ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდის მახლობლად, არჯულის მთაში მინდორს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მეხანძრეებმა ხანძარი ნახევარ საათში ჩააქრეს.
ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ იყო საშიშროება ცეცხლი ტყესაც გასჩენოდა. "ცეცხლი ბალახს ეკიდა. დაახლოებით ნახევარ საათში ჩავაქრეთ და სახანძრო მანქანის აყვანა აღარ დაგვჭირდა. ხანძარი ლიკვიდირებულია და უკან, ახალციხეში ვბრუნდებით", - განაცხადა პაატა კბილაშვილმა.