პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სჭირს თუ არა ანრი ჯოხაძეს ხელებზე კანის დაავადება - რატომ უკეთია მომღერალს ყველგან ხელთათმანი (ექსკლუზივი)
სჭირს თუ არა ანრი ჯოხაძეს ხელებზე კანის დაავადება - რატომ უკეთია მომღერალს ყველგან ხელთათმანი (ექსკლუზივი)

მომ­ღე­რა­ლი ანრი ჯო­ხა­ძე ბოლო დროს ამა თუ იმ თავ­შეყ­რის ად­გი­ლას, შო­უ­ში, კლიპ­შიც კი სხვა­დას­ხვა ფე­რის ხელ­თათ­მა­ნით ჩნდე­ბა. ამან ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში ეჭ­ვიც კი გა­ა­ჩი­ნა, - რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა ხომ არ სჭირ­სო და რაკი კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღეს, ჭო­რიც გა­ავ­რცე­ლეს - კა­ნის და­ა­ვა­დე­ბა აქვს და ხე­ლებს ამი­ტომ მა­ლავ­სო...

ან­რის ცოტა ხნის წინ და­ვუ­კავ­შირ­დით და მის ამო­ჩე­მე­ბულ აქ­სე­სუ­არ­ზე ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვეთ. ამას­თან, იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ ხე­ლებ­ზე არა­ფე­რი სჭირს, ambebi.ge-სთვის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფოტო გა­და­ი­ღო.

- ეს ჩემი სტი­ლია და მეტი არა­ფე­რი. ხელ­თათ­მა­ნი გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მი­დან ად­რე­ულ გა­ზა­ფხუ­ლამ­დე მი­კე­თია, ანუ პე­რი­ო­დამ­დე, სა­ნამ და­ცხე­ბა. ახლა უკვე მო­ვიხ­სე­ნი და დამ­შვიდ­დნენ (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

ეს ფე­რად-ფე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბი, კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს. თუმ­ცა ზოგ­მა ჭო­რიც კი გა­მივ­რცე­ლა, რომ ხელ­ზე კა­ნის რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა მჭირს, თი­თებ­ზე გა­მო­ნა­ყა­რი მაქვს და ხელ­თათ­მა­ნით ამ ყვე­ლა­ფერს ვნიღ­ბავ. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, არა­ფე­რიც არ მჭირს, - არა­ნა­ი­რი და­ა­ა­ვა­დე­ბა, უბ­რა­ლოდ მომ­წონს და მი­კე­თია.

- ბევ­რი ხე­ლათ­მა­ნი გაქვს?

- საკ­მა­ოდ - ღია ია­სამ­ნი­ფე­რი, მუქი ია­სამ­ნის­ფე­რი, რამ­დე­ნი­მე წყვი­ლი წი­თე­ლი, შავი, ლურ­ჯი, ბორ­დოს­ფე­რი, ღია ყა­ვის­ფე­რი... მოკ­ლედ, სხვა­დას­ხვა ფერი და ბევ­რი. ეს სტი­ლი მო­ვირ­გე, რა­ღაც უკვე ჩემი მგო­ნია. თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ფე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბი მა­მა­კა­ცებ­ზე კი არა, ქა­ლებ­ზეც არ მი­ნა­ხავს, ვფიქ­რობ, იშ­ვი­ა­თად იკე­თე­ბენ.

- დის­კომ­ფორ­ტს არ გიქ­მნის? არ გა­წუ­ხებს?

- არა, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია. არც ტე­ლე­ფონ­ზე მი­ჭირს "თაჩი", მოკ­ლედ, სა­დაც გინ­და, გა­ი­კე­თე, არ არის პრობ­ლე­მა. არც მო­შარ­დვის დროს მიშ­ლის ხელს (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- სახ­ლშიც გი­კე­თია?

- არა... ამას­წი­ნათ სპორ­ტულ მა­ღა­ზი­ა­ში შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი და გავ­გიჟ­დი, ისე მო­მე­წო­ნა ბი­ლი­არ­დის სა­თა­მა­შოდ გან­კუთ­ვნი­ლი თხე­ლი, ტყა­ვის ხელ­თათ­მა­ნი, "თი­თე­ბი" ნა­ხე­რად გა­დაჭ­რი­ლი აქვს. შე­ვი­ძი­ნე. სხვა­თა შო­რის, "ორ ვარ­სკვლავ­შიც" მე­კე­თა.

