სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება ნოშრევან ნამორაძის სახლი - ნანუკა ჟორჟოლიანი ფოტოს ასაჯაროებს
როგორ გამოიყურება ნოშრევან ნამორაძის სახლი - ნანუკა ჟორჟოლიანი ფოტოს ასაჯაროებს

ერეკ­ლე კო­დუ­ას მე­უღ­ლე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­ვით კო­დუ­ა­ზე თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძის სახ­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

"ღმერ­თმა ბევ­რი მის­ცეს! ოღონდ გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ სა­ბას და მა­რი­ამს გე­ფი­ცე­ბით! უბ­რა­ლოდ ეს იმ ნო­ში­კოს სახ­ლია, რო­მელ­საც "ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს!" და ბავ­შვე­ბით "ღია ცის ქვეშ და­ტო­ვეს!:)", - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, შსს-ს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 3 მა­ისს 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე გა­მო­ცხად­და, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მან შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე სცე­მა და­ვით კო­დუა. და­კა­ვე­ბულ­მა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, მან შუ­რის­ძი­ე­ბის მი­ზე­ზად ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა და­ა­სა­ხე­ლა.

ამ­ჟა­მად, ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე დი­ღომ­ში, პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ნა­მო­რა­ძეს ბრალს დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს.

და­ვით კო­დუ­ა­ზე თავ­დას­ხმა 3 მა­ისს მოხ­და. და­ვით კო­დუა სა­ხის და თა­ვის ქა­ლის და­ზი­ა­ნე­ბით რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შემ­დეგ კი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ოჯა­ხის წევ­რებს ვერ­სია არ აქვთ, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ ეს იყო კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი თავ­დას­მა.

და­ვით კო­დუა სოდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ერეკ­ლე კო­დუ­ას ძმაა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბა აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის დე­პუ­ტატ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის თა­ო­ბა­ზე. ერეკ­ლე კო­დუა მი­მალ­ვა­შია.

იხი­ლეთ ასე­ვე: რო­გორ ხსნის ქმრის შუ­რის­ძი­ე­ბას კო­დუ­ას ცე­მა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე

და­ვით კო­დუ­ას სას­ტი­კად ცე­მა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ფოტო შს მი­ნის­ტრთან, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს­თან ერ­თად

ნა­ცე­მი და­ვით კო­დუ­ას ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ გამოიყურება ნოშრევან ნამორაძის სახლი - ნანუკა ჟორჟოლიანი ფოტოს ასაჯაროებს

როგორ გამოიყურება ნოშრევან ნამორაძის სახლი - ნანუკა ჟორჟოლიანი ფოტოს ასაჯაროებს

ერეკლე კოდუას მეუღლე, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დავით კოდუაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ნოშრევან ნამორაძის სახლის ფოტოს აქვეყნებს.

"ღმერთმა ბევრი მისცეს! ოღონდ გულწრფელად ვამბობ საბას და მარიამს გეფიცებით! უბრალოდ ეს იმ ნოშიკოს სახლია, რომელსაც "ყველაფერი წაართვეს!" და ბავშვებით "ღია ცის ქვეშ დატოვეს!:)", - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში 3 მაისს 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნამორაძე გამოცხადდა, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, მან შურისძიების მიზეზად ბიზნესის წართმევა დაასახელა.

ამჟამად, ნოშრევან ნამორაძე დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ნამორაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. სავარაუდოდ, დღესვე პროკურატურა სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ოჯახის წევრებს ვერსია არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული თავდასმა.

დავით კოდუა სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის თაობაზე. ერეკლე კოდუა მიმალვაშია.

იხილეთ ასევე: როგორ ხსნის ქმრის შურისძიებას კოდუას ცემაში ბრალდებულის მეუღლე

დავით კოდუას სასტიკად ცემაში ეჭვმიტანილის ფოტო შს მინისტრთან, ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად

ნაცემი დავით კოდუას ფოტოები ვრცელდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს