დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში სეპარატისტებმა ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანეს, მათ შორის ოთხი დეპუტატია და ერთი მეშახტე. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, სეპარატისტებს მძევლები დონეცკის ადმინისტრაციის შენობაში ჰყავთ.
ამასთან, სეპარატისტებმა წუხელ გვიან ღამით, დონეცკში სამხედრო პროკურატურა დაიკავეს.
censor.net-ის ინფორმაციით, შენობაში 2000-მდე შეიარაღებული სეპარატისტი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა და სამხედრო პროკურატურის შენობა შტურმით აიღეს, რომელიც დაცვის გარეშე იყო მიტოვებული.
ამასთან, სეპარატისტები თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლის" წევრები იყვნენ. შენობიდან მათ უკრაინის დროშა ჩამოხსნეს და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" დროშა აღმართეს.
მომზადებულია pravda.com.ua-ს მიხედვით.