პარტნიორები:

    ბრიტანული ''ნიჭიერის'' ვარსკვლავმა პუტინის ქალიშვილის ქორწილზე ისაუბრა

    ბრიტანული ''ნიჭიერის'' ვარსკვლავმა პუტინის ქალიშვილის ქორწილზე ისაუბრა

    მევიოლინე ლეტიცია როუბოტამმა, რომელმაც ბრიტანულ ''ნიჭიერში'' მონაწილეობით გაითქვა სახელი, აღიარა, რომ პუტინის ქალიშვილის ქორწილზე იყო დაპატიჟებული და მათი სტუმრებისთვის დაუკრა.

    როგორც ლეტიცია ამბობს, ეკატერინა პუტინას ქორწილი ნამდვილი ამბავია და რასაც პრესაში წერდნენ, ტყუილი არ ყოფილა. მუსიკოსის თქმით, გასაიდუმლოებული წვეულება მარაკეშში ძვირად ღირებულ სასტუმროში გაიმართა. სცენაზე ლეტიცია თავის ბენდთან ერთად იდგა.

    ''ძალიან ვიმხიარულეთ, თუმცა ყველაფერი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და არავისთვის შეიძლებოდა ამის თქმა'', - აღიარა მუსიკოსმა. მისივე მონათხრობის მიხედვით, მას თავად დაუკავშირდნენ თხოვნით, ქორწილში დაეკრა.

    ''თვითონ პუტინს არ უთქვამს, რასაკვირველია, და არც ისე ბევრი ფული გადაუხდიათ. მართლა ზღვაში წვეთია - ორასი გირვანქა სტერლინგი ავიღე'', - ამბობს ლეტიცია და აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ქორწილში ბევრი ფული არ დაუხარჯავთ, თუმცა წვეულება ხალისიანი გამოვიდა.

    იხილეთ სტატიის გაგრძელება

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა