დავით კოდუას მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა. ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ევგენი ნიკოლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კოდუას ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანის შემდეგ განუცხადა.
როგორც ექიმმა აღნიშნა, მართვით სუნთქვაზე გადაყვანის შემდეგ მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, კოდუას სახესა და თავის არეში ტრავმეში და მოტეხილობები აღენიშნება.
"საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, რის შემდეგაც ახლობლების მოთხოვნის საფუძველზე გადაყვანილია მაღალი სტანდარტების ტექნოლოგიების ცენტრში და ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციის მიზნით. მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება. ასევე აღენიშნება ცხვირის ძვლის მოტეხილობა და მრავლობითი ზედაპირული ტრავმები სახისა და თავის არეში. მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ევგენი ნიკოლაშვილმა.