სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინი ბადურაშვილს მომღერლად არ მივიჩნევ" - რამ გააბრაზა ოთარ ქირია
"ნინი ბადურაშვილს მომღერლად არ მივიჩნევ" - რამ გააბრაზა ოთარ ქირია

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ოთარ ქი­რია ბევრ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შია ჩარ­თუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე გაძ­ლე­ბა არ შე­უძ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უვარ­გის "პოსტსაც" ხში­რად აწყდე­ბა, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად მა­ინც "ფე­ის­ბუკს" მო­იხ­მარს.

- ინ­ტერ­ნე­ტის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს: ადა­მი­ა­ნი პლა­ნე­ტა დე­და­მი­წა­ზე ვერ და­ე­ტია, სხვა­გან კი სა­ცხოვ­რებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი არ იყო. ამი­ტომ, იძუ­ლე­ბი­თი წე­სი­თა და ევო­ლუ­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი "პლა­ნე­ტა" - კი­დევ ერთი "დე­და­მი­წა" შექ­მნა, ოღონდ - ვირ­ტუ­ა­ლუ­რი. მი­მაჩ­ნია, რომ ინ­ტერ­ნე­ტის სა­ხით ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მსოფ­ლი­ო­ში ვარ.

- რო­მე­ლი "პლა­ნე­ტა" ჯო­ბია?

- ორი­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. კარ­გად მახ­სოვს, რამ­დე­ნი დრო მჭირ­დე­ბო­და, რომ თბი­ლი­სი­დან ან სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს მყო­ფი ახ­ლობ­ლის­თვის ხმა მი­მეწვდი­ნა; ასე­ვე, რო­მე­ლი­მე ტერ­მი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­სარ­კვე­ვად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა მჭირ­დე­ბო­და: ჯერ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში უნდა მე­ნა­ხა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბო­და, იქ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ვერ მე­პო­ვა, ამი­ტომ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მი­წევ­და წას­ვლა... არ ვამ­ბობ, რომ ეს ცუდი იყო, მაგ­რამ "გუ­გლის" მეშ­ვე­ო­ბით კი­თხვა­ზე პა­სუხს რამ­დე­ნი­მე წამ­ში მი­ვი­ღებ ანუ ინ­ტერ­ნე­ტი მცი­რე დრო­ში სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ტვი­ნი უფრო აქ­ტი­უ­რი, დი­ნა­მი­კუ­რია.

- რო­მე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით სარ­გებ­ლობთ?

- "ფე­ის­ბუ­კი", "ტვი­ტე­რი", "ლინკდი­ნი", "გუ­გლპ­ლუ­სი" - ყველ­გან გა­წევ­რე­ბუ­ლი ვარ. სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­ში "ოდ­ნო­ზეც" მაქვს, მაგ­რამ არ ვსარ­გებ­ლობ. "პინ­ტე­რეს­ტის" მოხ­მა­რე­ბა ახლა და­ვი­წყე. "ცენ­ტი­ლი­ონ­შიც" გავ­წევ­რდი - ჯერ ვეც­ნო­ბი, ვსწავ­ლობ... კი­დევ, "დოქსტო­კის" მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ვარ. "დაჟე", ამის­თვის ფულს (წე­ლი­წად­ში 120 დო­ლარს) ვიხ­დი. "დოქსტო­კის" წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა პრე­ზენ­ტა­ცი­ას, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, პუბ­ლი­კა­ცი­ას "ტვირ­თა­ვენ". წევ­რი თუ ხარ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მარ­ტი­ვად მი­გიწ­ვდე­ბა ხელი. მოკ­ლედ, ამ სა­იტ­ზე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცას ვპო­უ­ლობ.

- მგო­ნი, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად მა­ინც, "ფე­ის­ბუკს" იყე­ნებთ. ასეა?

- "ლინ­კე­დი­ნი" უფრო "პრო­ფე­სი­უ­ლი" ქსე­ლია; "დოქსტოკ­ში" მა­შინ შევ­დი­ვარ, როცა გარ­კვე­ულ თე­მა­ზე ესა თუ ის პუბ­ლი­კა­ცია მჭირ­დე­ბა; "ტვი­ტე­რი" ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის არის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ გახ­ლავთ, რო­გორც - "ფე­ის­ბუ­კი". მე თუ მკი­თხავთ, ამ 2 სა­იტს შო­რის მომ­ხმა­რე­ბელ­თა პრო­პორ­ცი­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბით შე­საძ­ლოა გან­სა­ზღვრო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხი და­საქ­მე­ბუ­ლია თუ არა. და­სავ­ლე­თის ბიზ­ნეს­წრე­ებ­ში უპი­რა­ტე­სო­ბას "ტვი­ტერს" ანი­ჭე­ბენ, "ფე­ის­ბუკს" კი ის ხალ­ხი იყე­ნებს, ვი­საც მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვს ან უმუ­შე­ვა­რია. "ფე­ის­ბუ­კი" თავ­შე­საქ­ცე­ვი და "ლა­ი­თია", "ტვი­ტე­რი" კი - დახ­ვე­წი­ლი, მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ით. "ფე­ის­ბუკ­ზე" უვარ­გი­სი "პოს­ტიც" ბევ­რია.

- რო­გო­რი "პოს­ტია" უვარ­გი­სი?

- არაფ­რის­მე­ტყვე­ლი, მა­გა­ლი­თად - "გა­ვიღ­ვი­ძე", "მშია"... ეს რა­ტომ უნდა და­წე­რო?!

- ამას წი­ნათ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ და­წე­რეთ, რომ მომ­ღერ­ლად არ მი­იჩ­ნევთ...

- პრო­ექტს - "ორი ვარ­სკვლა­ვი" აქ­ტი­უ­რად ვუ­ყუ­რებ. არ მო­მე­წო­ნა, გავ­ბრაზ­დი და დავ­წე­რე. "ფიფლმეტ­რებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით კი ვი­ხუმ­რე და "ღი­მი­ლე­ბიც" მი­ვა­წე­რე.

- და ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს მომ­ღერ­ლად მარ­თლა არ მი­იჩ­ნევთ?

- არა!

- არა­და, სწო­რედ "რუს­თა­ვი 2"-ის ერთ-ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მის ჟი­უ­რის წევ­რი იყო...

- მერე რა? მე არ მი­მაჩ­ნია მომ­ღერ­ლად და ეს ჩემი უფ­ლე­ბაა.

- "ფე­ის­ბუკ­ზე" თქვე­ნი გო­გო­ნას შე­სა­ხებ ხში­რად "პოს­ტავთ". რო­გორც ჩანს, ლი­ზამ მე­ო­რედ მო­ი­ტე­ხა ხელი...

- კი, ერთი თვის წინ მარ­ცხე­ნა ხელი მო­ი­ტე­ხა. ამ­ბობს, რომ ეს "რო­ლი­კე­ბით" სე­ირ­ნო­ბი­სას და­ე­მარ­თა, მე კი მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხელი "სკე­იტ­ბორ­დით" "გო­რი­ა­ლი­სას" და­ი­ზი­ა­ნა. თა­ბა­ში­რის მოხ­სნი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე მე­ო­რე ხელი მო­ი­ტე­ხა: ერთი ოთა­ხი­დან მე­ო­რე­ში გა­დი­ო­და, შემ­თხვე­ვით კარი გა­ი­ღო და უხერ­ხუ­ლად და­ე­ჯა­ხა.

- ხი­ფა­თი­ა­ნი ბავ­შვია?

- "ზე­ან­ცია". ხომ იცით, ზოგ ბავ­შვს "კედ­ლებ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე­ებს" რომ უწო­დე­ბენ? ჰოდა, ზუს­ტად ასე­თია. ახლა გა­ი­ზარ­და - 9 წლის არის და "კედ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი" "სკე­იტ­ბორ­დით" ჩა­ა­ნაც­ვლა.

- "ფე­ის­ბუკ­ზე" პი­რა­დი გვერ­დიც აქვს, არა?

- კი, აქვს. ვიცი, რომ ეს ჯერ არ შე­იძ­ლე­ბა - სა­იტ­ზე ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა არ­სე­ბობს. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი ვი­ფიქ­რე, და­მე­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნა თუ არა. როცა და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემი ან ჩემი მე­უღ­ლის "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე აქ­ტი­უ­რად თა­მა­შობ­და, შევ­თა­ვა­ზე, - ხომ არ გინ­და, შენი პი­რა­დი გვერ­დიც გქონ­დეს-მეთ­ქი? - კიო, - მი­თხრა. უკვე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, აქვს. ახლა გე­ტყვით, თუ რა­ტომ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ და­მე­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნა: არც ისე დიდი ხნის წინ "ფე­ის­ბუკ­ზე" და­მა­ტე­ბი­თი აპ­ლი­კა­ცია გაჩ­ნდა: სა­ი­უ­ბი­ლეო წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს ერ­თგვა­რი "ლაიფ"-ვი­დეო გა­უ­კე­თეს. "ფე­ის­ბუკს" 2009 წელს შე­ვუ­ერ­თდი. ვნა­ნობ, რომ უფრო ადრე არ დავ­რე­გის­ტრირ­დი... მი­ვიჩ­ნიე, რომ ასეთ "ლაიფ"-ვი­დე­ოს კი­დევ მრავ­ლად შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ. ამი­ტომ "ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პლა­ნე­ტა­ზე" რაც უფრო მეტ­ხანს გექ­ნე­ბა შენი ად­გი­ლი, უკე­თე­სია. თან, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის ტემ­პი იზ­რდე­ბა. ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ 13 წლამ­დე ბავ­შვის "ფე­ის­ბუკ­ზე" და­რე­გის­ტრი­რე­ბა კარ­გი არ არის, მაგ­რამ არც ის მინ­დო­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ზრდის ტემპს ჩა­მორ­ჩე­ნო­და.

- ინ­ტერ­ნეტ­ში 9 წლის გო­გო­ნას­თვის შე­უ­სა­ბა­მო ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან შვილს რო­გორ იცავთ?

- მა­გა­ლი­თად, "გუ­გლს" 49 "ინ­სტრუ­მენ­ტი" აქვს, რისი მი­ხედ­ვი­თაც ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფილტრავს" და მომ­ხმა­რე­ბელს მისი ინ­ტე­რე­სის შე­სა­ბა­მის ამა თუ იმ ლინკს სთა­ვა­ზობს. ამ მხრივ, "ფე­ის­ბუკ­ზე" კი­დევ უფრო მარ­ტი­ვა­დაა საქ­მე. ჩემს შვილს ძი­რი­თა­დად, მულ­ტფილ­მე­ბი, სა­ბავ­შვო არ­ხე­ბი აინ­ტე­რე­სებს და ვიცი, გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლიც რომ ვიჯ­დე, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ნი­მუმ, 80% მა­ინც ავ­ტო­მა­ტუ­რად "გა­ი­ცხრი­ლე­ბა", მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში ბავ­შვის აქ­ტი­უ­რო­ბას არ ვაკ­ვირ­დე­ბი.

- ერთ ოთახ­ში მყო­ფე­ბი სა­უბ­რის ნაც­ვლად, ერ­თმა­ნეთს ინ­ტერ­ნე­ტით თუ ეკონ­ტაქ­ტე­ბით?

- რო­გორ არა?! ასე­თი შემ­თხვე­ვა ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა. ადრე სახ­ლში კა­ბი­ნე­ტი მქონ­და, მაგ­რამ 6 წლის რომ გახ­და, ლი­ზი­კომ გა­და­წყვი­ტა, რომ მარ­ტო უნდა დაწ­ვეს. ამი­ტომ ახლა თა­ვი­სი ოთა­ხი აქვს, მე კი ლო­ჯი­ა­ში მო­ვა­წყვე კუ­თხე - წიგ­ნე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რით... ჩემი მე­უღ­ლე ე.წ. "ზა­ლა­ში" ზის, სა­დაც მა­გი­და, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ჟურ­ნა­ლე­ბი და ლეპ­ტო­პი აქვს. ხში­რად ერ­თმა­ნე­თის­გან 3-4 მეტ­რით და­შო­რე­ბუ­ლე­ბი "ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მსოფ­ლი­ოს" გავ­ლით ვკონ­ტაქ­ტობთ.

- "ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პლა­ნე­ტის" გა­რე­შე გაძ­ლე­ბა რამ­დენ ხანს შე­გიძ­ლი­ათ?

- მაქ­სი­მუმ - 24 სა­ათს, სა­ი­და­ნაც 16 სა­ათს ძილს მი­ვუ­ძღვნი.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­კა­მა­თი­ათ?

- კი, ბევ­რჯერ, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ჯო­ბია, მო­კა­მა­თეს­თან დარ­ე­კო, რად­გან აზ­რის ვერ­ბა­ლუ­რი და წე­რი­თი გა­მო­ხატ­ვა ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა. და­წე­რი­ლი - ფაქ­ტობ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტია. მას­ში ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა რთუ­ლია. ეს მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ. ზოგ­ჯერ ყო­ფით თე­მა­ზე კა­მა­თო­ბენ. სას­ვენ ნიშ­ნებ­სა და სი­ტყვე­ბის რა­ხა­რუხ­ში ემო­ცია იკარ­გე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შე­საძ­ლოა, თა­ნა­მო­სა­უბ­რემ შენი სათ­ქმე­ლი სხვაგ­ვა­რად მი­ი­ღოს. როცა სა­უ­ბა­რი კა­მათ­ში გა­და­დის, მირ­ჩევ­ნია, ლა­პა­რა­კი ტე­ლე­ფო­ნით გან­ვაგ­რძო, რომ ემო­ცია არ და­ი­კარ­გოს.

- "სა­მე­გობ­რო­ში" უც­ნო­ბებს თუ იმა­ტებთ და რა მიზ­ნით?

- ახლა - არა, მაგ­რამ წი­ნათ, როცა ახა­ლი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, და­მი­მა­ტე­ბია. რომ და­უკ­ვირ­დე, ეს სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რაც ყვე­ლა ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა. სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის მას­შტაბ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ხარ გარე სამ­ყა­რო­ში. ამი­ტომ "ფე­ის­ბუკ­ზე" უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის და­მე­გობ­რე­ბა ცუდი სუ­ლაც არ არის, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დის­კომ­ფორ­ტიც შე­გიქ­მნას. მა­გა­ლი­თად, "ფე­ის­ბუკ­ზე" და­მე­გობ­რე­ბულ­მა ჩემ­თვის უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა ჩემი "პოს­ტი" "და­ა­ს­ქ­რინ­შოფ­ტა" და სხვა მო­საზ­რე­ბით გა­მო­ი­ყე­ნა. ასე ხში­რად იქ­ცე­ვი­ან.

- სელფ­შო­ტებს არ იღებთ?

- არა. იმი­ტომ, რომ... პირ­და­პირ ვთქვა? მსუ­ქა­ნი ვარ. 10 კილო მაქვს და­საკ­ლე­ბი და დიდი ხა­ნია, ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს ვებ­რძვი. ვიდ­რე წო­ნა­ში არ და­ვიკ­ლებ, სელფ­შო­ტე­ბი არ მინ­და.

- წო­ნა­ში რა­ტომ მო­ი­მა­ტეთ?

- მსუ­ნა­გი ვარ. თან, გე­ნე­ტი­კუ­რი "ამ­ბა­ვიც" არის, პლუს - ცხოვ­რე­ბის მძი­მე რე­ჟი­მი: ვახ­შამ­სა და და­ძი­ნე­ბას შო­რის დრო ძა­ლი­ან მცი­რეა. დი­ლის 4 სა­ათ­ზე უკვე ფეხ­ზე ვარ. ად­რი­ა­ნად მუ­შა­ო­ბა გარ­კვე­უ­ლი სტრე­სია; სტრე­სის დროს კი ზოგი ვე­რა­ფერს ჭამს, ზოგი კი - პი­რი­ქით, "კომ­ბა­ი­ნი" ხდე­ბა. მე "კომ­ბა­ინ­თა" ლი­დე­რი ვარ!..

- ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს რო­გორ ებ­რძვით?

- დი­ე­ტა­ზე ვარ. თან, 4 თვის წინ დი­ა­ბე­ტი და­მიდ­გი­ნეს. ასე რომ, დი­ა­ბე­ტის "პლა­ნე­ტა­ზე" შე­ვა­ბი­ჯე, რო­მე­ლიც ძალ­ზე სა­ში­შია. ამი­ტომ ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ზედ­მე­ტი "მი­წე­ბე­ბუ­ლი" 10-12 კი­ლოგ­რა­მი "ის­ტო­რი­ას ჩა­ვა­ბა­რო". უფ­რო მეტი უკვე "ჩა­ვა­ბა­რე"... სი­მარ­თლე გი­თხრათ, ზედ­მეტ წო­ნას ვერ ვებ­რძვი - ხინ­კა­ლი მიყ­ვარს და რა ვქნა?!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"ნინი ბადურაშვილს მომღერლად არ მივიჩნევ" - რამ გააბრაზა ოთარ ქირია

"ნინი ბადურაშვილს მომღერლად არ მივიჩნევ" - რამ გააბრაზა ოთარ ქირია

ტელეწამყვანი ოთარ ქირია ბევრ სოციალურ ქსელშია ჩართული. ფაქტობრივად, ინტერნეტის გარეშე გაძლება არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ უვარგის "პოსტსაც" ხშირად აწყდება, ყველაზე აქტიურად მაინც "ფეისბუკს" მოიხმარს.

