საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ ექიმები თბილისში გავრცელებულ ახალ, საშიშ ვირუსზე?
რას ამბობენ ექიმები თბილისში გავრცელებულ ახალ, საშიშ ვირუსზე?

რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ვირუ­სის აღ­მო­ჩე­ნის თა­ო­ბა­ზე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კა­ში ჩა­გა­დო. რა ჰქვია ახალ ვირუსს და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია თუ არა ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა მსოფ­ლი­ო­ში, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა თუ არა მკურ­ნა­ლო­ბას და არის თუ არა იმის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ეს ახა­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია მარ­თლაც ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რა­ღად იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი?

"კვი­რის ქრო­ნი­კის" კი­თხვებს პა­სუ­ხობს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ და და­ფიქ­სი­რე­ბულ ახალ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კა­შია, მარ­თლა ღვთის რის­ხვა დაგ­ვა­ტყდა ქარ­თვე­ლებს, თუ...

- არა, არა... ეს არ არის ახა­ლი ამ­ბა­ვი. სხვა­თა შო­რის, შარ­შან და­ფიქ­სირ­და ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში. პირ­ვე­ლად ჩავ­თვა­ლეთ, რომ იყო ჯილე­ხი, მაგ­რამ ჩვე­ნი ეს ვა­რა­უ­დი არ გა­მარ­თლდა. შემ­დეგ, ეჭვი ავი­ღეთ ძრო­ხის ყვა­ვილ­ზე. გა­ვა­კე­თეთ უამ­რა­ვი ანა­ლი­ზი, რა­შიც ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი დაგ­ვეხ­მა­რა, გავ­შიფ­რეთ ვირუს­სი გე­ნე­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რა. ანა­ლიზ­ში აღ­მოჩ­ნდა სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ვირუ­სი - ორ­თო­პოქსვირუ­სე­ბის ჯგუ­ფი­დან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ვირუ­სულ ჯგუფ­ში შე­დის ძრო­ხის ყვა­ვი­ლის ვირუ­სი, მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის ვირუ­სი და ა.შ.

- ესე იგი, "ყვა­ვი­ლის" სა­ხე­ლით ცნო­ბილ ვირუს­ზეა სა­უ­ბა­რი?

- არა. სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი შემ­თხვე­ვა, ორ­თო­პოქსვირუ­სის ჯგუ­ფის უც­ნო­ბი, ახა­ლი შტო გა­მოდ­გა. რად­გან პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა შა­რი­შან, ახ­მე­ტა­ში აღ­მოჩ­ნდა და და­ფიქ­სირ­და, ამე­რი­კელ­მა კო­ლე­გებ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, ამ ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვირუ­სის­თვის "ახ­მე­ტის ვირუ­სი" დაგ­ვერ­ქმია.

- გა­მო­დის, რომ წელს, ამ ვირუ­სით ადა­მი­ა­ნე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა...

- დიახ, ამ ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, შარ­შან, 2013 წლის ზა­ფხულ­ში და­ფიქ­სირ­და.

- მო­სახ­ლე­ო­ბამ ახა­ლი ვირუ­სის შე­სა­ხებ მხო­ლოდ წელს შე­ი­ტყო...

- ატ­ლან­ტა­ში, სა­დაც ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრია, წელს, 28 აპ­რი­ლი­დან 1-ლი მა­ი­სის ჩათ­ვლით, ყო­ველ­წლი­უ­რი ეპი­დე­მი­ო­უ­ლო­გი­უ­რი კონ­გრე­სის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. იქ გა­კეთ­და მოხ­სე­ნე­ბა ქარ­თვე­ლი და ამე­რი­კე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ შარ­შან­დელ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ შემ­თხვე­ვას, ბუ­ნებ­რი­ვია, ამე­რი­კულ პრე­სა­ში საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ამე­რი­კუ­ლი პრე­სი­დან რუ­სულ პრე­სა­ში ცუ­დად ნა­თარ­გმნმა - სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი ვირუ­სი "ყვა­ვი­ლის ვირუ­სის" მო­ნა­თე­სა­ვე აღ­მოჩ­ნდაო, გა­მო­იწ­ვია ეს აჟი­ო­ტა­ჟი, რაც დღეს გვაქვს... რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლაღ­მო­ჩე­ნი­ლი ვირუ­სი ორ­თო­პოქსვირუ­სე­ბის ჯგუ­ფი­და­ნაა, რო­მელ­საც იგი­ვე "ყვა­ვი­ლის" ვირუ­სით იც­ნო­ბენ, ამი­ტო­მაც ატყდა ხალ­ხში პა­ნი­კა. მო­სახ­ლე­ო­ბა, სი­ტყვა ყვა­ვილ­მა და­აფრ­თხო. მინ­და და­გამ­შვი­დოთ და გი­თხრათ, რომ "ყვა­ვი­ლი" უკვე 35 წე­ლი­წა­დია, რაც აღ­მო­ფხვრი­ლია. მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვაა მარ­თლაც, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა სრუ­ლად მო­ის­პო და "ყვა­ვი­ლის" ვირუ­სი ბუ­ნე­ბა­ში აღარ ცირ­კუ­ლი­რებს. ბოლო შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და 1977 წელს და ვაქ­ცი­ნა­ცია, ამ ვირუს­ზე, აღარ ტარ­დე­ბა. "ყვა­ვი­ლის" ვირუ­სი ინა­ხე­ბა მსოფ­ლი­ოს მხო­ლოდ 2 ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის.

