საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლს უღალატა და სიმამრმა არ აპატია" - მარნეულში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
"ცოლს უღალატა და სიმამრმა არ აპატია" - მარნეულში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

შემ­თხვე­ვა, რო­მელ­მაც მარ­ნე­უ­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში სის­ხლი­ა­ნი კვა­ლი და­ტო­ვა, ალ­ბათ "მა­რა­დი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის" ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ოდ­ნა­ვაც არ ცვლის ამაზ­რზე­ნი და­ნა­შა­უ­ლის სა­ბო­ლოო შე­დეგს, - როცა პა­ტა­რა სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ა­ში 30 წლის ნა­ზიმ მა­მე­დო­ვი სი­მამ­რის ნას­რო­ლი ტყვი­ით სის­ხლი­სა­გან იც­ლე­ბო­და, თვით ის ხალ­ხიც იფა­რებ­და თვა­ლებ­ზე ხელს, ვი­საც მსგავ­სი შუ­რის­ძი­ე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­აჩ­ნია. არა­და, ალ­ბათ ყვე­ლა ჩვენ­განს გვით­ქვამს, რომ შვი­ლის და­ჩაგ­ვრი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­დი­ნო…

დი­ლა­ად­რი­ან სახ­ლი­დან გა­სუ­ლი ნა­ზი­მი ის იყო, მუ­შა­ო­ბას უნდა შეს­დგო­მო­და, რომ მა­ღა­ზი­ა­ში ჯერ აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა, რაც თვით­ნა­კე­თი ყუმ­ბა­რის შეგ­დე­ბას მოჰ­ყვა, შემ­დეგ კი იქ რე­ვოლ­ვე­რით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მე­დო­ვის ყო­ფი­ლი სი­მამ­რი, ხა­ლიდ გა­სა­ნო­ვი შე­ვარ­და, ჯი­ბი­დან რე­ვოლ­ვე­რი ამო­ი­ღო და ყო­ფილ სი­ძეს თავ­ში სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლით მო­უ­ღო ბოლო. ყო­ფილ­მა სი­მამრმა მა­ღა­ზია აუჩ­ქა­რებ­ლად და­ტო­ვა, გაქ­ცე­ვა არც უც­დია.

ვ. შ; მარ­ნე­უ­ლის მკვიდ­რი:

- ორი­ვეს ვიც­ნობ, ნა­ზიმ­საც და ხა­ლიდ­საც. არც ერთი არ იყო ცუდი კაცი, მშრო­მე­ლი ხალ­ხია… ვინ იფიქ­რებ­და, რომ დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბო­და…

- რო­გორ მოხ­და? სა­ი­დან და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი?

- რო­გორ და ნა­ზიმს ხა­ლი­დის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და ცო­ლად და ცოლს უღა­ლა­ტა… სხვა ქალი შე­უყ­ვარ­და. გო­გოს სხვა წა­სას­ვლე­ლი სად უნდა ჰქო­ნო­და და მა­მას­თან მი­ვი­და. ხა­ლი­დი უვ­ლი­და შვილ­საც და შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც. აჭ­მევ­და და ას­მევ­და.

- ღა­ლატ­ში რა იგუ­ლის­ხმეთ, ნა­ზიმს ვინ­მე შე­უყ­ვარ­და და ცოლ­მა ეს გა­ი­გო?

- მარ­ტო კი არ შე­უყ­ვარ­და, ცო­ლა­დაც მო­იყ­ვა­ნა. თა­ნაც ეს გოგო მა­გის პირ­ვე­ლი ცო­ლის ნა­თე­სა­ვია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ცოლს უღალატა და სიმამრმა არ აპატია" - მარნეულში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ცოლს უღალატა და სიმამრმა არ აპატია" - მარნეულში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

შემთხვევა, რომელმაც მარნეულის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის პატარა მაღაზიაში სისხლიანი კვალი დატოვა, ალბათ "მარადიული კონფლიქტების" ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა, რასაკვირველია, ეს ოდნავაც არ ცვლის ამაზრზენი დანაშაულის საბოლოო შედეგს, - როცა პატარა სურსათო მაღაზიაში 30 წლის ნაზიმ მამედოვი სიმამრის ნასროლი ტყვიით სისხლისაგან იცლებოდა, თვით ის ხალხიც იფარებდა თვალებზე ხელს, ვისაც მსგავსი შურისძიება გამართლებულად მიაჩნია. არადა, ალბათ ყველა ჩვენგანს გვითქვამს, რომ შვილის დაჩაგვრისა და შეურაცხყოფის გამო ყველა დანაშაული შეიძლება ჩაიდინო…

დილაადრიან სახლიდან გასული ნაზიმი ის იყო, მუშაობას უნდა შესდგომოდა, რომ მაღაზიაში ჯერ აფეთქების ხმა გაისმა, რაც თვითნაკეთი ყუმბარის შეგდებას მოჰყვა, შემდეგ კი იქ რევოლვერით შეიარაღებული მამედოვის ყოფილი სიმამრი, ხალიდ გასანოვი შევარდა, ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო და ყოფილ სიძეს თავში საკონტროლო გასროლით მოუღო ბოლო. ყოფილმა სიმამრმა მაღაზია აუჩქარებლად დატოვა, გაქცევა არც უცდია.

ვ. შ; მარნეულის მკვიდრი:

- ორივეს ვიცნობ, ნაზიმსაც და ხალიდსაც. არც ერთი არ იყო ცუდი კაცი, მშრომელი ხალხია… ვინ იფიქრებდა, რომ დიდი უბედურება მოხდებოდა…

- როგორ მოხდა? საიდან დაიწყო კონფლიქტი?

- როგორ და ნაზიმს ხალიდის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად და ცოლს უღალატა… სხვა ქალი შეუყვარდა. გოგოს სხვა წასასვლელი სად უნდა ჰქონოდა და მამასთან მივიდა. ხალიდი უვლიდა შვილსაც და შვილიშვილებსაც. აჭმევდა და ასმევდა.

- ღალატში რა იგულისხმეთ, ნაზიმს ვინმე შეუყვარდა და ცოლმა ეს გაიგო?

- მარტო კი არ შეუყვარდა, ცოლადაც მოიყვანა. თანაც ეს გოგო მაგის პირველი ცოლის ნათესავია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