ქუთაისში, პარლამენტის წინ ამ წუთებში 10-მდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, პარლამენტმა ყოვლად დაუშვებელი კანონი მიიღო, რომლითაც სოდომ-გომორის ლეგალიზებას უწყობს ხელს.
"შეჩვენებული იქნას ეკა ბესელია, მანანა კობახიძე და დავით უსუფაშვილი ასეთი კანონის მიღებისთვის. ისინი შავ წიგნში არიან შეტანილი, როგორც ღვთის სჯულის დამგმობები. არ ვაპატიებთ, რომ ასეთი კანონი მიიღეს, რომელიც მამათმავლობას ამკვიდრებს ქართველ ერში. ჩვენ 17 მაისს ფართომასშტაბიან აქციას გავმართავთ რუსთაველზე, სადაც პარაკლისს გადავიხდით და მთლიანად გადავკეტავთ რუსთაველის გამზირს. მთელი ქართველი ერი დადგება ამ კანონის წინააღმდეგ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.