რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია

რუსთაველმა მძღოლებმა დღეს დილიდან საპროტესტო აქციები განაახლეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, ისინი ქალაქის შესასვლელში არიან შეკრებილები.

ამ დროისთვის აქციაში მონაწილეობენ, როგორც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზების, ასევე შიდა საქალაქო მარშრუტების მძღოლები.

ამის გამო რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია, ქალაქ რუსთავში კი - ნაწილობრივ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უფრო ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ. დღეს ისინი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

რუსთავის გასასვლელში მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

მძღოლების აქცია გუშინდელ შემთხვევას უკავშირდება - რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის ერთ-ერთმა მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია