სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოდესაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა - დაღუპულთა რიცხვი 43-ს აღწევს (+23 ფოტო)
ოდესაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა - დაღუპულთა რიცხვი 43-ს აღწევს (+23 ფოტო)

ოდე­სა­ში სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ცხად­და. სე­პა­რა­ტის­ტებ­სა და უკ­რა­ი­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რის მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად, გუ­შინ, 43 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა.

"წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად 43 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოდე­სა­ში 3, 4 და 5 მა­ი­სი გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და", - ნათ­ქვა­მია ოდე­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად 200-მდე ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი, მათ­გან 25 მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ოდე­სა­ში გუ­შინ პრო­რუს და უკ­რა­ი­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სე­პა­რა­ტის­ტებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გზა გა­და­უ­ღო­ბეს და ქვე­ბი­სა და ხმო­ვა­ნი ყუმ­ბა­რე­ბის სრო­ლა და­უ­წყეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ან­ტი­მა­ი­და­ნის წევ­რე­ბი და პრო­რუ­სი აქ­ტი­ვის­ტე­ბი პროფ­კავ­ში­რე­ბის სახ­ლში შე­იჭრ­ნენ, რო­მელ­საც ე.წ.მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბის სრო­ლის შე­დე­გად ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ შე­ნო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი პრო­უკ­რა­ი­ნელ აქ­ტი­ვის­ტებს გა­მოჰ­ყავ­დათ.

ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია unian.net-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ოდესაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა - დაღუპულთა რიცხვი 43-ს აღწევს (+23 ფოტო)

ოდესაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა - დაღუპულთა რიცხვი 43-ს აღწევს (+23 ფოტო)

ოდესაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. სეპარატისტებსა და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერთა შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, გუშინ, 43 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

"წინასწარი მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით ოდესაში 3, 4 და 5 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა", - ნათქვამია ოდესის მერიის განცხადებაში.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 200-მდე ადამიანია დაშავებული, მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია.

ოდესაში გუშინ პრორუს და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც სეპარატისტებმა აქციის მონაწილეებს გზა გადაუღობეს და ქვებისა და ხმოვანი ყუმბარების სროლა დაუწყეს. მოგვიანებით, ანტიმაიდანის წევრები და პრორუსი აქტივისტები პროფკავშირების სახლში შეიჭრნენ, რომელსაც ე.წ.მოლოტოვის კოქტეილების სროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებულ შენობაში დარჩენილი სეპარატისტები პროუკრაინელ აქტივისტებს გამოჰყავდათ.

ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია unian.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა