ერეკლე კოდუას მეუღლე, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით მაზლის ცემის დეტალებს დამატებით ასაჯაროვებს. ტელეწამყვანის თქმით, დავით კოდუას შვილის ძიძა, რომელიც ბიზნესმენის ცემის ფაქტს შეესწრო, ერთ-ერთი თავდამსხმელის ამოცნობას შეძლებს.
"ყველას შავები ეცვა! შავი ქუდებით! ძიძამ დახმარება როდესაც სცადა, ერთმა უთხრა ადგილს შეიცვლი და დაგცხრილავო! იარაღისკენ წაიღო ხელი. ეს იყო ერთადერთი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა და ძიძა ამბობს, რომ ამოცნობას შეძლებს!", - წერს ჟორჟოლიანი.
ერეკლე კოდუას ძმა საავადმყოფოში ნაცემი მიიყვანეს - დავით კოდუას ახლობლები თავდასხმის დეტალებზე