-  ინტერნეტის შესახებ საკუთარი შეხედულება მაქვს: ადამიანი პლანეტა დედამიწაზე ვერ დაეტია, სხვაგან კი საცხოვრებლად შესაბამისი პირობები არ იყო. ამიტომ, იძულებითი წესითა და ევოლუციის მეშვეობით, ალტერნატიული "პლანეტა" - კიდევ ერთი "დედამიწა" შექმნა, ოღონდ - ვირტუალური. მიმაჩნია, რომ ინტერნეტის სახით ალტერნატიულ მსოფლიოში ვარ.

-  რომელი "პლანეტა" ჯობია?

-  ორივე აუცილებელია. კარგად მახსოვს, რამდენი დრო მჭირდებოდა, რომ თბილისიდან ან საქართველოდან შორს მყოფი ახლობლისთვის ხმა მიმეწვდინა; ასევე, რომელიმე ტერმინის მნიშვნელობის გასარკვევად დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა: ჯერ ენციკლოპედიაში უნდა მენახა, მაგრამ შეიძლებოდა, იქ საჭირო ინფორმაცია ვერ მეპოვა, ამიტომ ბიბლიოთეკაში მიწევდა წასვლა... არ ვამბობ, რომ ეს ცუდი იყო, მაგრამ "გუგლის" მეშვეობით კითხვაზე პასუხს რამდენიმე წამში მივიღებ ანუ ინტერნეტი მცირე დროში სასურველი ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ტვინი უფრო აქტიური, დინამიკურია.

-  რომელი სოციალური ქსელით სარგებლობთ?

-  "ფეისბუკი", "ტვიტერი", "ლინკდინი", "გუგლპლუსი" - ყველგან გაწევრებული ვარ. საკუთარი ანგარიში "ოდნოზეც" მაქვს, მაგრამ არ ვსარგებლობ. "პინტერესტის" მოხმარება ახლა დავიწყე. "ცენტილიონშიც" გავწევრდი - ჯერ ვეცნობი, ვსწავლობ... კიდევ, "დოქსტოკის" მომხმარებელიც ვარ. "დაჟე", ამისთვის ფულს (წელიწადში 120 დოლარს) ვიხდი. "დოქსტოკის" წევრები სხვადასხვა პრეზენტაციას, დოკუმენტაციას, პუბლიკაციას "ტვირთავენ". წევრი თუ ხარ, ამ ინფორმაციაზე მარტივად მიგიწვდება ხელი. მოკლედ, ამ საიტზე ბევრ საინტერესო რაღაცას ვპოულობ.

-  მგონი, ყველაზე აქტიურად მაინც, "ფეისბუკს" იყენებთ. ასეა?

-  "ლინკედინი" უფრო "პროფესიული" ქსელია; "დოქსტოკში" მაშინ შევდივარ, როცა გარკვეულ თემაზე ესა თუ ის პუბლიკაცია მჭირდება; "ტვიტერი" ყოველდღიური მოხმარებისთვის არის, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი აქტუალური არ გახლავთ, როგორც - "ფეისბუკი". მე თუ მკითხავთ, ამ 2 საიტს შორის მომხმარებელთა პროპორციის გადანაწილებით შესაძლოა განსაზღვრო, საქართველოში ხალხი დასაქმებულია თუ არა. დასავლეთის ბიზნესწრეებში უპირატესობას "ტვიტერს" ანიჭებენ, "ფეისბუკს" კი ის ხალხი იყენებს, ვისაც მეტი თავისუფალი დრო აქვს ან უმუშევარია. "ფეისბუკი" თავშესაქცევი და "ლაითია", "ტვიტერი" კი - დახვეწილი, მეტი ინფორმაციით. "ფეისბუკზე" უვარგისი "პოსტიც" ბევრია.

-  როგორი "პოსტია" უვარგისი?

-  არაფრისმეტყველი, მაგალითად - "გავიღვიძე", "მშია"... ეს რატომ უნდა დაწერო?!

-  ამას წინათ ნინი ბადურაშვილის შესახებ დაწერეთ, რომ მომღერლად არ მიიჩნევთ...

-  პროექტს - "ორი ვარსკვლავი" აქტიურად ვუყურებ. არ მომეწონა, გავბრაზდი და დავწერე. "ფიფლმეტრებთან" დაკავშირებით კი ვიხუმრე და "ღიმილებიც" მივაწერე.

-  და ნინი ბადურაშვილს მომღერლად მართლა არ მიიჩნევთ?

-  არა!

-  არადა, სწორედ "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მუსიკალური გადაცემის ჟიურის წევრი იყო...

-  მერე რა? მე არ მიმაჩნია მომღერლად და ეს ჩემი უფლებაა.

-  "ფეისბუკზე" თქვენი გოგონას შესახებ ხშირად "პოსტავთ". როგორც ჩანს, ლიზამ მეორედ მოიტეხა ხელი...

-  კი, ერთი თვის წინ მარცხენა ხელი მოიტეხა. ამბობს, რომ ეს "როლიკებით" სეირნობისას დაემართა, მე კი მაქვს ინფორმაცია, რომ ხელი "სკეიტბორდით" "გორიალისას" დაიზიანა. თაბაშირის მოხსნიდან ერთი კვირის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულზე მეორე ხელი მოიტეხა: ერთი ოთახიდან მეორეში გადიოდა, შემთხვევით კარი გაიღო და უხერხულად დაეჯახა.

-  ხიფათიანი ბავშვია?

-  "ზეანცია". ხომ იცით, ზოგ ბავშვს "კედლებზე მოსიარულეებს" რომ უწოდებენ? ჰოდა, ზუსტად ასეთია. ახლა გაიზარდა - 9 წლის არის და "კედლებზე სიარული" "სკეიტბორდით" ჩაანაცვლა.

-  "ფეისბუკზე" პირადი გვერდიც აქვს, არა?

-  კი, აქვს. ვიცი, რომ ეს ჯერ არ შეიძლება - საიტზე ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს. სხვათა შორის, ბევრი ვიფიქრე, დამერეგისტრირებინა თუ არა. როცა დავინახე, რომ ჩემი ან ჩემი მეუღლის "ფეისბუკის" გვერდზე აქტიურად თამაშობდა, შევთავაზე, - ხომ არ გინდა, შენი პირადი გვერდიც გქონდეს-მეთქი? - კიო, - მითხრა. უკვე წელიწად-ნახევარია, აქვს. ახლა გეტყვით, თუ რატომ გამიჩნდა სურვილი, რომ დამერეგისტრირებინა: არც ისე დიდი ხნის წინ "ფეისბუკზე" დამატებითი აპლიკაცია გაჩნდა: საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ყველა მომხმარებელს ერთგვარი "ლაიფ"-ვიდეო გაუკეთეს. "ფეისბუკს" 2009 წელს შევუერთდი. ვნანობ, რომ უფრო ადრე არ დავრეგისტრირდი... მივიჩნიე, რომ ასეთ "ლაიფ"-ვიდეოს კიდევ მრავლად შემოგვთავაზებენ. ამიტომ "ალტერნატიულ პლანეტაზე" რაც უფრო მეტხანს გექნება შენი ადგილი, უკეთესია. თან, ინფორმაციის გაცვლის ტემპი იზრდება. ვაცნობიერებდი, რომ 13 წლამდე ბავშვის "ფეისბუკზე" დარეგისტრირება კარგი არ არის, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ თანამედროვე სამყაროში ზრდის ტემპს ჩამორჩენოდა.

-  ინტერნეტში 9 წლის გოგონასთვის შეუსაბამო ინფორმაციისგან შვილს როგორ იცავთ?

-  მაგალითად, "გუგლს" 49 "ინსტრუმენტი" აქვს, რისი მიხედვითაც ინფორმაციას "ფილტრავს" და მომხმარებელს მისი ინტერესის შესაბამის ამა თუ იმ ლინკს სთავაზობს. ამ მხრივ, "ფეისბუკზე" კიდევ უფრო მარტივადაა საქმე. ჩემს შვილს ძირითადად, მულტფილმები, საბავშვო არხები აინტერესებს და ვიცი, გულხელდაკრეფილიც რომ ვიჯდე, ინფორმაციის მინიმუმ, 80% მაინც ავტომატურად "გაიცხრილება", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინტერნეტში ბავშვის აქტიურობას არ ვაკვირდები.

-  ერთ ოთახში მყოფები საუბრის ნაცვლად, ერთმანეთს ინტერნეტით თუ ეკონტაქტებით?

-  როგორ არა?! ასეთი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა. ადრე სახლში კაბინეტი მქონდა, მაგრამ 6 წლის რომ გახდა, ლიზიკომ გადაწყვიტა, რომ მარტო უნდა დაწვეს. ამიტომ ახლა თავისი ოთახი აქვს, მე კი ლოჯიაში მოვაწყვე კუთხე - წიგნებით, კომპიუტერით... ჩემი მეუღლე ე.წ. "ზალაში" ზის, სადაც მაგიდა, მისთვის საინტერესო ჟურნალები და ლეპტოპი აქვს. ხშირად ერთმანეთისგან 3-4 მეტრით დაშორებულები "ალტერნატიული მსოფლიოს" გავლით ვკონტაქტობთ.

-  "ალტერნატიული პლანეტის" გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლიათ?

-  მაქსიმუმ - 24 საათს, საიდანაც 16 საათს ძილს მივუძღვნი.

-  სოციალურ ქსელში გიკამათიათ?

-  კი, ბევრჯერ, მაგრამ მივხვდი, რომ ჯობია, მოკამათესთან დარეკო, რადგან აზრის ვერბალური და წერითი გამოხატვა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. დაწერილი - ფაქტობრივი დოკუმენტია. მასში ემოციის გამოხატვა რთულია. ეს მხოლოდ ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ. ზოგჯერ ყოფით თემაზე კამათობენ. სასვენ ნიშნებსა და სიტყვების რახარუხში ემოცია იკარგება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, თანამოსაუბრემ შენი სათქმელი სხვაგვარად მიიღოს. როცა საუბარი კამათში გადადის, მირჩევნია, ლაპარაკი ტელეფონით განვაგრძო, რომ ემოცია არ დაიკარგოს.

-  "სამეგობროში" უცნობებს თუ იმატებთ და რა მიზნით?

-  ახლა - არა, მაგრამ წინათ, როცა ახალი დარეგისტრირებული ვიყავი, დამიმატებია. რომ დაუკვირდე, ეს სოციალიზაციის საშუალებაა, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. სოციალიზაციის მასშტაბზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ინტეგრირებული ხარ გარე სამყაროში. ამიტომ "ფეისბუკზე" უცნობი ადამიანის დამეგობრება ცუდი სულაც არ არის, მაგრამ შესაძლოა, გარკვეულ სიტუაციაში დისკომფორტიც შეგიქმნას. მაგალითად, "ფეისბუკზე" დამეგობრებულმა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ჩემი "პოსტი" "დაასქრინშოფტა" და სხვა მოსაზრებით გამოიყენა. ასე ხშირად იქცევიან.

-  სელფშოტებს არ იღებთ?

-  არა. იმიტომ, რომ... პირდაპირ ვთქვა? მსუქანი ვარ. 10 კილო მაქვს დასაკლები და დიდი ხანია, ზედმეტ კილოგრამებს ვებრძვი. ვიდრე წონაში არ დავიკლებ, სელფშოტები არ მინდა.

-  წონაში რატომ მოიმატეთ?

-  მსუნაგი ვარ. თან, გენეტიკური "ამბავიც" არის, პლუს - ცხოვრების მძიმე რეჟიმი: ვახშამსა და დაძინებას შორის დრო ძალიან მცირეა. დილის 4 საათზე უკვე ფეხზე ვარ. ადრიანად მუშაობა გარკვეული სტრესია; სტრესის დროს კი ზოგი ვერაფერს ჭამს, ზოგი კი - პირიქით, "კომბაინი" ხდება. მე "კომბაინთა" ლიდერი ვარ!..

-  ზედმეტ კილოგრამებს როგორ ებრძვით?

-  დიეტაზე ვარ. თან, 4 თვის წინ დიაბეტი დამიდგინეს. ასე რომ, დიაბეტის "პლანეტაზე" შევაბიჯე, რომელიც ძალზე საშიშია. ამიტომ ვალდებული ვარ, ზედმეტი "მიწებებული" 10-12 კილოგრამი "ისტორიას ჩავაბარო". უფ­რო მეტი უკვე "ჩავაბარე"... სიმართლე გითხრათ, ზედმეტ წონას ვერ ვებრძვი - ხინკალი მიყვარს და რა ვქნა?!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია