5 ადამიანი დაიღუპა და 12-მდე დაიჭრა დონბასში, ანტიტერორისტული ოპერაციისას. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ანტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელის ვასილი კრუტოვის თქმით, ხუთივე დაღუპული და ყველა დაშავებული უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების წევრები არიან.
"მოწინააღმდეგეთა მხრიდან დაღუპულთა შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ დაღუპულები ტერორისტებს შორისაც არიან", - განაცხადა ვასილი კრუტოვმა.
უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის პირველი ფაზა 15 აპრილს დაიწყეს, გუშინ კი ოპერაცია განაახლეს კრამატოსკსა და სლავანსკში.