პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე იქმნება პოლიტიკური მითები" - დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია "იმედს" აკრიტიკებს
"ასე იქმნება პოლიტიკური მითები" - დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია "იმედს" აკრიტიკებს

მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ტე­ლე­ი­მედს" პო­ლი­ტი­კუ­რი მი­თე­ბის შექ­მნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" ჰქონ­და ასე­თი ინ­ტე­რაქ­ტი­ვი: "უნდა ერე­ო­დეს თუ არა ეკ­ლე­სია პო­ლი­ტი­კა­ში?" და ამ კი­თხვა­ზე "დიახ" უპა­სუ­ხა ოთხმოც­და­ათ­მა პრო­ცენ­ტმა.

ამის თო­ბა­ზე მინ­და ცოტა ვრცლად შევ­ჩერ­დე.

სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზია ატა­რებს ინ­ტე­რაქ­ტივს, კარ­გი იქ­ნე­ბა კი­თხვის შერ­ჩე­ვი­სას ვინ­მე კვა­ლი­ფი­ცი­ურ სო­ცი­ო­ლოგს მა­ინც და­ე­კი­თხონ ხოლ­მე რა­ღა­ცას. მე ჭკუ­ას არა­ვის არ ვას­წავ­ლი, მაგ­რამ თუმ­ცა კი დი­ლე­ტან­ტი ვარ ამ სფე­რო­ში, იმ­დე­ნი მა­ინც ვიცი, რომ გა­მო­კი­თხვის დროს თუ გინ­და ზუს­ტი სუ­რა­თი მი­ი­ღო, შე­კი­თხვა არ უნდა იძ­ლე­ო­დეს ინ­ტერპრე­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. თუ კი­თხვა არის ძა­ლი­ან ზო­გა­დი და არ შე­ი­ცავს ცალ­სა­ხად და­ფიქ­სი­რე­ბულ კონ­კრე­ტი­კას, ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ იმ კი­თხვას კი არ უპა­სუ­ხე­ბენ, რაც დას­მუ­ლია, არა­მედ სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ იმ ფაქ­ტის, მოვ­ლე­ნი­სა თუ პრო­ცე­სის მი­მართ, რაც, მათი აზ­რით იგუ­ლის­ხმე­ბა ამ კი­თხვა­ში.

უფრო გა­სა­გე­ბი რომ იყოს რა­საც ვამ­ბობ, მო­ვიყ­ვან მა­გა­ლითს: ვთქვათ დავ­სვით ასე­თი კი­თხვა: "უნდა იყოს თუ არა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ნას­წო­რი კა­ნო­ნის წი­ნა­შე, მი­უ­ხე­და­ვად მისი რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი­სა?" აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა იტყვის, რომ "დიახ". მაგ­რამ თუ კი­თხვას დას­ვამ ასე: "უნდა ენი­ჭე­ბო­დეს თუ არა პრი­ო­რი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლებს იე­ღო­ვას მოწ­მე­ებ­თან შე­და­რე­ბით?" ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი, ვინც წინა კი­თხვას და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა, აქაც იტყვის "დიახ" და ოდ­ნა­ვა­დაც არ ექ­ნე­ბა იმის გან­ცდა, რომ უარ­ყოფს თა­ვი­სი­ვე ნათ­ქვამს.

ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ასა­ხავს პა­სუ­ხი მე­ო­რე კი­თხვა­ზე და არა პირ­ველ­ზე. მე­ო­რე კი­თხვა შე­ი­ცავს კონ­კრე­ტი­კას და არ უტო­ვებს მო­პა­სუ­ხეს ინ­ტერპრე­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, პირ­ვე­ლი კი ძა­ლი­ან ზო­გა­დია და მო­პა­სუ­ხეს უბ­რა­ლოდ არ მო­უნ­დე­ბა უთა­ნას­წო­რო­ბის მომ­ხრე გა­მო­ვი­დეს. ამ დროს მას "ია­ღოვ­ლე­ბი" და სექ­ტან­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა არც გა­ახ­სენ­დეს.

ჰოდა, რისი თქმა მინ­და: რო­დე­საც სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტე­რაქ­ტი­ვით იკი­თხავ, უნდა ერე­ო­დეს თუ არა ეკ­ლე­სია პო­ლი­ტი­კა­შიო, რა თქმა უნდა, ოთხმოც­და­ა­თი პრო­ცენ­ტი იტყვის "დიახ." რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ერ­თის მხრივ ხალ­ხში არის ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ, და მე­ო­რეს მხრივ არის ზო­გა­დად და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ის მი­მართ. ანუ, მა­ყუ­რე­ბელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი ჩათ­ვლის, რომ კარ­გია, თუკი კარ­გი ინ­სტი­ტუ­ცია ჩა­ე­რე­ვა იმ საქ­მე­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არ არის.

მაგ­რამ ეს კი­თხვა რომ დას­მუ­ლი­ყო მა­გა­ლი­თად ასე: "ფიქ­რობთ თუ არა, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს თან­ხმო­ბის გა­რე­შე პარ­ლა­მენ­ტი არ უნდა იღებ­დეს კა­ნონს?" დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ სხვა სუ­რა­თი იქ­ნე­ბო­და და გა­ცი­ლე­ბით ზუს­ტად აი­სა­ხე­ბო­და მა­ყუ­რებ­ლის რე­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც იგი­ვე ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის მი­მართ.

ბო­დიშს ვიხ­დი ამ გრძე­ლი და მო­სა­წყე­ნი სტა­ტუ­სის­თვის, მაგ­რამ ვფიქ­რობ არაა ეს მე­ო­რე­რის­ხო­ვა­ნი ამ­ბა­ვი, რად­გან ასე იქ­მნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მი­თე­ბი", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ასე იქმნება პოლიტიკური მითები" - დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია "იმედს" აკრიტიკებს

"ასე იქმნება პოლიტიკური მითები" - დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია "იმედს" აკრიტიკებს

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ტელეიმედს" პოლიტიკური მითების შექმნაში ადანაშაულებს.

"ტელეკომპანია "იმედს" ჰქონდა ასეთი ინტერაქტივი: "უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში?" და ამ კითხვაზე "დიახ" უპასუხა ოთხმოცდაათმა პროცენტმა.

ამის თობაზე მინდა ცოტა ვრცლად შევჩერდე.

საერთოდ, როდესაც ტელევიზია ატარებს ინტერაქტივს, კარგი იქნება კითხვის შერჩევისას ვინმე კვალიფიციურ სოციოლოგს მაინც დაეკითხონ ხოლმე რაღაცას. მე ჭკუას არავის არ ვასწავლი, მაგრამ თუმცა კი დილეტანტი ვარ ამ სფეროში, იმდენი მაინც ვიცი, რომ გამოკითხვის დროს თუ გინდა ზუსტი სურათი მიიღო, შეკითხვა არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტირების საშუალებას. თუ კითხვა არის ძალიან ზოგადი და არ შეიცავს ცალსახად დაფიქსირებულ კონკრეტიკას, ადამიანები ჩვეულებრივ იმ კითხვას კი არ უპასუხებენ, რაც დასმულია, არამედ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ იმ ფაქტის, მოვლენისა თუ პროცესის მიმართ, რაც, მათი აზრით იგულისხმება ამ კითხვაში.

უფრო გასაგები რომ იყოს რასაც ვამბობ, მოვიყვან მაგალითს: ვთქვათ დავსვით ასეთი კითხვა: "უნდა იყოს თუ არა ყველა ადამიანი თანასწორი კანონის წინაშე, მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა?" აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ "დიახ". მაგრამ თუ კითხვას დასვამ ასე: "უნდა ენიჭებოდეს თუ არა პრიორიტეტი საქართველოს კანონმდებლობაში მართლმადიდებლებს იეღოვას მოწმეებთან შედარებით?" ასევე ძალიან ბევრი, ვინც წინა კითხვას დადებითად უპასუხა, აქაც იტყვის "დიახ" და ოდნავადაც არ ექნება იმის განცდა, რომ უარყოფს თავისივე ნათქვამს.

ამ შემთხვევაში რეალურ დამოკიდებულებას ასახავს პასუხი მეორე კითხვაზე და არა პირველზე. მეორე კითხვა შეიცავს კონკრეტიკას და არ უტოვებს მოპასუხეს ინტერპრეტირების საშუალებას, პირველი კი ძალიან ზოგადია და მოპასუხეს უბრალოდ არ მოუნდება უთანასწორობის მომხრე გამოვიდეს. ამ დროს მას "იაღოვლები" და სექტანტები შეიძლება არც გაახსენდეს.

ჰოდა, რისი თქმა მინდა: როდესაც სატელევიზიო ინტერაქტივით იკითხავ, უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაშიო, რა თქმა უნდა, ოთხმოცდაათი პროცენტი იტყვის "დიახ." რატომ? იმიტომ, რომ ერთის მხრივ ხალხში არის ნეგატიური დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ, და მეორეს მხრივ არის ზოგადად დადებითი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ანუ, მაყურებელთა უდიდესი ნაწილი ჩათვლის, რომ კარგია, თუკი კარგი ინსტიტუცია ჩაერევა იმ საქმეში, სადაც ყველაფერი კარგად არ არის.

მაგრამ ეს კითხვა რომ დასმულიყო მაგალითად ასე: "ფიქრობთ თუ არა, რომ საპატრიარქოს თანხმობის გარეშე პარლამენტი არ უნდა იღებდეს კანონს?" დარწმუნებული ვარ, სულ სხვა სურათი იქნებოდა და გაცილებით ზუსტად აისახებოდა მაყურებლის რეალური დამოკიდებულებაც იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ.

ბოდიშს ვიხდი ამ გრძელი და მოსაწყენი სტატუსისთვის, მაგრამ ვფიქრობ არაა ეს მეორერისხოვანი ამბავი, რადგან ასე იქმნება პოლიტიკური მითები", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს