Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხსნის ქმრის შურისძიებას კოდუას ცემაში ბრალდებულის მეუღლე
როგორ ხსნის ქმრის შურისძიებას კოდუას ცემაში ბრალდებულის მეუღლე

და­ვით კო­დუ­ას ცე­მის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძის მე­უღ­ლის, ნინო სუ­თი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი მე­უღ­ლე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­ბარ­და. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 2008 წელს ირაკ­ლი კო­დუ­ას და­ვა­ლე­ბით მათ სახ­ლში შე­ვიდ­ნენ და ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძეს 15 გრ ჰე­რო­ი­ნი ჩა­უ­დეს. ნინო სუ­თი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი მე­უღ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი იყო, კერ­ძოდ, "ტიფ­ლის დე­ვე­ლოპ­მენ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

"და­ვით კო­დუ­ას უნ­დო­და ჩემი მე­უღ­ლის კუთ­ვნი­ლი წილი, რად­გა­ნაც არ უფორ­მებ­და, ძმას­თან ერ­თად და­გეგ­მა ჩემი მე­უღ­ლის და­ჭე­რა, ამი­ტომ ჩა­უ­დეს ნარ­კო­ტი­კი და და­ა­პა­ტიმ­რეს. გა­და­ახ­დე­ვი­ნეს 500 ათა­სი, და­ათ­მო­ბი­ნეს 50-პრო­ცენ­ტი­ა­ნი წილი, რო­მე­ლიც ჩემს სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ასე­ვე ჩა­მომ­სვეს ჩემი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა "რენ­ჯრო­ვერ სპორ­ტი­დან". ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ჩემი მე­უღ­ლე გა­მო­უშ­ვეს. წლე­ბი გა­ვი­და. სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნეთ, როცა მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. დათო კო­დუ­ას ქუ­ჩა­ში შეხ­ვდა და ცემა. რამე არის გა­საკ­ვი­რი?" - გა­ნა­ცხა­და ნინო სუ­თი­ძემ.

მან უარ­ყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ და­ვით კო­დუ­ა­ზე თავ­დამ­სხმე­ლე­ბი დღეს ნიღ­ბე­ბით იყ­ვნენ. "არა­ვი­თა­რი ნიღ­ბე­ბით არ იყ­ვნენ. ვინც ნიღ­ბე­ბით არის, ის პო­ლი­ცი­ა­ში არ მი­დის და არ ამ­ბობს სი­მარ­თლეს", - დას­ძი­ნა ნინო ნა­მო­რა­ძემ.

მის­ვე გან­მარ­ტე­ბით, ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე ამ­ჟა­მად პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა და აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს.

სუ­თი­ძის თქმით, მის მე­უღ­ლეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის იმე­დი არ გა­და­წურ­ვია.

"სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ერეკ­ლე კო­დუ­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი და­ვა­ლე­ბით მოხ­და ნარ­კო­ტი­კის ჩა­დე­ბა. და­ვით კო­დუ­ას კი წი­ლე­ბი უნ­დო­და და მისი ძმა ამ თხოვ­ნებს უს­რუ­ლებ­და. ასე ერ­თად გეგ­მავ­დნენ, რა ექ­ნათ- ის იჭერ­და, ეს აძ­ლევ­და კარგ შე­თა­ვა­ზე­ბას. შეხ­ვდა დღეს და ცემა. გა­მო­ვა და გმი­რი იქ­ნე­ბა. იმე­დი არ ამოგ­ვწურ­ვია, ძა­ლი­ან კარ­გად მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა, ალ­ბათ სა­მარ­თა­ლი მალე იზე­ი­მებს. რაც მათ ხალ­ხს გა­უ­კე­თეს, ჩემი ქმა­რი უნდა იყოს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში? თუ იქ­ნე­ბა, არა უშავს, მა­გა­საც ავი­ტანთ, სა­მა­გი­ე­როდ, გმი­რი გა­მო­ვა იქე­დან", - აღ­ნიშ­ნა ნინო სუ­თი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კო­დუ­ას ცე­მის ფაქ­ტის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"შსს-მ და­ვით კო­დუ­ას ცე­მის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა. შსს-ს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­ცხად­და 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნოშ­რე­ვან ნ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მან შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე სცე­მა და­ვით კო­დუა.

და­კა­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს.

გა­მო­ძი­ე­ბა ცე­მის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 125-ე მუხ­ლით", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ ხსნის ქმრის შურისძიებას კოდუას ცემაში ბრალდებულის მეუღლე

როგორ ხსნის ქმრის შურისძიებას კოდუას ცემაში ბრალდებულის მეუღლე

დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის მეუღლის, ნინო სუთიძის განცხადებით, მისი მეუღლე სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის მეუღლემ განუცხადა.

მისივე თქმით, 2008 წელს ირაკლი კოდუას დავალებით მათ სახლში შევიდნენ და ნოშრევან ნამორაძეს 15 გრ ჰეროინი ჩაუდეს. ნინო სუთიძის განცხადებით, მისი მეუღლე ბიზნესმენი იყო, კერძოდ, "ტიფლის დეველოპმენტის" დამფუძნებელი.

"დავით კოდუას უნდოდა ჩემი მეუღლის კუთვნილი წილი, რადგანაც არ უფორმებდა, ძმასთან ერთად დაგეგმა ჩემი მეუღლის დაჭერა, ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკი და დააპატიმრეს. გადაახდევინეს 500 ათასი, დაათმობინეს 50-პროცენტიანი წილი, რომელიც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. ასევე ჩამომსვეს ჩემი კუთვნილი ავტომანქანა "რენჯროვერ სპორტიდან". ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი მეუღლე გამოუშვეს. წლები გავიდა. საჩივარი შევიტანეთ, როცა მთავრობა შეიცვალა, მიმდინარეობს გამოძიება. დათო კოდუას ქუჩაში შეხვდა და ცემა. რამე არის გასაკვირი?" - განაცხადა ნინო სუთიძემ.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით კოდუაზე თავდამსხმელები დღეს ნიღბებით იყვნენ. "არავითარი ნიღბებით არ იყვნენ. ვინც ნიღბებით არის, ის პოლიციაში არ მიდის და არ ამბობს სიმართლეს", - დასძინა ნინო ნამორაძემ.

მისვე განმარტებით, ნოშრევან ნამორაძე ამჟამად პოლიციაში იმყოფება და აღიარებით ჩვენებას აძლევს.

სუთიძის თქმით, მის მეუღლეს სამართლიანობის აღდგენის იმედი არ გადაწურვია.

"სამართლიანობის აღდგენა ერეკლე კოდუაზე მიმდინარეობს. მისი დავალებით მოხდა ნარკოტიკის ჩადება. დავით კოდუას კი წილები უნდოდა და მისი ძმა ამ თხოვნებს უსრულებდა. ასე ერთად გეგმავდნენ, რა ექნათ- ის იჭერდა, ეს აძლევდა კარგ შეთავაზებას. შეხვდა დღეს და ცემა. გამოვა და გმირი იქნება. იმედი არ ამოგვწურვია, ძალიან კარგად მიდის გამოძიება, ალბათ სამართალი მალე იზეიმებს. რაც მათ ხალხს გაუკეთეს, ჩემი ქმარი უნდა იყოს პასუხისგებაში? თუ იქნება, არა უშავს, მაგასაც ავიტანთ, სამაგიეროდ, გმირი გამოვა იქედან", - აღნიშნა ნინო სუთიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კოდუას ცემის ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საზარელი ავარია კახეთში - გურჯაანი-ყვარელის გზაზე "ოპელისა" და "მერსედესის" შეჯახების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

რუსთავში, მდინარე მტკვარში ქალს ეძებენ