ჰონდურასის ხელისუფლება 7 ბავშვის სიკვდილის გარემოებების დადგენას ცდილობს. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ბავშვები იმის გამო დახოცეს, რომ მათ ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან მუშაობაზე უარი თქვეს.
ქალაქ სან-პედრო-სულაში შვიდი წლის ბიჭუნას ცხედარი იპოვეს. გვამს წამების კვალი ეტყობა. ორი დღის წინ კი მისი 13 წლის ძმის ნაწამები სხეული აღმოაჩინა პოლიციამ.
ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ოსკარ ჩინსილამ ბავშვების მკვლელობის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა.
ჰონდურასი მკვლელობების მაჩვენებლით მსოფლიო ლიდერია - იქ დღეში საშუალოდ 15 ადამიანს კლავენ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.