პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - საქართველოში 311 მეჩეთი მოქმედებს, თურქეთში კი არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის
ილია მეორე - საქართველოში 311 მეჩეთი მოქმედებს, თურქეთში კი არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით თურ­ქეთს სტუმ­რობს. პატ­რი­არ­ქი დღეს ან­კა­რა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც თურ­ქე­თის რე­ლი­გი­ის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა მეჰ­მეტ გორ­დე­ზიმ მი­იწ­ვია. ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და რე­ლი­გი­ურ-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის რეს­ტავ­რა­ცია-მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი.

ამას­თან, თურ­ქე­თის მხა­რემ აჭა­რა­ში აზი­ზი­ეს და ახალ­ცი­ხე­ში აჰ­მე­დის მე­ჩეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბის - იშხნი­სა და ოშ­კის რეს­ტავ­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ცუ­ლო­ბი­თი მე­ჩე­თის აგე­ბაც არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ მუს­ლი­მან მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის ყვე­ლა პი­რო­ბა აქვს, რის მა­გა­ლი­თა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი 311 მოქ­მე­დი მე­ჩე­თი და­ა­სა­ხე­ლა. ილია მე­ო­რის თქმით, ეს ხდე­ბა მა­შინ, როცა თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არც ერთი ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რი მოქ­მე­დი არ არის. ამას­თან, უწ­მინ­დეს­მა ოშ­კი­სა და იშხნის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის ჩარ­თვა მო­ი­თხო­ვა.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რას ის­ტო­რი­უ­ლი უწო­და. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, შე­იქ­მნე­ბა კო­მი­სია, რო­მე­ლიც რო­გორც იშხნი­სა და ოშ­კის, ასე­ვე სხვა სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლავს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა თურ­ქე­თის დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ილია მეორე - საქართველოში 311 მეჩეთი მოქმედებს, თურქეთში კი არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის

ილია მეორე - საქართველოში 311 მეჩეთი მოქმედებს, თურქეთში კი არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ოფიციალური ვიზიტით თურქეთს სტუმრობს. პატრიარქი დღეს ანკარაში იმყოფებოდა, სადაც თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, პროფესორმა მეჰმეტ გორდეზიმ მიიწვია. ოფიციალურ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების და რელიგიურ-კულტურული ძეგლების რესტავრაცია-მშენებლობის საკითხები.

ამასთან, თურქეთის მხარემ აჭარაში აზიზიეს და ახალციხეში აჰმედის მეჩეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართული ტაძრების - იშხნისა და ოშკის რესტავრაციის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში მოცულობითი მეჩეთის აგებაც არის განსაზღვრული.

თავის მხრივ, საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ მუსლიმან მოსახლეობას საქართველოში რელიგიური აღმსარებლობის ყველა პირობა აქვს, რის მაგალითადაც საქართველოში მოქმედი 311 მოქმედი მეჩეთი დაასახელა. ილია მეორის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა თურქეთის ტერიტორიაზე არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის. ამასთან, უწმინდესმა ოშკისა და იშხნის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების და მეცნიერების ჩართვა მოითხოვა.

გარდა ამისა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნულ შეხვედრას ისტორიული უწოდა. როგორც მან განაცხადა, შეიქმნება კომისია, რომელიც როგორც იშხნისა და ოშკის, ასევე სხვა საკითხებს განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთის დელეგაცია საქართველოში მოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია