შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმის ფაქტი გახსნა. ერთ-ერთი თავდამსხმელი, ნოშრევან ნამორაძე დაკავებულია.
სოციალურ ქსელ Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე აქვეყნებს ფოტოს, რომელშიც ეჭვმიტანილი ნოშრევან ნამორაძე შს მინისტრთან, ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად არის გადაღებული.
მას შემდეგ კი, რაც ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით კოდუაზე თავდასხმის ფაქტი გახსნა, გოგა ხაჩიძე უწყებას სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას უხდის და წერს:
"@შინაგან საქმეთა სამინისტრო,
გულწრფელად მივესალმები, ყველა - სწრაფად გახსნილ საქმეს.
იმედია, ტენდენცია გაგრძელდება...
სწრაფად გახსნის ტენდენციას ვგულისხმობ"
შეგახსენებთ, რომ ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოში დღეს, დაახლოებით, 15.00 საათზე მოათავსეს, მოგვიანებით კი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
დავით კოდუაზე თავდასხმა აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ ხსნის ქმრის შურისძიებას კოდუას ცემაში ბრალდებულის მეუღლე