პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრექსა პოლიტიკაში მიდის? - რა შემოთავაზება მიიღო მსახიობმა და დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს"
სანდრექსა პოლიტიკაში მიდის? - რა შემოთავაზება მიიღო მსახიობმა და დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს"

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პერ­სო­ნა­ჟი სან­დრექ­სა, მსა­ხი­ო­ბი სან­დრო კა­კუ­ლია სე­რი­ალს ტო­ვებს და პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის. Ambebi.ge-მ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად მსა­ხი­ობ­თან გა­და­ა­მოწ­მა.

- სან­დრო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პო­ლი­ტი­კა­ში აპი­რებთ წას­ვლას, ვის­გან მი­ი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

- ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. გა­მო­რი­ცხუ­ლია და­კონ­კრე­ტე­ბა, ვის­გან იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე ნამ­დვი­ლად არ მივ­დი­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხრით, ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს საქ­მე და პო­ლი­ტო­ლო­გია. სულ ვკი­თხუ­ლობ წიგ­ნებს და როცა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, მყა­რად გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მერე დავ­თან­ხმდე ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას.

- უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან მი­ი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა თუ უმ­ცი­რე­სო­ბის­გან?

- უკო­მენ­ტა­როდ ვტო­ვებ ამ სა­კითხს.

- თუ შენი "ფე­ის­ბუ­ქის" პოს­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიმ­სჯე­ლებთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" უნდა მი­გე­ღოთ ეს წი­ნა­და­დე­ბა...

- მე დიდი ხა­ნია გა­ვა­უქ­მე "ფე­ის­ბუ­ქი". ობი­ექ­ტუ­რი პოს­ტე­ბი მქონ­და ყო­ველ­თვის. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა თუ უმ­ცი­რე­სო­ბის­გან. მე უმ­რავ­ლე­სო­ბა­შიც ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს ისე­თი, ვინც შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად ისე­ვე ფიქ­რობ­დეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­გორც მე ვფიქ­რობ. მე ობი­ე­ტუ­რო­ბის მწამს.

- პო­ლი­ტი­კას არ უყ­ვარს ობი­ექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი...

- გე­თან­ხმე­ბი, ასეა. ნაკ­ლე­ბად უყ­ვართ ობი­ექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩვენ იმ­დე­ნი ხა­ნია დავ­კარ­გეთ ობი­ექ­ტუ­რო­ბა,კარ­გი იქ­ნე­ბა თუ 2-3 ობი­ექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩე­ვის შემ­დეგ დავ­კარ­გეთ ობი­ექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი?

- 1991 წლის შემ­დეგ და­ი­კარ­გა ობი­ექ­ტუ­რი ხალ­ხი პო­ლი­ტი­კა­ში. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს იყ­ვნენ გუ­ლახ­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში. ახლა კი და­ი­კარ­გნენ რო­გორც ჩვენ­თან, ასე­ვე მსოფ­ლი­ო­ში. ეს აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. ზღვა­რი მოშ­ლი­ლია ობი­ექ­ტუ­რო­ბას­თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მოჩ­ნდეს კაცი ვინც ამ ზღვარ­ზე გა­ივ­ლის.

- მი­ნის­ტრია თუ პარ­ლა­მენ­ტა­რი, ვინც პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა შე­მოგ­თა­ვა­ზა?

- რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ყველ­გან აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხე­ე­ბი არი­ან.

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­დეთ, რომ ცო­ლის გამო სე­რი­ალს ტო­ვებთ...

- ტყუ­ი­ლია ეს, არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გავ­რცელ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია. არ­სად მით­ქვამს, რომ სე­რი­ა­ლი დავ­ტო­ვე. მე აქ ვრჩე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

სანდრექსა პოლიტიკაში მიდის? - რა შემოთავაზება მიიღო მსახიობმა და დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს"

სანდრექსა პოლიტიკაში მიდის? - რა შემოთავაზება მიიღო მსახიობმა და დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს"

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟი სანდრექსა, მსახიობი სანდრო კაკულია სერიალს ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. Ambebi.ge-მ გავრცელებული ინფორმაცია თავად მსახიობთან გადაამოწმა.

- სანდრო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკაში აპირებთ წასვლას, ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

- ვერაფერს ვიტყვი. გამორიცხულია დაკონკრეტება, ვისგან იყო შემოთავაზება. ამ ეტაპზე ნამდვილად არ მივდივარ პოლიტიკაში. სწავლის გაგრძელებას ვაპირებ საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, ყოველთვის მაინტერესებდა ეს საქმე და პოლიტოლოგია. სულ ვკითხულობ წიგნებს და როცა შემოთავაზება მივიღე, მყარად გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. შეიძლება მერე დავთანხმდე ამ შემოთავაზებას.

- უმრავლესობიდან მიიღე შემოთავაზება თუ უმცირესობისგან?

- უკომენტაროდ ვტოვებ ამ საკითხს.

- თუ შენი "ფეისბუქის" პოსტებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, "ნაციონალური მოძრაობისგან" უნდა მიგეღოთ ეს წინადადება...

- მე დიდი ხანია გავაუქმე "ფეისბუქი". ობიექტური პოსტები მქონდა ყოველთვის. რა მნიშვნელობა აქვს უმრავლესობიდან იყო შემოთავაზება თუ უმცირესობისგან. მე უმრავლესობაშიც ბევრი მეგობარი მყავს ისეთი, ვინც შეიძლება ზუსტად ისევე ფიქრობდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, როგორც მე ვფიქრობ. მე ობიეტურობის მწამს.

- პოლიტიკას არ უყვარს ობიექტური ადამიანები...

- გეთანხმები, ასეა. ნაკლებად უყვართ ობიექტური ადამიანები. ჩვენ იმდენი ხანია დავკარგეთ ობიექტურობა,კარგი იქნება თუ 2-3 ობიექტური ადამიანი  მაინც გამოჩნდება პოლიტიკაში.

- ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ დავკარგეთ ობიექტური პოლიტიკოსები?

- 1991 წლის შემდეგ დაიკარგა ობიექტური ხალხი პოლიტიკაში. ეროვნული მოძრაობის დროს იყვნენ გულახდილი ადამიანები პოლიტიკაში. ახლა კი დაიკარგნენ როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოში. ეს აღარ განმეორდება. ზღვარი მოშლილია ობიექტურობასთან, აუცილებელია გამოჩნდეს კაცი ვინც ამ ზღვარზე გაივლის.

- მინისტრია თუ პარლამენტარი, ვინც პოლიტიკაში წასვლა შემოგთავაზა?

- რამდენიმე ადამიანისგან მივიღე შემოთავაზება. ყველგან აქტიურად არიან ჩართული ეს ადამიანები და პოლიტიკური სახეები არიან.

- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ცოლის გამო სერიალს ტოვებთ...

- ტყუილია ეს, არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა ეს ინფორმაცია. არსად მითქვამს, რომ სერიალი დავტოვე. მე აქ ვრჩები.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა