ცი­ე­ლით და მას­თან სა­ეჭ­ვოდ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მა­ფი­ო­ზე­ბის მიერ, ხოლო თქვენ ჩა­გი­გუ­ბე­ბი­ათ პირ­ში წყა­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა-გა­ზი­ა­რე­ბაც კი გე­ზა­რე­ბათ სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ! ისე, ალ­ბათ იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ: საყ­დრი­სი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დია-თქო ვთქვი და მე­რამ­დე­ნედ ვრწმუნ­დე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ამ ხალ­ხს არა­ვი­თა­რი ღი­რე­ბუ­ლის შექ­მნა და დაც­ვა არ შე­უძ­ლია. ახ­ლაც ხომ აღარ არის მიშა და ტე­რო­რი, ხალ­ხი არა ხართ, ხმა რომ ამო­ი­ღოთ?! დე­დაც მოვ­ხან ამ ყვე­ლაფ­რის, რა აღარ და­ი­წე­რა და თქვეს კომ­პე­ტენ­ტურ­მა, პატ­რი­ოტ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, მაგ­რამ... ნე­ტავ ერთი წა­მით გა­ა­ცო­ცხლა მა­მა­ჩე­მი, რომ მათ­ქმე­ვი­ნა ის, რა­საც ახლა ვფიქ­რობ, რის­თვის და­ი­ღუ­პა თავი და ოჯა­ხი! განა თქვე­ნი გუ­ლის­თვის თი­თის გა­ტო­კე­ბა ღირ­და?!!!"...

იხი­ლეთ ვი­დეო

"დღეს მე, სოსო მან­ჯა­ვი­ძე და კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით საყ­დრის­ში. გა­და­ვი­ღეთ ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟი, თუმ­ცა მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­გაწ­ვდით, რად­გან მო­ცუ­ლო­ბის გამო ახლა ვერ ვა­ხერ­ხებ მის გა­ზი­ა­რე­ბას. ჩვენს ჩას­ვლამ­დე ცოტა ხნით ადრე, რო­გორც გვი­თხრეს იქ იყო ჩა­სუ­ლი ორი ექ­სპერ­ტი არემ­ჯის ამა­ლის თან­ხლე­ბით და ასუ­ლი იყ­ვნენ საყ­დრი­სი-ყა­ჩა­ღი­ა­ნის ბორ­ცვზე. რას აკე­თებ­დენ, საყ­დრი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დამ­ცველ­თათ­ვის, უც­ნო­ბია. ბორ­ცვის მი­სად­გო­მებ­თან დგას და­ახ­ლო­ე­ბით 6-7 მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ბლო­კავს იქ მის­ვლის მსურ­ვე­ლებს.

მინ­და იცო­დეთ, რომ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბით და აზ­როვ­ნე­ბით, ვინც იქ დაგ­ვხვდა. იყ­ვნენ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ასა­კის, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფე­ნი­სა თუ სტა­ტუ­სის ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი. სწო­რედ ეს გახ­ლავთ ჩემი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა და თხოვ­ნა, რომ ყვე­ლა, გა­ნურ­ჩევ­ლად გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა გა­ვერ­თი­ან­დეთ ამ ზო­გა­დე­როვ­ნუ­ლი სა­კი­თხის გარ­შე­მო. მე პი­რა­დად მზად ვარ და­ვი­ვი­წყო ყო­ველ­გვა­რი პი­რა­დი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბაც კი, რათა მო­ვა­ხერ­ხოთ ძეგლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ამი­ტომ ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გი გახ­ლა­ვართ და­ქუც­მა­ცე­ბის, დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის და ერ­თმა­ნე­თის თვა­ლებ­ში დი­რე­ე­ბის ძი­ე­ბი­სა.

ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რა იყო...დავ­სა­ხეთ პრო­ტეს­ტის სა­მო­მავ­ლო გაგ­რძე­ლე­ბის გეგ­მა და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, შე­ვი­მუ­შა­ვეთ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გზე­ბი და გან­ვსა­ზღვრეთ ამო­ცა­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი. ასე­თი ჯან­სა­ღი ატ­მოს­ფე­რო მე პი­რა­დად კარ­გა ხა­ნია აღარ მი­ნა­ხავს!

დე­ტა­ლებ­ზე ამ­ჟა­მად არ ვი­სა­უბ­რებ, ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტო­უ­რად მო­ვახ­დენთ თქვენს ინ­ფორ­მი­რე­ბას. მხო­ლოდ გე­ტყვით, რომ ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა-დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია, და ვთვლით, რომ საყ­დრი­სის გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის ბრძო­ლა თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში უნდა გაგ­რძელ­დეს! ხე­ლი­ა­უფ­ლე­ბას დღეს აწყობს კი­დეც ამ პრო­ცე­სის მიჩ­ქმალ­ვა და პე­რი­ფე­რი­ა­ზე გა­და­ნაც­ვლე­ბა. საყ­დრის­ში დარ­ჩე­ბა ათამ­დე ადა­მი­ა­ნი, ე.წ. სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო პუნ­ქტი, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ადევ­ნებს თვალს იქ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და კავ­ში­რი ექ­ნე­ბა ჯგუფ­თან და მე­დი­ას­თან. და­მარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი თბი­ლის­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას, იქ­ნე­ბა ეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, დი­პ­კორ­პუს­თან და უცხო­ეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და მეც­ნი­ე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.დე­ტა­ლებს სის­ტე­მა­ტუ­რად გა­გაც­ნობთ და თქვე­ნი თა­ნად­გო­მის იმე­დი გვაქვს! ათი და ოცი კაცი ვე­რა­ფერს იზამს, თუ თქვენ არ მი­ი­ტანთ გულ­თან ამ კა­ტას­ტრო­ფას. ჩვენ ვი­თხოვთ შე­ჩერ­დეს ნგრე­ვა-გა­ნად­გუ­რე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო დად­გეს სა­კუ­თარ სი­მაღ­ლე­ზე და გამჭვირ­ვა­ლე გა­რე­მო­ში უკვე და­სა­ხე­ლე­ბულ ავ­ტო­რი­ტე­ტულ უცხო­ელ მეც­ნი­ერ­თა ხუ­თე­ულს მი­ე­ცეს ძეგლის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა!", - წერს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ნეტავ ერთი წამით გააცოცხლა მამაჩემი, რომ მათქმევინა, რისთვის დაიღუპა თავი! განა თქვენი გულისთვის თითის გატოკება ღირდა?!" - ცოტნე გამსახურდია

"ნეტავ ერთი წამით გააცოცხლა მამაჩემი, რომ მათქმევინა, რისთვის დაიღუპა თავი! განა თქვენი გულისთვის თითის გატოკება ღირდა?!" - ცოტნე გამსახურდია

ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საყდრისის თემას რამდენიმე პოსტს უძღვნის.

"არსებობს ორი საკითხი, რაც ყველას ეხება: ესაა ეკოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა! ასეთ დროს ვერავინ გეტყვით, რომ ეს თქვენი საქმე არაა. ასეთ დროს ყველა, განურჩევლად განსხვავებებისა ერთიანი უნდა იყოს სიმართლის, ფაქტების ირგვლივ. მივმართავ საჯაროდ საქართველოს ეკლესიას და პირადად კათალიკოს-პატრიარქს, საყდრისის თემა თქვენ არ გეხებათ? ჯერ არცერთი საფუძვლიანი კომენტარი არ მომისმენია ამ საკითხზე მათგან. მაინცადამაინც სექსუალურ თემებზე უნდა იყოს მსჯელობა, რომ პარლამენტში მიხვიდეთ ან ხმის ამოღება გაბედოთ?! ის, რომ ჩვენი უძველესი მემკვიდრეობა ყოველდღიურად შეგნებულად ნადგურდება, მალე შესასწავლსაც და მტკიცებულებასაც აღარ დატოვებს ხელისუფლებასთან შეხმატკბილებული მაფია, ეს თქვენ არ გეხებათ!???..."

"...ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ! მეტი კომენტარი აღარ მაქვს! ასეთი ხალხი უნდა ცხოვრობდეს სადმე ჯუნგლებში, ან ნახევარუდაბნოში, მაინც ჯერ პირველყოფილ თემურ წყობილებაშია! ფერი ფერსაო, ამაზე იტყვიან: ეს ყველაფერი ყოველდღიურად ნადგურდება მთავრობის დანაშაულებრივი საქციელით და მასთან საეჭვოდ დაახლოებული მაფიოზების მიერ, ხოლო თქვენ ჩაგიგუბებიათ პირში წყალი და ინფორმაციის გავრცელება-გაზიარებაც კი გეზარებათ საკუთარი კულტურის შესახებ! ისე, ალბათ იქ მომუშავე ადამიანები ჩვენი წინაპრები არ უნდა ყოფილიყვნენ: საყდრისი ლაკმუსის ქაღალდია-თქო ვთქვი და მერამდენედ ვრწმუნდები ცხოვრებაში, რომ ამ ხალხს არავითარი ღირებულის შექმნა და დაცვა არ შეუძლია. ახლაც ხომ აღარ არის მიშა და ტერორი, ხალხი არა ხართ, ხმა რომ ამოიღოთ?! დედაც მოვხან ამ ყველაფრის, რა აღარ დაიწერა და თქვეს კომპეტენტურმა, პატრიოტმა ადამიანებმა, მაგრამ... ნეტავ ერთი წამით გააცოცხლა მამაჩემი, რომ მათქმევინა ის, რასაც ახლა ვფიქრობ, რისთვის დაიღუპა თავი და ოჯახი! განა თქვენი გულისთვის თითის გატოკება ღირდა?!!!"...

იხილეთ ვიდეო

"დღეს მე, სოსო მანჯავიძე და კიდევ რამოდენიმე ადამიანი ვიყავით საყდრისში. გადავიღეთ ვიდეორეპორტაჟი, თუმცა მას მოგვიანებით მოგაწვდით, რადგან მოცულობის გამო ახლა ვერ ვახერხებ მის გაზიარებას. ჩვენს ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე, როგორც გვითხრეს იქ იყო ჩასული ორი ექსპერტი არემჯის ამალის თანხლებით და ასული იყვნენ საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე. რას აკეთებდენ, საყდრისის საზოგადოებრივ დამცველთათვის, უცნობია. ბორცვის მისადგომებთან დგას დაახლოებით 6-7 მანქანა, რომელიც კანონსაწინააღმდეგოდ ბლოკავს იქ მისვლის მსურველებს.

მინდა იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმ საზოგადოების განწყობით და აზროვნებით, ვინც იქ დაგვხვდა. იყვნენ სრულიად განსხვავებული ასაკის, პოლიტიკური შეხედულებების, საზოგადოებრივი ფენისა თუ სტატუსის ქალები და კაცები. სწორედ ეს გახლავთ ჩემი კატეგორიული მოთხოვნა და თხოვნა, რომ ყველა, განურჩევლად განსხვავებებისა გავერთიანდეთ ამ ზოგადეროვნული საკითხის გარშემო. მე პირადად მზად ვარ დავივიწყო ყოველგვარი პირადი უკმაყოფილება და შეხედულებაც კი, რათა მოვახერხოთ ძეგლის შენარჩუნება. ამიტომ ყოველგვარი წინააღმდეგი გახლავართ დაქუცმაცების, დიფერენციაციის და ერთმანეთის თვალებში დირეების ძიებისა.

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო...დავსახეთ პროტესტის სამომავლო გაგრძელების გეგმა და მიმართულებები, შევიმუშავეთ კოორდინაციის გზები და განვსაზღვრეთ ამოცანების მისაღწევად პასუხისმგებელი პირები. ასეთი ჯანსაღი ატმოსფერო მე პირადად კარგა ხანია აღარ მინახავს!

დეტალებზე ამჟამად არ ვისაუბრებ, ამ დღეების განმავლობაში სისტემატოურად მოვახდენთ თქვენს ინფორმირებას. მხოლოდ გეტყვით, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ საპროტესტო მოძრაობის გაფართოება-დივერსიფიკაცია, და ვთვლით, რომ საყდრისის გადარჩენისათვის ბრძოლა თბილისში, საქართველოს პოლიტიკურ ცენტრში უნდა გაგრძელდეს! ხელიაუფლებას დღეს აწყობს კიდეც ამ პროცესის მიჩქმალვა და პერიფერიაზე გადანაცვლება. საყდრისში დარჩება ათამდე ადამიანი, ე.წ. სამეთვალყურეო პუნქტი, რომელიც რეგულარულად ადევნებს თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს და კავშირი ექნება ჯგუფთან და მედიასთან. დამარჩენი ადამიანები თბილისში გავაგრძელებთ საქმიანობას, იქნება ეს საპროტესტო აქციები, დიპკორპუსთან და უცხოეთთან ურთიერთობა თუ საზოგადოების ინფორმირება და მეცნიერებთან თანამშრომლობა.დეტალებს სისტემატურად გაგაცნობთ და თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს! ათი და ოცი კაცი ვერაფერს იზამს, თუ თქვენ არ მიიტანთ გულთან ამ კატასტროფას. ჩვენ ვითხოვთ შეჩერდეს ნგრევა-განადგურება, სახელმწიფო დადგეს საკუთარ სიმაღლეზე და გამჭვირვალე გარემოში უკვე დასახელებულ ავტორიტეტულ უცხოელ მეცნიერთა ხუთეულს მიეცეს ძეგლის სრულყოფილად შესწავლის საშუალება!", - წერს ცოტნე გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს