სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარაქის ნაცვლად სუროგატი - "არავინ იცის, რა სახის ცხიმებს შეიცავს ეს პროდუქტი"
კარაქის ნაცვლად სუროგატი - "არავინ იცის, რა სახის ცხიმებს შეიცავს ეს პროდუქტი"

"სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრი" ხში­რად ატა­რებს ქარ­თულ მა­ღა­ზი­ებ­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის კვლე­ვას. ამ­ჯე­რად მათ რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის კა­რა­ქი შე­ის­წავ­ლეს და ცოტა არ იყოს, მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი მი­ი­ღეს. სწო­რედ ამ კვლე­ვის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლია თო­დუა:

- 2014 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, თბი­ლი­სის მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ვი­ძი­ნეთ ქარ­თუ­ლი ფირ­მე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის შე­ფუ­თუ­ლი კა­რა­ქი და გა­მო­საკ­ვლე­ვად ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მი­ვი­ტა­ნეთ. ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით, ამ პრო­დუქ­ტებ­ში რძის ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბა ნორ­მას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და, რაც ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მიერ შეს­წავ­ლი­ლი ნი­მუ­შე­ბი ნამ­დვი­ლი კა­რა­ქი იყო. მიმ­დი­ნა­რე წლის 19 მარტს, მომ­ხმა­რებ­ლის მიერ მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე შე­ვი­ძი­ნეთ ასა­წო­ნი კა­რა­ქი და ჩა­ვა­ბა­რეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით აღ­მოჩ­ნდა, რომ პრო­დუქ­ტში რძის ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბა მხო­ლოდ 4%-ს აღ­წევ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს პრო­დუქ­ტი კა­რა­ქი არ არის. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ ეტაპ­ზე მომ­ხმა­რე­ბელს შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის­გან ვერ იცავს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლია, აუხ­სე­ნით მკი­თხველს, რო­გორ უნდა შე­არ­ჩი­ოს ნამ­დვი­ლი კა­რა­ქი?

- ნამ­დვი­ლი კა­რა­ქი არის რძის ცხი­მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­რა­ქის ნაც­ვლად იყი­დე­ბა სუ­რო­გა­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სულ სხვა ცხი­მებს ამა­ტე­ბენ. რო­გორც ვთქვი, შე­ფუ­თულ კა­რაქ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. რო­გორც წესი, მომ­ხმა­რე­ბე­ლი კარ­გად უნდა და­აკ­ვირ­დეს, კა­რა­ქი ნა­ტუ­რა­ლუ­რია თუ - არა. რო­დე­საც ეტი­კეტ­ზე არის ასე­თი წარ­წე­რა: "სპრე­დი", "კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ცხი­მი", "კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი კა­რა­ქი", "შე­ი­ცავს მცე­ნა­რე­ულ ცხიმს", ეს უკვე ნიშ­ნავს, რომ არ არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი კა­რა­ქი. ხოლო თუ ეტი­კეტს აწე­რია, რომ დამ­ზა­დე­ბუ­ლია რძის ცხიმ­ზე, ესე იგი, ეს კა­რა­ქი ნა­ტუ­რა­ლუ­რია. ჩვენ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, არც ერთი და­სა­ხე­ლე­ბის შე­ფუ­თულ კა­რაქ­ში ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ შეგ­ვხვედ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ასა­წონ ცხი­მებს, რამ­დენ­ჯერ­მე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ეს არ იყო ნამ­დვი­ლი კა­რა­ქი - ეს იყო სპრე­დი.

- გა­მო­დის, რომ შე­ფუ­თუ­ლი კა­რა­ქი უფრო სა­ი­მე­დოა?

- ბოლო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად სწო­რედ ამ დას­კვნამ­დე მი­ვე­დით. უბ­რა­ლოდ, მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა ის­წავ­ლოს, რომ გულ­დას­მით წა­ი­კი­თხოს წარ­წე­რა ეტი­კეტ­ზე: შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან წვრი­ლად იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ შე­ი­ცავს მცე­ნა­რე­ულ ცხიმს, ან ასე­ვე წვრი­ლად იყოს მი­წე­რი­ლი, რომ ეს არის სპრე­დი. სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თი­ა­ნი რე­გუ­ლი­რე­ბა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ რო­გორც კი წა­ვი­კი­თხავთ, რომ კა­რა­ქი რძის ცხი­მის­გან არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს არ არის ნამ­დვი­ლი კა­რა­ქი. იგი­ვე უნდა ვთქვა ე.წ. კომ­ბი­ნი­რე­ბულ კა­რაქ­ზე, კომ­ბი­ნი­რე­ბულ ცხიმ­სა და სპრედ­ზე. მათი მი­ღე­ბა კი არ არის სა­სურ­ვე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით - ბავ­შვის­თვის, რად­გან მას­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს ქი­მი­უ­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ზე­თე­ბი და სხვა ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თე­ბი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, შიგ რა არის, არ ვი­ცით, რად­გან ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს არა აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ზუს­ტად გა­არ­კვი­ონ, თუ რა სა­ხის ცხი­მე­ბია და­მა­ტე­ბუ­ლი რძის ცხი­მის სა­ნაც­ვლოდ. თუ ბავ­შვს ვაჭ­მევთ კა­რაქს, რო­მელ­შიც რძის ცხი­მი სხვა ცხი­მე­ბით არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი, ეს ნამ­დვი­ლად არ არის სა­სურ­ვე­ლი. შე­იძ­ლე­ბა, მავ­ნე არ იყოს, მაგ­რამ არც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. თუ გვინ­და, რომ ბავ­შვმა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მი­ი­ღოს, ჯო­ბია ვა­ჭა­მოთ ნამ­დვი­ლი კა­რა­ქი და არა - სუ­რო­გა­ტე­ბი.

- მარ­ხვის დროს ხში­რად ყი­დუ­ლო­ბენ მცე­ნა­რე­ულ ცხი­მებ­ზე დამ­ზა­დე­ბულ კა­რაქს. ამა­ზე რას გვე­ტყო­დით?

- მე თუ მკი­თხავთ, მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფერს მა­ინც ზე­თის მოხ­მა­რე­ბა ჯო­ბია. მარ­გა­რი­ნი მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა, მაგ­რამ ხში­რად არის ქი­მი­უ­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ზეთი. იმის მი­ხედ­ვით, თუ რა პრო­ცესს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს ტრან­სცხი­მებს ან არ შე­ი­ცავ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­წარ­მე­ებს არ მო­ე­თხო­ვე­ბათ, რომ პრო­დუქ­ტში შე­მა­ვა­ლი ტრან­სცხი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­უ­თი­თონ, შე­სა­ბა­მი­სად, მათ აქვთ ცდუ­ნე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა იაფი მარ­გა­რი­ნი ან სპრე­დი გა­ყი­დონ ძვი­რად, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­გე­ბა დარ­ჩეთ. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვინ იცის, რამ­დე­ნად უვ­ნე­ბელ ან მავ­ნე პრო­დუქტს მი­ირ­თმევს ადა­მი­ა­ნი ამ სპრე­დე­ბი­სა და მარ­გა­რი­ნე­ბის სა­ხით. სხვა­თა შო­რის, შე­ვა­მოწ­მეთ რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის სპრე­დი და მარ­გა­რი­ნი და აღ­მოჩ­ნდა, რომ უცხო­ურ პრო­დუქ­ტებ­ში უფრო ნაკ­ლე­ბი იყო ტრან­სცხი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვიდ­რე ქარ­თულ­ში. ბევ­რმა ალ­ბათ არც კი იცის, რომ ქარ­თუ­ლი სპრე­დე­ბი არის შე­მო­ტა­ნი­ლი სპრე­დე­ბი, რო­მე­ლიც აქ იფუ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სპრედს არ აწარ­მო­ე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მე­წარ­მის არ­ჩე­ვა­ნია, თუ რას იყი­დის და რას შე­ფუ­თავს. ამი­ტო­მაც, მას ურ­ჩევ­ნია იყი­დოს რაც შე­იძ­ლე­ბა იაფი და გა­ყი­დოს რაც შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად. ამ სპრე­დებ­სა და მარ­გა­რი­ნებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რჯერ აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია დარ­ღვე­ვა რო­გორც შე­მად­გენ­ლო­ბის, ასე­ვე ეტი­კე­ტი­რე­ბის მხრი­ვაც. ეს ყო­ვე­ლი­ვე კა­ნო­ნით არ რე­გუ­ლირ­დე­ბა, ამი­ტომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, შე­უ­სა­ბა­მოა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტთან და ვერ ჩა­ით­ვლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვად. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ათა­მა­მებს პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ე­ბელს. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, შე­ვი­ძი­ნოთ შე­ფუ­თუ­ლი კა­რა­ქი, რო­მელ­საც ეტი­კეტ­ზე გარ­კვე­ვით აწე­რია მწარ­მო­ებ­ლის სა­ხე­ლიც და შე­მად­გენ­ლო­ბაც. ასე­თი პრო­დუქ­ტი შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. მერე კი, არ და­ვი­ზა­როთ და დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლოთ ეტი­კე­ტი და თუ აწე­რია სად­მე ან "მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მი", ან "სპრე­დი", ან "კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი კა­რა­ქი", ასე­თი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნის­გან თავი შე­ვი­კა­ვოთ.

- ზო­გი­ერთ ოჯახ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ყი­დუ­ლო­ბენ ასა­წონ კა­რაქს, რად­გან ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ეს ნა­ტუ­რა­ლუ­რი კა­რა­ქია.

- მეც ვიც­ნობ ბევ­რს, ვი­საც ჰგო­ნია, რომ ასა­წო­ნი კა­რა­ქი უკე­თე­სია. შე­იძ­ლე­ბა, ერთი პე­რი­ო­დი ასეც იყო, მაგ­რამ ახლა ჩვენ­მა დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ასა­წო­ნი კა­რა­ქი უმე­ტე­სად არ იყო ნა­ტუ­რა­ლუ­რი, არ იყო კა­რა­ქი. სხვა­თა შო­რის, ამ­გვარ შე­დეგს ჩვენც არ მო­ვე­ლო­დით. არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ყველ­გან არი­ან და გა­ყალ­ბე­ბის­გან არ ვართ და­ზღვე­ულ­ნი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვე­ბია. მა­გა­ლი­თად, ნამ­დვი­ლი კა­რა­ქი არ აღ­მოჩ­ნდა ისიც კი, რო­მელ­საც ეწე­რა "მო­ნას­ტრის კა­რა­ქი". ევ­რო­კავ­შირ­ში ასე­თი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია, რად­გან იქ მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა რძის პრო­დუქ­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ანა­ლო­გი­უ­რი კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქტი უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დაგ­ვი­ცავს მსგავ­სი გა­უ­გებ­რო­ბე­ბი­სა­გან. ამ ეტაპ­ზე უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია და გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­შია რძის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის პრო­ექ­ტი. იმე­დი გვაქვს, მთავ­რო­ბა მალე მი­ი­ღებს მას. კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ რძის პრო­დუქ­ტის სა­ხე­ლით ამ­გვა­რი სუ­რო­გა­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გა­ი­ყი­დოს. არ ვიცი, რამ­დე­ნი ხანი დას­ჭირ­დე­ბა პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვას, მაგ­რამ ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, კა­ნო­ნის მი­ღე­ბა და­აჩ­ქა­რონ. იმე­დი გვაქვს, ეს კა­ნო­ნი მო­მა­ვა­ლი წლი­დან უკვე ძა­ლა­ში შევა. ევ­რო­კავ­შირ­ში ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს, რომ "რძის პრო­დუქ­ტის" სა­ხელ­წო­დე­ბით გა­ყი­დოს პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე­ულ ცხი­მებ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ჩვენ­თა­ნაც ასე უნდა იყოს: სა­ერ­თოდ უნდა აიკ­რძა­ლოს "რძის პრო­დუქ­ტის" და­სა­ხე­ლე­ბით ისე­თი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვა, რო­მელ­შიც რძის ცხი­მი, ან ცილა უცხო ცხი­მე­ბი­თა და ცი­ლე­ბით არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი. იმე­დია, ამას მალე მი­ვაღ­წევთ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კარაქის ნაცვლად სუროგატი - "არავინ იცის, რა სახის ცხიმებს შეიცავს ეს პროდუქტი"

კარაქის ნაცვლად სუროგატი - "არავინ იცის, რა სახის ცხიმებს შეიცავს ეს პროდუქტი"

"საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრი" ხშირად ატარებს ქართულ მაღაზიებში სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქციის კვლევას. ამჯერად მათ რამდენიმე დასახელების კარაქი შეისწავლეს და ცოტა არ იყოს, მოულოდნელი შედეგი მიიღეს. სწორედ ამ კვლევის შესახებ გვესაუბრება სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა:

- 2014 წლის თებერვალ-მარტში, თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ ქართული ფირმების მიერ წარმოებული რამდენიმე დასახელების შეფუთული კარაქი და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში მივიტანეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ამ პროდუქტებში რძის ცხიმის შემცველობა ნორმას შეესაბამებოდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი ნიმუშები ნამდვილი კარაქი იყო. მიმდინარე წლის 19 მარტს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე შევიძინეთ ასაწონი კარაქი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში. მიღებული პასუხის მიხედვით აღმოჩნდა, რომ პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა მხოლოდ 4%-ს აღწევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი კარაქი არ არის. სამწუხაროა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ ეტაპზე მომხმარებელს შეცდომაში შეყვანისგან ვერ იცავს.

- ქალბატონო ლია, აუხსენით მკითხველს, როგორ უნდა შეარჩიოს ნამდვილი კარაქი?

- ნამდვილი კარაქი არის რძის ცხიმისგან დამზადებული პროდუქტი. სამწუხაროდ, საქართველოში კარაქის ნაცვლად იყიდება სუროგატული პროდუქტები, რომლებსაც სულ სხვა ცხიმებს ამატებენ. როგორც ვთქვი, შეფუთულ კარაქში ჯერჯერობით არ აღმოგვიჩენია ფალსიფიცირებული პროდუქტი. როგორც წესი, მომხმარებელი კარგად უნდა დააკვირდეს, კარაქი ნატურალურია თუ - არა. როდესაც ეტიკეტზე არის ასეთი წარწერა: "სპრედი", "კომბინირებული ცხიმი", "კომბინირებული კარაქი", "შეიცავს მცენარეულ ცხიმს", ეს უკვე ნიშნავს, რომ არ არის ნატურალური კარაქი. ხოლო თუ ეტიკეტს აწერია, რომ დამზადებულია რძის ცხიმზე, ესე იგი, ეს კარაქი ნატურალურია. ჩვენდა სასიხარულოდ, არც ერთი დასახელების შეფუთულ კარაქში ამ მხრივ პრობლემა არ შეგვხვედრია. რაც შეეხება ასაწონ ცხიმებს, რამდენჯერმე აღმოვაჩინეთ, რომ ეს არ იყო ნამდვილი კარაქი - ეს იყო სპრედი.

- გამოდის, რომ შეფუთული კარაქი უფრო საიმედოა?

- ბოლო ლაბორატორიული კვლევის შედეგად სწორედ ამ დასკვნამდე მივედით. უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა ისწავლოს, რომ გულდასმით წაიკითხოს წარწერა ეტიკეტზე: შეიძლება, ძალიან წვრილად იყოს მითითებული, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, ან ასევე წვრილად იყოს მიწერილი, რომ ეს არის სპრედი. სამწუხაროდ, ერთიანი რეგულირება არ არსებობს, მაგრამ როგორც კი წავიკითხავთ, რომ კარაქი რძის ცხიმისგან არ არის დამზადებული, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ნამდვილი კარაქი. იგივე უნდა ვთქვა ე.წ. კომბინირებულ კარაქზე, კომბინირებულ ცხიმსა და სპრედზე. მათი მიღება კი არ არის სასურველი, განსაკუთრებით - ბავშვისთვის, რადგან მასში შეიძლება იყოს ქიმიურად დამუშავებული ზეთები და სხვა ქიმიური ნაერთები. ყოველ შემთხვევაში, შიგ რა არის, არ ვიცით, რადგან ლაბორატორიებს არა აქვთ საშუალება, ზუსტად გაარკვიონ, თუ რა სახის ცხიმებია დამატებული რძის ცხიმის სანაცვლოდ. თუ ბავშვს ვაჭმევთ კარაქს, რომელშიც რძის ცხიმი სხვა ცხიმებით არის ჩანაცვლებული, ეს ნამდვილად არ არის სასურველი. შეიძლება, მავნე არ იყოს, მაგრამ არც სასარგებლო იქნება. თუ გვინდა, რომ ბავშვმა სასარგებლო ნივთიერებები მიიღოს, ჯობია ვაჭამოთ ნამდვილი კარაქი და არა - სუროგატები.

- მარხვის დროს ხშირად ყიდულობენ მცენარეულ ცხიმებზე დამზადებულ კარაქს. ამაზე რას გვეტყოდით?

- მე თუ მკითხავთ, მარხვის პერიოდში ყველაფერს მაინც ზეთის მოხმარება ჯობია. მარგარინი მცენარეული წარმოშობისაა, მაგრამ ხშირად არის ქიმიურად დამუშავებული ზეთი. იმის მიხედვით, თუ რა პროცესს გამოიყენებენ, შეიძლება შეიცავდეს ტრანსცხიმებს ან არ შეიცავდეს. საქართველოში მეწარმეებს არ მოეთხოვებათ, რომ პროდუქტში შემავალი ტრანსცხიმების რაოდენობა მიუთითონ, შესაბამისად, მათ აქვთ ცდუნება, რაც შეიძლება იაფი მარგარინი ან სპრედი გაყიდონ ძვირად, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება დარჩეთ. შესაბამისად, არავინ იცის, რამდენად უვნებელ ან მავნე პროდუქტს მიირთმევს ადამიანი ამ სპრედებისა და მარგარინების სახით. სხვათა შორის, შევამოწმეთ რამდენიმე დასახელების სპრედი და მარგარინი და აღმოჩნდა, რომ უცხოურ პროდუქტებში უფრო ნაკლები იყო ტრანსცხიმების რაოდენობა, ვიდრე ქართულში. ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ ქართული სპრედები არის შემოტანილი სპრედები, რომელიც აქ იფუთება. საქართველოში სპრედს არ აწარმოებენ. შესაბამისად, მეწარმის არჩევანია, თუ რას იყიდის და რას შეფუთავს. ამიტომაც, მას ურჩევნია იყიდოს რაც შეიძლება იაფი და გაყიდოს რაც შეიძლება ძვირად. ამ სპრედებსა და მარგარინებში ძალიან ბევრჯერ აღმოგვიჩენია დარღვევა როგორც შემადგენლობის, ასევე ეტიკეტირების მხრივაც. ეს ყოველივე კანონით არ რეგულირდება, ამიტომ აღმოჩენილი დარღვევები, შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტთან და ვერ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად. ბუნებრივია, ეს ათამამებს პროდუქციის მწარმოებელს. ამიტომ უმჯობესია, შევიძინოთ შეფუთული კარაქი, რომელსაც ეტიკეტზე გარკვევით აწერია მწარმოებლის სახელიც და შემადგენლობაც. ასეთი პროდუქტი შედარებით უსაფრთხო და გარანტირებულია. მერე კი, არ დავიზაროთ და დეტალურად შევისწავლოთ ეტიკეტი და თუ აწერია სადმე ან "მცენარეული ცხიმი", ან "სპრედი", ან "კომბინირებული კარაქი", ასეთი პროდუქციის შეძენისგან თავი შევიკავოთ.

- ზოგიერთ ოჯახში სპეციალურად ყიდულობენ ასაწონ კარაქს, რადგან ბევრს ჰგონია, რომ ეს ნატურალური კარაქია.

- მეც ვიცნობ ბევრს, ვისაც ჰგონია, რომ ასაწონი კარაქი უკეთესია. შეიძლება, ერთი პერიოდი ასეც იყო, მაგრამ ახლა ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ასაწონი კარაქი უმეტესად არ იყო ნატურალური, არ იყო კარაქი. სხვათა შორის, ამგვარ შედეგს ჩვენც არ მოველოდით. არაკეთილსინდისიერი ადამიანები ყველგან არიან და გაყალბებისგან არ ვართ დაზღვეულნი. ძალიან სამწუხარო შემთხვევებია. მაგალითად, ნამდვილი კარაქი არ აღმოჩნდა ისიც კი, რომელსაც ეწერა "მონასტრის კარაქი". ევროკავშირში ასეთი რამ გამორიცხულია, რადგან იქ მკაცრად კონტროლდება რძის პროდუქტი. საქართველოშიც ანალოგიური კანონქვემდებარე აქტი უნდა იქნას მიღებული, რომელიც დაგვიცავს მსგავსი გაუგებრობებისაგან. ამ ეტაპზე უკვე მომზადებულია და განხილვის სტადიაშია რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. იმედი გვაქვს, მთავრობა მალე მიიღებს მას. კანონის მიღების შემდეგ უკვე შეუძლებელი გახდება, რომ რძის პროდუქტის სახელით ამგვარი სუროგატული პროდუქტები გაიყიდოს. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება პროექტის განხილვას, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, კანონის მიღება დააჩქარონ. იმედი გვაქვს, ეს კანონი მომავალი წლიდან უკვე ძალაში შევა. ევროკავშირში ვერავინ გაბედავს, რომ "რძის პროდუქტის" სახელწოდებით გაყიდოს პროდუქტი, რომელიც მცენარეულ ცხიმებზეა დამზადებული. ჩვენთანაც ასე უნდა იყოს: საერთოდ უნდა აიკრძალოს "რძის პროდუქტის" დასახელებით ისეთი პროდუქციის გაყიდვა, რომელშიც რძის ცხიმი, ან ცილა უცხო ცხიმებითა და ცილებით არის ჩანაცვლებული. იმედია, ამას მალე მივაღწევთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი ”გზა”