საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავს. დეპუტატი დაინტერესდა, თუ რატომ გადასცემს საპრეზიდენტო ორდენს პრემიერ-მინისტრი.
"Irakli Garibashvili Official ეს რას ნიშნავს?!
"დღეს სწორედ მე მხვდა პატივი საჯაროდ გადმოგცეთ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი" - ირაკლი ღარიბაშვილი.
საპრეზიდენტო ორდენს პრემიერი რატომ გადასცემს?!...
სახელწოდება მაინც შეუცვალეთ მაგ ორდენს!
ასე რამ გაგამწარა და დაგბოღმა?!
მიდი, ცემე პრეზიდენტი და უფრო მაგარი ტიპი გამოჩნდები.
მართლა ჰაკიმ ფაშა ხარ!...
საპრეზიდენტო ორდენის გადაცემის ფუნქციას მაინც ნუ დათმობთ Giorgi Margvelashvili", - წერს ხაჩიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გუშინ მთავრობის კანცელარიაში ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის აღნიშვნის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომისიის თანათავმჯდომარეს, ცნობილ სპორტულ კომენტატორს ჯამლეტ ხუხაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.