დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის მეუღლე, ნინო სუთიძე ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში იწვევს. ამის შესახებ სუთიძე საჯარო განცხადებას აკეთებს, რომელშიც წერს:
"ბეჭდური და ტელემედიის საყურადღებოდ მინდა გავაკეთო ერთი განცხადება: მზად ვარ ნებისმიერ დროს ნემისმიერ ტელეგადაცემაში დავუჯდე დებატებში ნანუკა ჟორჟოლიანს ჩემი მეუღლის, ნოშრევან ნამორაძის საქმეზე", - წერს ნინო სუთიძე.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის დავით კოდუას ცემაში ეჭვმიტანილის მეუღლი, ნინო სუთიძის პირველი საჯარო განცხადება. ინციდენტის შემდეგ სუთიძემ მედიასთან განაცხადა, რომ 2008 წელს ირაკლი კოდუას დავალებით მათ სახლში შევიდნენ და ნოშრევან ნამორაძეს 15 გრ ჰეროინი ჩაუდეს. ნინო სუთიძის განცხადებით, მისი მეუღლე ბიზნესმენი იყო, კერძოდ, "ტიფლის დეველოპმენტის" დამფუძნებელი.
"დავით კოდუას უნდოდა ჩემი მეუღლის კუთვნილი წილი, რადგანაც არ უფორმებდა, ძმასთან ერთად დაგეგმა ჩემი მეუღლის დაჭერა, ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკი და დააპატიმრეს. გადაახდევინეს 500 ათასი, დაათმობინეს 50-პროცენტიანი წილი, რომელიც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. ასევე ჩამომსვეს ჩემი კუთვნილი ავტომანქანა "რენჯროვერ სპორტიდან". ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი მეუღლე გამოუშვეს. წლები გავიდა. საჩივარი შევიტანეთ, როცა მთავრობა შეიცვალა, მიმდინარეობს გამოძიება. დათო კოდუას ქუჩაში შეხვდა და ცემა. რამე არის გასაკვირი?" - განაცხადა ნინო სუთიძემ.
ასევე იხილეთ: როგორ ხსნის ქმრის შურისძიებას კოდუას ცემაში ბრალდებულის მეუღლე