მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კოდუას ცემის ადგილთან ახლოს სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის
დავით კოდუას ცემის ადგილთან ახლოს სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის

თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის 52 ნო­მერ­თან, სა­დაც დღეს და­ვით კო­დუა სცე­მეს, კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა მუ­შა­ო­ბა უკვე და­ას­რუ­ლეს და ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უთხრეს, რო­დე­საც პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მო­ვი­და, და­ვით კო­დუა უკვე ძლი­ე­რად იყო ნა­ცე­მი და გო­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით კო­დუა შვილ­თან და შვი­ლის ძი­ძას­თან ერ­თად სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც სა­ლო­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, და­ვით კო­დუა სა­ლო­ნის შე­სას­ვლელ­ში ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რობ­და, ცოტა ხან­ში მათ გა­ი­გეს ხმა­უ­რი, წი­ვილ-კი­ვი­ლი, ბავ­შვის ძიძა ყვი­რო­და; რო­დე­საც გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ, და­ვით კო­დუა უკვე ნა­ცე­მი იყო, ძირს ეგდო და გო­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და.

რო­გორც სა­ლო­ნის, ასე­ვე მიმ­დე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ არ და­უ­ნა­ხავთ, კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს და­ვით კო­დუ­ას, იყ­ვნენ თუ არა ნიღ­ბებ­ში ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი.

მათი თქმით, რო­დე­საც მათ ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნეს და გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ, და­ვით კო­დუა უკვე ნა­ცე­მი იყო.

ამას­თან, აბა­ში­ძის 52-თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან ახ­ლოს არც ერთი კა­მე­რა არ არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით კოდუას ცემის ადგილთან ახლოს სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის

დავით კოდუას ცემის ადგილთან ახლოს სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის

თბილისში, აბაშიძის 52 ნომერთან, სადაც დღეს დავით კოდუა სცემეს, კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს და ტერიტორია დატოვეს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე ობიექტის თანამშრომლებმა უთხრეს, როდესაც პოლიცია და სასწრაფო დახმარება მოვიდა, დავით კოდუა უკვე ძლიერად იყო ნაცემი და გონება დაკარგული ჰქონდა.

მათივე ინფორმაციით, დავით კოდუა შვილთან და შვილის ძიძასთან ერთად სილამაზის სალონში იმყოფებოდა. როგორც სალონის თანამშრომლები აცხადებენ, დავით კოდუა სალონის შესასვლელში ტელეფონით საუბრობდა, ცოტა ხანში მათ გაიგეს ხმაური, წივილ-კივილი, ბავშვის ძიძა ყვიროდა; როდესაც გარეთ გამოვიდნენ, დავით კოდუა უკვე ნაცემი იყო, ძირს ეგდო და გონება დაკარგული ჰქონდა.

როგორც სალონის, ასევე მიმდებარე მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ არ დაუნახავთ, კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაესხა თავს დავით კოდუას, იყვნენ თუ არა ნიღბებში ან შეიარაღებული.

მათი თქმით, როდესაც მათ ხმაური გაიგონეს და გარეთ გამოვიდნენ, დავით კოდუა უკვე ნაცემი იყო.

ამასთან, აბაშიძის 52-თან ახლოს მდებარე ობიექტების თანამშრომელთა ინფორმაციით, შემთხვევის ადგილთან ახლოს არც ერთი კამერა არ არის დამონტაჟებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