ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმრები არიან პაატა გულიაშვილი და გოგოლა კალანდაძე. მათგან შევიტყობთ, სად უყვართ საჭმელად ყველაზე მეტად სიარული და რომელ სუპერმარკეტებს ანიჭებენ უპირატესობას.
გოგოლა კალანდაძე:
- საყიდლებზე ხშირად დეზერტირების ბაზარში დავდივარ. მართლა არ ვსარგებლობ სუპერმარკეტებით. ძალიან იშვიათად "კარფურსა" და "ნიკორაში" თუ შევივლი. ასეთი მაღაზიები არ მიყვარს.
- ჭამა სად გიყვარს?
- ჭამა ყველაზე მეტად სახლში მიყვარს. ერთადერთი "ანტრე" მომწონს, როცა სწრაფად მინდა ხოლმე რამის ჭამა, ფასების მხრივაც და სიგემრიელითაც, აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. ძირითადად, სალათებსა და ნამცხვრებს გეახლებით და ყავა ''ლატეს'' ვაყოლებ. ჰო, კიდევ "ასორტი" რომ არის, იქაც ძალიან გემრიელი კერძებია, ნამცხვრები და ფუნთუშეულობაც.
იხილეთ სტატიის გაგრძელება