- ახა­ლი ვირუ­სით წელს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი რო­გორ გრძნო­ბენ თავს, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან მკურ­ნა­ლო­ბას?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ორი­ვე შემ­თხვე­ვა საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად წა­რი­მარ­თა – ორი­ვე პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. საკ­ვლე­ვად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა ეს შემ­თხვე­ვა, რად­გან ამ ჯგუ­ფის ვირუ­სი სრუ­ლი­ად სხვა გე­ნე­ტი­კუ­რი შტო აღ­მოჩ­ნდა. წელს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ჯილეხს კლი­ნი­კუ­რად ძა­ლი­ან ჰგავ­და. მიმ­დი­ნა­რე­ობს სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა. მი­ვი­ღეთ გრან­ტი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გაგ­რძელ­დე­ბა და­წყე­ბუ­ლი კვლე­ვა. პირ­ვე­ლი ორი შემ­თხვე­ვის დროს, ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გე­ბი მოგ­ვეხ­მარ­ნენ, მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ვირუ­სი, მე­სა­მე შემ­თხვე­ვა კი ჩვენ და­ვა­ფიქ­სი­რეთ, ქარ­თვე­ლებ­მა.

- ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს?

- ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა იმას, რომ სა­პა­ნი­კო არა­ფე­რი არ არის. ვირუ­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მოჩ­ნდა, გა­და­ვი­და ძრო­ხი­დან ადა­მი­ან­ზე და საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქი ფორ­მით. ვი­მე­ო­რებ, ეს ვირუ­სი არ გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში. ახა­ლი შემ­თხვე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. მიმ­დი­ნა­რე­ობს ზე­დამ­ხედვ­ლე­ო­ბა. იგეგ­მე­ბა სრე­ი­ო­ზუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი ახლო მო­მა­ვალ­ში, რად­გა­ნაც ეს ვირუ­სი გე­ნე­ტი­კუ­რად ახა­ლი შტამ­პია.

თა­მუ­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რას ამბობენ ექიმები თბილისში გავრცელებულ ახალ, საშიშ ვირუსზე?

რას ამბობენ ექიმები თბილისში გავრცელებულ ახალ, საშიშ ვირუსზე?

რამდენიმე დღეა, რაც საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ საქართველოში ახალი ვირუსის აღმოჩენის თაობაზე, სრულიად საქართველოს მოსახლეობა პანიკაში ჩაგადო. რა ჰქვია ახალ ვირუსს და დაფიქსირებულია თუ არა ანალოგიური შემთხვევა მსოფლიოში, ექვემდებარება თუ არა მკურნალობას და არის თუ არა იმის რეალური საშიშროება, რომ ეს ახალი ვირუსული ინფექცია მართლაც ბიოლოგიურ იარაღად იყოს გამოყენებული?

"კვირის ქრონიკის" კითხვებს პასუხობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

- საქართველოში აღმოჩენილ და დაფიქსირებულ ახალ ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობა პანიკაშია, მართლა ღვთის რისხვა დაგვატყდა ქართველებს, თუ...

- არა, არა... ეს არ არის ახალი ამბავი. სხვათა შორის, შარშან დაფიქსირდა ანალოგიური შემთხვევა ახმეტის რაიონში. პირველად ჩავთვალეთ, რომ იყო ჯილეხი, მაგრამ ჩვენი ეს ვარაუდი არ გამართლდა. შემდეგ, ეჭვი ავიღეთ ძროხის ყვავილზე. გავაკეთეთ უამრავი ანალიზი, რაშიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვეხმარა, გავშიფრეთ ვირუსსი გენეტიკური სტრუქტურა. ანალიზში აღმოჩნდა სრულიად უცნობი ვირუსი - ორთოპოქსვირუსების ჯგუფიდან. აღსანიშნავია, რომ ამ ვირუსულ ჯგუფში შედის ძროხის ყვავილის ვირუსი, მაიმუნის ყვავილის ვირუსი და ა.შ.

- ესე იგი, "ყვავილის" სახელით ცნობილ ვირუსზეა საუბარი?

- არა. საქართველოში აღმოჩენილი შემთხვევა, ორთოპოქსვირუსის ჯგუფის უცნობი, ახალი შტო გამოდგა. რადგან პირველი შემთხვევა შარიშან, ახმეტაში აღმოჩნდა და დაფიქსირდა, ამერიკელმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს, ამ ახლად აღმოჩენილი ვირუსისთვის "ახმეტის ვირუსი" დაგვერქმია.

- გამოდის, რომ წელს, ამ ვირუსით ადამიანების დაინფიცირება საქართველოში პირველი და ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა...

- დიახ, ამ ვირუსის პირველი შემთხვევა, შარშან, 2013 წლის ზაფხულში დაფიქსირდა.

- მოსახლეობამ ახალი ვირუსის შესახებ მხოლოდ წელს შეიტყო...

- ატლანტაში, სადაც ამერიკის დაავადებათა ცენტრია, წელს, 28 აპრილიდან 1-ლი მაისის ჩათვლით, ყოველწლიური ეპიდემიოულოგიური კონგრესის მიმდინარეობდა. იქ გაკეთდა მოხსენება ქართველი და ამერიკელი სპეციალისტების მიერ შარშანდელ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევას, ბუნებრივია, ამერიკულ პრესაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკული პრესიდან რუსულ პრესაში ცუდად ნათარგმნმა - საქართველოში აღმოჩენილი ახალი ვირუსი "ყვავილის ვირუსის" მონათესავე აღმოჩნდაო, გამოიწვია ეს აჟიოტაჟი, რაც დღეს გვაქვს... რადგან საქართველოში ახალაღმოჩენილი ვირუსი ორთოპოქსვირუსების ჯგუფიდანაა, რომელსაც იგივე "ყვავილის" ვირუსით იცნობენ, ამიტომაც ატყდა ხალხში პანიკა. მოსახლეობა, სიტყვა ყვავილმა დააფრთხო. მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ "ყვავილი" უკვე 35 წელიწადია, რაც აღმოფხვრილია. მედიცინის მიღწევაა მართლაც, რომ ეს დაავადება სრულად მოისპო და "ყვავილის" ვირუსი ბუნებაში აღარ ცირკულირებს. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 1977 წელს და ვაქცინაცია, ამ ვირუსზე, აღარ ტარდება. "ყვავილის" ვირუსი ინახება მსოფლიოს მხოლოდ 2 ლაბორატორიაში ექსპერიმენტებისთვის.

- ახალი ვირუსით წელს დაავადებული პაციენტები როგორ გრძნობენ თავს, ექვემდებარებიან მკურნალობას?

- საბედნიეროდ, ორივე შემთხვევა საკმაოდ მსუბუქად წარიმართა – ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა. საკვლევად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს შემთხვევა, რადგან ამ ჯგუფის ვირუსი სრულიად სხვა გენეტიკური შტო აღმოჩნდა. წელს დაფიქსირებული შემთხვევები ჯილეხს კლინიკურად ძალიან ჰგავდა. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. მივიღეთ გრანტი, რის საფუძველზეც გაგრძელდება დაწყებული კვლევა. პირველი ორი შემთხვევის დროს, ამერიკელი კოლეგები მოგვეხმარნენ, მათ აღმოაჩინეს ვირუსი, მესამე შემთხვევა კი ჩვენ დავაფიქსირეთ, ქართველებმა.

- ახლად აღმოჩენილი ვირუსი ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს?

- ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საპანიკო არაფერი არ არის. ვირუსი, რომელიც საქართველოში აღმოჩნდა, გადავიდა ძროხიდან ადამიანზე და საკმაოდ მსუბუქი ფორმით. ვიმეორებ, ეს ვირუსი არ გახლავთ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში. ახალი შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. მიმდინარეობს ზედამხედვლეობა. იგეგმება სრეიოზული სამეცნიერო კვლევები ახლო მომავალში, რადგანაც ეს ვირუსი გენეტიკურად ახალი შტამპია.

თამუნა მჭედლიშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია