პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვარ, ის ურთიერთობა 5 წუთით მაინც დავიბრუნო, შემდეგ კი იგივე გადავიტანო"
"მზად ვარ, ის ურთიერთობა 5 წუთით მაინც დავიბრუნო, შემდეგ კი იგივე გადავიტანო"

"იქს-ფაქ­ტორ­ში" 17 წლის ვანო დვა­ლიშ­ვი­ლის ემო­ცი­ურ გა­მოს­ვლას ალ­ბათ, გულ­გრი­ლი არა­ვინ და­უ­ტო­ვე­ბია. ეკ­რან­ზე მისი გა­მო­ჩე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ვა­ნოს ფო­ტო­ე­ბი­თა და თბი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით აივ­სო. მარ­თა­ლია, პრო­ექ­ტში მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი წარ­მა­ტე­ბით ვერ შე­ას­რუ­ლა, მაგ­რამ საყ­ვა­რელ გო­გო­ნას სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში ამ­ჯე­რად სცე­ნი­დან, კი­დევ ერთხელ გა­მო­უ­ტყდა: "მიყ­ვარ­ხარ, მე­ნატ­რე­ბი და ყვე­ლა­ფერს გა­პა­ტი­ებ, რაც უნდა იყოს"... ის სიმ­ღე­რის მომ­ზა­დე­ბის­თვის კახა გრძე­ლიშ­ვილს ემად­ლი­ე­რე­ბა, რად­გან ამ ადა­მი­ან­მა ბევ­რი ენერ­გია და­ხარ­ჯა, რათა მის­თვის სიმ­ღე­რა ეს­წავ­ლე­ბი­ნა...

ვანო დვა­ლიშ­ვი­ლი ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობს და ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობს. მისი დღე დი­ლის 8 სა­ათ­ზე იწყე­ბა - 9 სა­ათ­ზე სკო­ლა­ში უნდა იყოს და გაკ­ვე­თი­ლებს და­ეს­წროს, 12-ის­თვის კი მუ­შა­ო­ბას იწყებს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა.

- დიდი ხა­ნია, რაც ვმუ­შა­ობ. თუკი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, მა­შინ ან ვჭამ, ან მძი­ნავს (იცი­ნის). სულ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ, ვერ ვჩერ­დე­ბი. ეტყო­ბა, მუ­შა­ო­ბა ჩვე­ვა­ში გა­და­მე­ზარ­და.

- რეს­ტო­რა­ნი შენი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რია?

- არა. 12-13 წლის ვი­ყა­ვი, როცა ავ­ტო­სად­გურ­ზე დამ­ლა­გებ­ლად ვმუ­შა­ობ­დი. მე­ზობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ჩემს ოჯახს გა­ნი­კი­თხავ­დნენ: ბავ­შვს რა­ტომ ამუ­შა­ვე­ბე­ნო? არა­და, ეს ჩემი სურ­ვი­ლი იყო. მინ­დო­და, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქო­ნო­და.

- როცა მუ­შა­ო­ბა გა­და­წყვი­ტე, ოჯა­ხის წევ­რებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვი­ათ?

- თავ­და­პირ­ვე­ლად გა­უ­ხარ­დათ, ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა რომ გა­მო­ვი­ჩი­ნე, მაგ­რამ შემ­დეგ შე­ნიშ­ნეს, რომ ვიღ­ლე­ბო­დი, ძილი არ მყოფ­ნი­და, ამი­ტომ მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ. ხში­რად სამ­სა­ხურს ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით ვა­ნე­ბებ­დი თავს. ძი­რი­თა­დად, ზა­ფხულ­ში ან ზამ­თარ­ში ვმუ­შა­ობ, როცა სკო­ლა­ში არ­და­დე­გე­ბი მაქვს.

- მაგ­რამ ახლა გა­ზა­ფხუ­ლია და სკო­ლა­ში სწავ­ლა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მუ­შა­ო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ­ცთუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა. ზა­ფხულ­ში ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი გვქონ­და: ქუ­თა­ის­ში პა­ტა­რა ლა­უნჯ-ბარი გავ­ხსე­ნით, მაგ­რამ არ იმუ­შა­ვა და 22 ათა­სი ლარი ვა­ლად დაგ­ვე­დო. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­ლდით. 13 წე­ლია, ჩემი მშობ­ლე­ბი და­შო­რე­ბუ­ლი არი­ან. დედა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­შია. ბა­ბუ­ას ინ­სულ­ტი ჰქონ­და და ბე­ბია უვ­ლი­და, ამი­ტომ ბა­რის მუ­შა­ო­ბა ჩემ­სა და ჩემს დაზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შემ­დეგ ჩემი და თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა (ის თურ­ქულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. მე მი­სით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ) და ბა­რის საქ­მე­ე­ბი მთლი­ა­ნად მე და­მე­კის­რა, მაგ­რამ ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სამ­სა­ხურ­საც და­ე­ტყო - არა­ფერს აღარ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი...

- შე­გიძ­ლია, შენი რო­მა­ნის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო?

- დიახ, მაგ­რამ არ მინ­და, ისე "გა­მოჩ­ნდეს", თით­ქოს ის ცუდი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლავთ. ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ბრა­ლი უფრო იყო... ქუ­თა­ის­ში, ნიკო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის თურ­ქულ სკო­ლა-ლი­ცე­უმ­ში ვსწავ­ლობ. თურ­ქულ სკო­ლას სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლი აქვს, მათ შო­რის - თბი­ლის­შიც. დე­და­ქა­ლაქ­ში მე­გობ­რე­ბი მყავს. ჰოდა, ელე­ნე სწო­რედ სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა, შარ­შან გა­მაც­ნო. პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე, მისი თვა­ლე­ბი იყო... აღ­მოჩ­ნდა, რომ მამა თურ­ქი ჰყავს. ის ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა. უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რუ­ლად ვი­სა­უბ­რეთ და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი გავცვა­ლეთ. შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს "სკა­ი­პით" ხში­რად ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით: ვი­ცი­ნო­დით, ერ­თმა­ნეთს ვი­დე­ო­ებს ვუგ­ზავ­ნი­დით... მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან 6-ბავ­შვი­ა­ნი გუნ­დი შე­იკ­რი­ბა, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში, კულ­ტუ­რულ ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს წა­რად­გენ­და. ამ გუნდში მე და ელე­ნეც ვი­ყა­ვით. ისე მოხ­და, რომ ავ­ტო­ბუს­ში გვერ­დიგ­ვერდ ვის­ხე­დით და მთე­ლი გზა ვლა­პა­რა­კობ­დით. როცა და­ღამ­და, ელე­ნეს ჩემს მხარ­ზე ჩა­მო­ე­ძი­ნა. იცით, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სხვა გო­გო­ნე­ბიც ყო­ფი­ლან, მაგ­რამ ასე­თი სით­ბო არა­სო­დეს მიგ­რძნია. ვიცი, ზედ­მე­ტად დრა­მა­ტუ­ლად ჟღერს, მაგ­რამ ასეა... თურ­ქეთ­ში, ფეს­ტი­ვალ­ზე ერ­თმა­ნეთს არ ვშორ­დე­ბო­დით, ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით. უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, ერ­თმა­ნეთს სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ­დით, ვდუმ­დით; უბ­რა­ლოდ ვის­ხე­დით და ვე­ლო­დით, ვინ რას იტყო­და. ყვე­ლა­ფე­რი უსი­ტყვოდ, 1 კოც­ნით გა­მომ­ჟღავ­ნდა...

- შემ­დეგ თქვე­ნი რო­მა­ნი რო­გორ გან­ვი­თარ­და?

- ძა­ლი­ან ცუ­დად: იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ მე ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ, ის - თბი­ლის­ში. ერ­თმა­ნეთს დიდ­ხანს ვერ ვხვდე­ბო­დით. "სკა­ი­პით" და ტე­ლე­ფო­ნით კი ვკონ­ტაქ­ტობ­დით, მაგ­რამ როცა ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარს, მის გვერ­დით ყოფ­ნა გინ­და. ჩემი ოჯა­ხი წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყო, რომ მის სა­ნა­ხა­ვად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყეთ: ბარ­ში მე და დე­დამ ბევ­რი რამ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­კე­თეთ. და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვე შეყ­ვა­რე­ბულს სა­ერ­თოდ ვერ შევ­ხვდი. ერთხელ დე­დამ მო­წყე­ნი­ლო­ბის მი­ზე­ზი მკი­თხა და როცა შე­ი­ტყო, სი­ურპრი­ზი მო­მი­წყო: ბარ­ში მყო­ფი მე­ნე­ჯე­რი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვის უთ­ქვამს, - აბა, "ობ­ში­ა­კი" "ჩა­მო­ყა­რე­თო" (იცი­ნის). ფული შე­იკ­რი­ბა, დედა თა­ვი­სი მან­ქა­ნის სა­ჭეს მი­უჯ­და, ბენ­ზი­ნი ჩა­ვას­ხით და ბა­თუ­მის­კენ გა­ვემ­გზავ­რეთ, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში ელე­ნე ბა­თუმ­ში, დე­დას­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. გზა­დაგ­ზა მან­ქა­ნას ვა­ჩე­რებ­დით და სა­დაც კი ყვა­ვი­ლებს ვნა­ხავ­დით, ვკრეფ­დით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იმ­ხე­ლა თა­ი­გუ­ლი გა­მო­ვი­და, დი­ლის 4 სა­ათ­ზე, ელე­ნეს რომ მი­ვუ­ტა­ნე, შე­სა­ბა­მი­სი ზო­მის ვაზა ვერ იპო­ვეს (იცი­ნის)... შემ­დეგ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სა­ნა­ხა­ვად, თბი­ლის­ში ყო­ველკ­ვი­რა მივ­დი­ო­დი. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იყო! ჩემი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო დავ­შორ­დით: ნერ­ვე­ბი ეშ­ლე­ბო­და; სწყინ­და, რომ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი. მერე ჩემ მი­მართ თით­ქოს, გა­ცივ­და, რა­მაც სულ გა­მა­გი­ჟა... შემ­დეგ შევ­რიგ­დით, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ულ რიტმს და­უბ­რუნ­და, მაგ­რამ ერთხელ ტე­ლე­ფონ­ზე ცი­ვად მი­პა­სუ­ხა. ვერ გა­ვი­გე, რა მოხ­და. მივ­წე­რე, - მიყ­ვარ­ხარ-მეთ­ქი, მაგ­რამ მის­გან ანა­ლო­გი­უ­რი პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია. იმა­ვე სა­ღა­მოს, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით თბი­ლის­ში გა­ვემ­გზავ­რე. მე­ო­რე დღეს ელე­ნეს სკო­ლა­ში მი­ვა­კი­თხე. თურ­მე გა­და­წყვი­ტა, ურ­თი­ერ­თო­ბა დრო­ე­ბით შეგ­ვე­წყვი­ტა. მი­თხრა, - სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ვა მჭირ­დე­ბაო... ქუ­თა­ის­ში დავ­ბრუნ­დი. 2 დღე­ში და­მი­რე­კა, - ვი­ფიქ­რე და ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდაო. პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. მე­სა­მე დღეს, მას­ზე ფიქ­რსა და ეჭ­ვი­ა­ნო­ბას შევ­ყე­ვი და გუ­ლის შე­ტე­ვა და­მე­მარ­თა. "სას­წრა­ფო" გა­მო­ი­ძა­ხეს, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოვ­ხვდი. ჩემი ოჯა­ხი შე­შინ­და. რო­გორ­ღაც, ეს კრი­ზი­სი გა­და­მა­ტა­ნი­ნეს, წამ­ლე­ბით გამ­ჭყი­პეს... და­მამ­შვი­დებ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ყუ­რა­დღე­ბას არა­ფერს ვაქ­ცევ­დი და ჩვენს ბარ­ში კომ­ბოს­ტო­სა­ვით ვი­ჯე­ქი. როცა წამ­ლის მი­ღე­ბის კურ­სი და­ვას­რუ­ლე, თა­ვის შე­კა­ვე­ბა ვერ შევ­ძე­ლი და ელე­ნეს შე­სა­ხებ ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­გე­ბა და­ვი­წყე... დღემ­დე ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ოდეს­მე დაბ­რუნ­დე­ბა.

- "იქს-ფაქ­ტორ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იმი­ტომ გა­და­წყვი­ტე, რომ მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ ერთხელ აგეხ­სნა?

- დიახ. ამის შე­სა­ხებ ჟი­უ­რის წევ­რებს თა­ვი­დან­ვე ვუ­თხა­რი. რო­გორც ჩანს, მონ­ტა­ჟი­სას "ამო­იჭ­რა"... როცა ჩემი გა­მოს­ვლის ჯერი დად­გა, ერ­თა­დერ­თი, ელე­ნეს ნა­ჩუ­ქა­რი სა­მა­ჯუ­რის სა­მაგ­რი მამ­შვი­დებ­და, რო­მელ­ზეც თურ­ქუ­ლად აწე­რია: "შენ­ზე უარს არ ვი­ტყვი". რა თქმა უნდა, სა­შინ­ლად ვიმ­ღე­რე. მინ­დო­და, სიმ­ღე­რა სწრა­ფად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და ჩემი სათ­ქმე­ლი მეთ­ქვა. ჩემ შე­სა­ხებ ბევ­რი ამ­ბობს, - სცე­ნა­ზე დგო­მი­სას, კი­ნა­ღამ ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­დაო. "ფე­ის­ბუკ­ზე" "დავ­პოს­ტე", - თვალ­ში რა­ღაც ჩა­მი­ვარ­და-მეთ­ქი. შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რის­თვის გა­სა­გე­ბი იყოს: როცა მარ­თლა გიყ­ვარს, თავს ვერ იკა­ვებ. სცე­ნა­ზე, როცა უკვე ჩემი სათ­ქმე­ლი უნდა მეთ­ქვა, კან­კა­ლი და­მე­წყო. ტან­ზე მცხე­ლო­და, ხე­ლის თი­თე­ბი კი მე­ყი­ნე­ბო­და... გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლი­დან მე­ო­რე დღეს ელე­ნეს­გან მე­სი­ჯი მი­ვი­ღე: "ფე­ის­ბუ­კი" შენი ფო­ტო­ე­ბით აჭ­რე­ლე­ბუ­ლია, ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნეო. "ვი­მე­სი­ჯეთ". როცა ვკი­თხე, თუ სურ­და, რომ ისევ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, მი­პა­სუ­ხა, - არაო... მე მზად ვარ, ის ურ­თი­ერ­თო­ბა 5 წუ­თით მა­ინც და­ვიბ­რუ­ნო, შემ­დეგ ისევ და­ინ­გრეს და იგი­ვე გა­და­ვი­ტა­ნო. უბ­რა­ლოდ, მო­მე­ნატ­რა, მარ­თლა სი­გი­ჟემ­დე მო­მე­ნატ­რა!

- ვანო, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი რას გწე­რენ?

- გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა და მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა მი­ვი­ღე. მე­გობ­რებ­მა სი­ურპრი­ზი მო­მი­წყვეს და ჩემი "ფე­ი­ჯი" შექ­მნეს, რის გა­მოც ნერ­ვე­ბი მო­მე­შა­ლა: ტე­ლე­ეკ­რან­ზე 5 წუ­თით გა­მოვ­ჩნდი, არც დიდი მომ­ღე­რა­ლი ვარ და არც - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. არ მინ­და, ხალ­ხმა იფიქ­როს, რომ "თავ­ში ამი­ვარ­და". ამი­ტომ სამ­სა­ხუ­რი­დან ღა­მის პირ­ველ-ორ სა­ათ­ზე შინ რომ ვბრუნ­დე­ბი, 3-4 სა­ა­თამ­დე არ მძი­ნავს, რად­გან ამ დროს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის შე­ტყო­ბი­ნე­ბას ვპა­სუ­ხობ. თუ ვინ­მე გა­მომ­რჩე­ბა, თა­ვი­დან "ვსქ­რო­ლავ" და მე­სი­ჯებს ვა­მოწ­მებ. ჩემი აზ­რით, ეს სწო­რი საქ­ცი­ე­ლია. მწე­რენ, - ვა­ი­მე, "იქს-ფაქ­ტორ­ში" გი­ყუ­რეთ, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი იყა­ვიო! ძი­რი­თა­დად, ის აინ­ტე­რე­სებთ, თუ რა მი­პა­სუ­ხა "იმ გო­გომ" (იღი­მის).

- "იქს-ფაქ­ტორ­ში" თქვი, - ღმერ­თმა ყვე­ლას აშო­როს ის გან­ცდა, როცა არ იცი, დედა ცო­ცხა­ლია თუ არაო. ამ მხრივ, შენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი რო­მე­ლი იყო?

- როცა დედა ავ­ღა­ნეთ­ში იყო და 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ტერ­ნე­ტით ვერ მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და. რა თქმა უნდა, ვი­ფიქ­რე, რომ რა­ღაც ცუდი მოხ­და. ის პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლი ტან­ჯვა იყო, სი­გი­ჟის ზღვარ­ზე ვი­ყა­ვი... შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ აფეთ­ქე­ბის გამო, ინ­ტერ­ნე­ტის კა­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.

- სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ზე არ გი­ფიქ­რია?

- კი, უფრო მე­ტიც - მი­ოც­ნე­ბია. ოჯა­ხის წევ­რებ­მა ჩემი ხა­სი­ა­თი იცი­ან - კურ­სე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად ცხელ წერ­ტილ­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი. ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესეც გახ­ლავთ, რა­ტო­მაც მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, სპორ­ტით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და შე­ჯიბ­რე­ბი­სას, ფი­ნალ­ში ტრავ­მა მი­ვი­ღე - ხერ­ხე­მალს დი­დად ვერ დავ­ტვირ­თავ. შან­სი მაქვს, თურ­ქულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვის­წავ­ლო, ამი­ტომ ეს გზა ავირ­ჩიე.

- შენი ინ­ტე­რე­სი თურ­ქე­თი­სად­მი რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- უბ­რა­ლოდ, ბე­ბი­ამ გა­და­წყვი­ტა: ბავ­შვებ­მა ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი იცი­ან, უკ­რა­ი­ნუ­ლი ენაც ეს­მით და თურ­ქულ სკო­ლა­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ - თურ­ქულ­საც ის­წავ­ლი­ა­ნო. ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე, ეს ენა მო­მე­წო­ნა. თურ­ქე­ბიც მომ­წონს და მათი ქვე­ყა­ნაც.

- მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- ბო­ლოს მარ­ტში შევ­ხვდი, მაგ­რამ შეხ­ვედ­რა­საც ხომ გა­აჩ­ნია? მა­მის მხრი­დან, ბე­ბია-ბა­ბუა 13 წე­ლია, არ მი­ნა­ხავს - რო­გორც ჩანს, ჩემი ნახ­ვის სურ­ვი­ლი არ გას­ჩე­ნი­ათ. მა­მაც იმი­ტომ ვნა­ხე, რომ დე­დამ და­მა­ძა­ლა. მას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ნად­ვი­ლად არ მაქვს... არის რა­ღაც, რა­საც მას არა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ...

- სკო­ლის­თვის გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას რო­გორ ას­წრებ?

- სკო­ლა­ში­ვე ვი­მახ­სოვ­რებ, ვსწავ­ლობ ან გაკ­ვე­თილს სამ­სა­ხურ­ში ვი­მე­ო­რებ.

- დას­ვე­ნე­ბის დღე არ გაქვს?

- არა. ვი­ნა­ი­დან რეს­ტო­რან­ში ძი­რი­თა­დად, სტუმ­რებს თურ­ქუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი ვუ­მას­პინ­ძლდე­ბით, ბევ­რი ტუ­რის­ტი შე­მო­დის. ისე­თი მიმ­ტა­ნი გვყავს, რო­მელ­საც ინ­გლი­სუ­რის ქარ­თუ­ლად თარ­გმნა შე­უძ­ლია, მაგ­რამ თურ­ქუ­ლის ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად, რუ­სუ­ლად თარ­გმნას მხო­ლოდ მე ვა­ხერ­ხებ. უკ­რა­ი­ნუ­ლიც მეს­მის. არა­ბულ­საც ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ კარ­გად არ ვიცი.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მზად ვარ, ის ურთიერთობა 5 წუთით მაინც დავიბრუნო, შემდეგ კი იგივე გადავიტანო"

"მზად ვარ, ის ურთიერთობა 5 წუთით მაინც დავიბრუნო, შემდეგ კი იგივე გადავიტანო"

"იქს-ფაქტორში" 17 წლის ვანო დვალიშვილის ემოციურ გამოსვლას ალბათ, გულგრილი არავინ დაუტოვებია. ეკრანზე მისი გამოჩენიდან რამდენიმე წუთში, სოციალური ქსელები ვანოს ფოტოებითა და თბილი კომენტარებით აივსო. მართალია, პროექტში მუსიკალური ნომერი წარმატებით ვერ შეასრულა, მაგრამ საყვარელ გოგონას საკუთარ გრძნობებში ამჯერად სცენიდან, კიდევ ერთხელ გამოუტყდა: "მიყვარხარ, მენატრები და ყველაფერს გაპატიებ, რაც უნდა იყოს"... ის სიმღერის მომზადებისთვის კახა გრძელიშვილს ემადლიერება, რადგან ამ ადამიანმა ბევრი ენერგია დახარჯა, რათა მისთვის სიმღერა ესწავლებინა...

ვანო დვალიშვილი ქუთაისში ცხოვ­რობს და ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობს. მისი დღე დილის 8 საათზე იწყება - 9 საათზე სკოლაში უნდა იყოს და გაკვეთილებს დაესწროს, 12-ისთვის კი მუშაობას იწყებს, რაც დაახლოებით, ღამის 12 საათამდე გრძელდება.

- დიდი ხანია, რაც ვმუშაობ. თუკი თავისუფალი დრო მაქვს, მაშინ ან ვჭამ, ან მძინავს (იცინის). სულ რაღაცას ვაკეთებ, ვერ ვჩერდები. ეტყობა, მუშაობა ჩვევაში გადამეზარდა.

- რესტორანი შენი პირველი სამსახურია?

- არა. 12-13 წლის ვიყავი, როცა ავტოსადგურზე დამლაგებლად ვმუშაობდი. მეზობლები და ნათესავები ჩემს ოჯახს განიკითხავდნენ: ბავშვს რატომ ამუშავებენო? არადა, ეს ჩემი სურვილი იყო. მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა.

- როცა მუშაობა გადაწყვიტე, ოჯახის წევრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ?

- თავდაპირველად გაუხარდათ, ასეთი ინიციატივა რომ გამოვიჩინე, მაგრამ შემდეგ შენიშნეს, რომ ვიღლებოდი, ძილი არ მყოფნიდა, ამიტომ მეწინააღმდეგებოდნენ. ხშირად სამსახურს ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით ვანებებდი თავს. ძირითადად, ზაფხულში ან ზამთარში ვმუშაობ, როცა სკოლაში არდადეგები მაქვს.

- მაგრამ ახლა გაზაფხულია და სკოლაში სწავლა ჯერ არ დასრულებულა. მუშაობა რატომ გადაწყვიტე?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. ზაფხულში ჩვენი ბიზნესი გვქონდა: ქუთაისში პატარა ლაუნჯ-ბარი გავხსენით, მაგრამ არ იმუშავა და 22 ათასი ლარი ვალად დაგვედო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ შეყვარებული გახლდით. 13 წელია, ჩემი მშობლები დაშორებული არიან. დედა სამხედრო სამსახურშია. ბაბუას ინსულტი ჰქონდა და ბებია უვლიდა, ამიტომ ბარის მუშაობა ჩემსა და ჩემს დაზე იყო დამოკიდებული. შემდეგ ჩემი და თურქეთში გაემგზავრა (ის თურქულ უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მე მისით ძალიან ვამაყობ) და ბარის საქმეები მთლიანად მე დამეკისრა, მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები სამსახურსაც დაეტყო - არაფერს აღარ ვაკვირდებოდი...

- შეგიძლია, შენი რომანის შესახებ გვიამბო?

- დიახ, მაგრამ არ მინდა, ისე "გამოჩნდეს", თითქოს ის ცუდი პიროვნება გახლავთ. ყველაფერი ჩემი ბრალი უფრო იყო... ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის თურქულ სკოლა-ლიცეუმში ვსწავლობ. თურქულ სკოლას საქართველოში რამდენიმე ფილიალი აქვს, მათ შორის - თბილისშიც. დედაქალაქში მეგობრები მყავს. ჰოდა, ელენე სწორედ საერთო მეგობარმა, შარშან გამაცნო. პირველი, რაც დავინახე, მისი თვალები იყო... აღმოჩნდა, რომ მამა თურქი ჰყავს. ის ჩემთვის საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. უბრალოდ, მეგობრულად ვისაუბრეთ და ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. შემდეგ ერთმანეთს "სკაიპით" ხშირად ვეკონტაქტებოდით: ვიცინოდით, ერთმანეთს ვიდეოებს ვუგზავნიდით... მაისში საქართველოდან 6-ბავშვიანი გუნდი შეიკრიბა, რომელიც თურქეთში, კულტურულ ფესტივალზე საქართველოს წარადგენდა. ამ გუნდში მე და ელენეც ვიყავით. ისე მოხდა, რომ ავტობუსში გვერდიგვერდ ვისხედით და მთელი გზა ვლაპარაკობდით. როცა დაღამდა, ელენეს ჩემს მხარზე ჩამოეძინა. იცით, ჩემს ცხოვრებაში სხვა გოგონებიც ყოფილან, მაგრამ ასეთი სითბო არასოდეს მიგრძნია. ვიცი, ზედმეტად დრამატულად ჟღერს, მაგრამ ასეა... თურქეთში, ფესტივალზე ერთმანეთს არ ვშორდებოდით, ყველგან ერთად დავდიოდით. უკან დაბრუნებისას, ერთმანეთს სხვა­ნაირად ვუყურებდით, ვდუმდით; უბრალოდ ვისხედით და ველოდით, ვინ რას იტყოდა. ყველაფერი უსიტყვოდ, 1 კოცნით გამომჟღავნდა...

- შემდეგ თქვენი რომანი როგორ განვითარდა?

- ძალიან ცუდად: იმას ვგულისხმობ, რომ მე ქუთაისში ვცხოვრობ, ის - თბილისში. ერთმანეთს დიდხანს ვერ ვხვდებოდით. "სკაიპით" და ტელეფონით კი ვკონტაქტობდით, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს, მის გვერდით ყოფნა გინდა. ჩემი ოჯახი წინააღმდეგი არ იყო, რომ მის სანახავად წავსულიყავი, მაგრამ ოჯახური ბიზნესი სწორედ იმ პერიოდში დავიწყეთ: ბარში მე და დედამ ბევრი რამ საკუთარი ხელით გავაკეთეთ. დაახლოებით 1 თვე შეყვარებულს საერთოდ ვერ შევხვდი. ერთხელ დედამ მოწყენილობის მიზეზი მკითხა და როცა შეიტყო, სიურპრიზი მომიწყო: ბარში მყოფი მენეჯერისა და მეგობრებისთვის უთქვამს, - აბა, "ობშიაკი" "ჩამოყარეთო" (იცინის). ფული შეიკრიბა, დედა თავისი მანქანის საჭეს მიუჯდა, ბენზინი ჩავასხით და ბათუმისკენ გავემგზავრეთ, რადგან იმ პერიოდში ელენე ბათუმში, დედასთან ერთად ისვენებდა. გზადაგზა მანქანას ვაჩერებდით და სადაც კი ყვავილებს ვნახავდით, ვკრეფდით. საბოლოო ჯამში, იმხელა თაიგული გამოვიდა, დილის 4 საათზე, ელენეს რომ მივუტანე, შესაბამისი ზომის ვაზა ვერ იპოვეს (იცინის)... შემდეგ, შეყვარებულის სანახავად, თბილისში ყოველკვირა მივდიოდი. ყველაფერი ძალიან კარგად იყო! ჩემი ეჭვიანობის გამო დავშორდით: ნერვები ეშლებოდა; სწყინდა, რომ ვაკონტროლებდი. მერე ჩემ მიმართ თითქოს, გაცივდა, რამაც სულ გამაგიჟა... შემდეგ შევრიგდით, თითქოს ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ ერთხელ ტელეფონზე ცივად მიპასუხა. ვერ გავიგე, რა მოხდა. მივწერე, - მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ მისგან ანალოგიური პასუხი არ მიმიღია. იმავე საღამოს, სამარშრუტო ტაქსით თბილისში გავემგზავრე. მეორე დღეს ელენეს სკოლაში მივაკითხე. თურმე გადაწყვიტა, ურთიერთობა დროებით შეგვეწყვიტა. მითხრა, - საკუთარ თავში გარკვევა მჭირდებაო... ქუთაისში დავბრუნდი. 2 დღეში დამირეკა, - ვიფიქრე და ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდაო. პირველი დღეები ჩემთვის ძალიან რთული იყო. მესამე დღეს, მასზე ფიქრსა და ეჭვიანობას შევყევი და გულის შეტევა დამემართა. "სასწრაფო" გამოიძახეს, რეანიმაციაში მოვხვდი. ჩემი ოჯახი შეშინდა. როგორღაც, ეს კრიზისი გადამატანინეს, წამლებით გამჭყიპეს... დამამშვიდებლების მიღების შემდეგ, ყურადღებას არაფერს ვაქცევდი და ჩვენს ბარში კომბოსტოსავით ვიჯექი. როცა წამლის მიღების კურსი დავასრულე, თავის შეკავება ვერ შევძელი და ელენეს შესახებ ახალი ამბების გაგება დავიწყე... დღემდე ვიმედოვნებ, რომ ოდესმე დაბრუნდება.

- "იქს-ფაქტორში" მონაწილეობა იმიტომ გადაწყვიტე, რომ მისთვის სიყვარული კიდევ ერთხელ აგეხსნა?

- დიახ. ამის შესახებ ჟიურის წევრებს თავიდანვე ვუთხარი. როგორც ჩანს, მონტაჟისას "ამოიჭრა"... როცა ჩემი გამოსვლის ჯერი დადგა, ერთადერთი, ელენეს ნაჩუქარი სამაჯურის სამაგრი მამშვიდებდა, რომელზეც თურქულად აწერია: "შენზე უარს არ ვიტყვი". რა თქმა უნდა, საშინლად ვიმღერე. მინდოდა, სიმღერა სწრაფად დასრულებულიყო და ჩემი სათქმელი მეთქვა. ჩემ შესახებ ბევრი ამბობს, - სცენაზე დგომისას, კინაღამ ცრემლები წამოუვიდაო. "ფეისბუკზე" "დავპოსტე", - თვალში რაღაც ჩამივარდა-მეთქი. შეიძლება, ბევრისთვის გასაგები იყოს: როცა მართლა გიყვარს, თავს ვერ იკავებ. სცენაზე, როცა უკვე ჩემი სათქმელი უნდა მეთქვა, კანკალი დამეწყო. ტანზე მცხელოდა, ხელის თითები კი მეყინებოდა... გადაცემის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს ელენესგან მესიჯი მივიღე: "ფეისბუკი" შენი ფოტოებით აჭრელებულია, ფურორი მოახდინეო. "ვიმესიჯეთ". როცა ვკითხე, თუ სურდა, რომ ისევ ერთად ვყოფილიყავით, მიპასუხა, - არაო... მე მზად ვარ, ის ურთიერთობა 5 წუთით მაინც დავიბრუნო, შემდეგ ისევ დაინგრეს და იგივე გადავიტანო. უბრალოდ, მომენატრა, მართლა სიგიჟემდე მომენატრა!

- ვანო, ძალიან პოპულარული გახდი. თაყვანისმცემლები რას გწერენ?

- გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ უამრავი შეტყობინება და მეგობრობის თხოვნა მივიღე. მეგობრებმა სიურპრიზი მომიწყვეს და ჩემი "ფეიჯი" შექმნეს, რის გამოც ნერვები მომეშალა: ტელეეკრანზე 5 წუთით გამოვჩნდი, არც დიდი მომღერალი ვარ და არც - განსაკუთრებული პიროვნება. არ მინდა, ხალხმა იფიქროს, რომ "თავში ამივარდა". ამიტომ სამსახურიდან ღამის პირველ-ორ საათზე შინ რომ ვბრუნდები, 3-4 საათამდე არ მძინავს, რადგან ამ დროს აბსოლუტურად ყველა ადამიანის შეტყობინებას ვპასუხობ. თუ ვინმე გამომრჩება, თავიდან "ვსქროლავ" და მესიჯებს ვამოწმებ. ჩემი აზრით, ეს სწორი საქციელია. მწერენ, - ვაიმე, "იქს-ფაქტორში" გიყურეთ, ძალიან საყვარელი იყავიო! ძირითადად, ის აინტერესებთ, თუ რა მიპასუხა "იმ გოგომ" (იღიმის).

- "იქს-ფაქტორში" თქვი, - ღმერთმა ყველას აშოროს ის განცდა, როცა არ იცი, დედა ცოცხალია თუ არაო. ამ მხრივ, შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი რომელი იყო?

- როცა დედა ავღანეთში იყო და 3 კვირის განმავლობაში, ინტერნეტით ვერ მეკონტაქტებოდა. რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ რაღაც ცუდი მოხდა. ის პერიოდი ნამდვილი ტანჯვა იყო, სიგიჟის ზღვარზე ვიყავი... შემდეგ გაირკვა, რომ აფეთქების გამო, ინტერნეტის კაბელი დაზიანებულა.

- სამხედრო სამსახურზე არ გიფიქრია?

- კი, უფრო მეტიც - მიოცნებია. ოჯახის წევრებმა ჩემი ხასიათი იციან - კურსების გავლის შემდეგ, აუცილებლად ცხელ წერტილში გავემგზავრებოდი. ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლავთ, რატომაც მეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, სპორტით ვიყავი დაკავებული და შეჯიბრებისას, ფინალში ტრავმა მივიღე - ხერხემალს დიდად ვერ დავტვირთავ. შანსი მაქვს, თურქულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვისწავლო, ამიტომ ეს გზა ავირჩიე.

- შენი ინტერესი თურქეთისადმი რამ განაპირობა?

- უბრალოდ, ბებიამ გადაწყვიტა: ბავშვებმა ქართული, რუსული, ინგლისური იციან, უკრაინული ენაც ესმით და თურქულ სკოლაში შევიყვანოთ - თურქულსაც ისწავლიანო. ნელ-ნელა შევეჩვიე, ეს ენა მომეწონა. თურქებიც მომწონს და მათი ქვეყანაც.

- მამასთან ურთიერთობა გაქვს?

- ბოლოს მარტში შევხვდი, მაგრამ შეხვედრასაც ხომ გააჩნია? მამის მხრიდან, ბებია-ბაბუა 13 წელია, არ მინახავს - როგორც ჩანს, ჩემი ნახვის სურვილი არ გასჩენიათ. მამაც იმიტომ ვნახე, რომ დედამ დამაძალა. მასთან კარგი ურთიერთობა ნადვილად არ მაქვს... არის რაღაც, რასაც მას არასოდეს ვაპატიებ...

- სკოლისთვის გაკვეთილების მომზადებას როგორ ასწრებ?

- სკოლაშივე ვიმახსოვრებ, ვსწავლობ ან გაკვეთილს სამსახურში ვიმეორებ.

- დასვენების დღე არ გაქვს?

- არა. ვინაიდან რესტორანში ძირითადად, სტუმრებს თურქული სამზარეულოთი ვუმასპინძლდებით, ბევრი ტურისტი შემოდის. ისეთი მიმტანი გვყავს, რომელსაც ინგლისურის ქართულად თარგმნა შეუძლია, მაგრამ თურქულის ქართულად, ინგლისურად, რუსულად თარგმნას მხოლოდ მე ვახერხებ. უკრაინულიც მესმის. არაბულსაც ვსწავლობდი, მაგრამ კარგად არ ვიცი.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება