ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა "იმედის" ახალ შოუში დაპირებისამებრ "გრანდიოზული ბოდიში" მოუხადა "რუსთავი 2"-ის წამყვან გიორგი გაბუნიას, რომელიც პირველ გადაცემაში შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოებაში წარუდგინა მაყურებელს. თუმცა ბოდიშიც, რამიშვილმა თავისთვის დამახასიათებელ, ეპატაჟურ სტილში მოიხადა...
შეგახსენებთ, რომ ჩადენილი "საშინელი საქციელისთვის" რამიშვილმა "გრანდიოზული ბოდიში" მას შემდეგ დააანონსა, რაც მისმა უკბილო ხუმრობამ, რომელშიც კოლეგა, გიორგი გაბუნია მაყურებელს შეურაცხმყოფელ გარემოებაში წარუდგინა, საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. "შალვა რამიშვილის შოუ"-ს მეორე გამოშვება, პირველი გადაცემისგან განსხვავებით, სრულიად არ აღმოჩნდა რეზონანსული. შესაბამისად, წამყვანისგან, მაყურებლის ყურადღების მისაქცევად კიდევ ბევრ საინტერესოს უნდა ველოდეთ...