- სად ყი­დუ­ლობ ამ აქ­სე­სუ­არს?

- ბაზ­რო­ბა­ზეც, მა­ღა­ზი­ა­შიც, სა­დაც ვნა­ხუ­ლობ, ყვე­ლა­გან ვყი­დუ­ლობ.

- აუ­ცი­ლებ­ლად ტყა­ვის უნდა იყოს?

- სა­სურ­ვე­ლია, რად­გან უფრო გამ­ძლეა...

- მოკ­ლედ, ბოლო ერთი წე­ლი­წა­დია, ხელ­თათ­მა­ნე­ბი ამო­ი­ჩე­მე...

- კი და ის უკვე ჩემ­თა­ნაც იდენ­ტი­ფი­ცირ­დე­ბა... იმ დღეს "კო­მე­დი შო­უ­ში" "ორი ვარ­სკვლა­ვის" იმი­ტა­ცია გა­ა­კე­თეს, მეც გა­მა­ჯავ­რეს. ის ბიჭი ჩემს პა­რო­დი­ას რომ აკე­თებ­და, ამას მხო­ლოდ ხელ­თათ­მა­ნე­ბით მივ­ხვდი... უკვე კარ­გია!

- ძვი­რია შენი ხელ­თა­მა­ნე­ბი?

- 20 ლა­რი­დან იწყე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში 100 ლარს არ აჭარ­ბებს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

სჭირს თუ არა ანრი ჯოხაძეს ხელებზე კანის დაავადება - რატომ უკეთია მომღერალს ყველგან ხელთათმანი (ექსკლუზივი)

სჭირს თუ არა ანრი ჯოხაძეს ხელებზე კანის დაავადება - რატომ უკეთია მომღერალს ყველგან ხელთათმანი (ექსკლუზივი)

მომღერალი ანრი ჯოხაძე ბოლო დროს ამა თუ იმ თავშეყრის ადგილას, შოუში, კლიპშიც კი სხვადასხვა ფერის ხელთათმანით ჩნდება. ამან ადამიანების გარკვეულ ნაწილში ეჭვიც კი გააჩინა, - რაიმე დაავადება ხომ არ სჭირსო და რაკი კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს, ჭორიც გაავრცელეს - კანის დაავადება აქვს და ხელებს ამიტომ მალავსო...

ანრის ცოტა ხნის წინ დავუკავშირდით და მის ამოჩემებულ აქსესუარზე ინტერვიუ ვთხოვეთ. ამასთან, იმის დასადასტურებლად, რომ ხელებზე არაფერი სჭირს, ambebi.ge-სთვის ექსკლუზიური ფოტო გადაიღო.

- ეს ჩემი სტილია და მეტი არაფერი. ხელთათმანი გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე მიკეთია, ანუ პერიოდამდე, სანამ დაცხება. ახლა უკვე მოვიხსენი და დამშვიდდნენ (სიცილით ამბობს)...

ეს ფერად-ფერადი ხელთათმანები, კარგ ხასიათზე მაყენებს. თუმცა ზოგმა ჭორიც კი გამივრცელა, რომ ხელზე კანის რაღაც დაავადება მჭირს, თითებზე გამონაყარი მაქვს და ხელთათმანით ამ ყველაფერს ვნიღბავ. ღმერთმა დამიფაროს, არაფერიც არ მჭირს, - არანაირი დააავადება, უბრალოდ მომწონს და მიკეთია.

- ბევრი ხელათმანი გაქვს?

- საკმაოდ - ღია იასამნიფერი, მუქი იასამნისფერი, რამდენიმე წყვილი წითელი, შავი, ლურჯი, ბორდოსფერი, ღია ყავისფერი... მოკლედ, სხვადასხვა ფერი და ბევრი. ეს სტილი მოვირგე, რაღაც უკვე ჩემი მგონია. თან, საქართველოში ასეთი ფერადი ხელთათმანები მამაკაცებზე კი არა, ქალებზეც არ მინახავს, ვფიქრობ, იშვიათად იკეთებენ.

- დისკომფორტს არ გიქმნის? არ გაწუხებს?

- არა, პირიქით, ძალიან კომფორტულია. არც ტელეფონზე მიჭირს "თაჩი", მოკლედ, სადაც გინდა, გაიკეთე, არ არის პრობლემა. არც მოშარდვის დროს მიშლის ხელს (სიცილით ამბობს)...

- სახლშიც გიკეთია?

- არა... ამასწინათ სპორტულ მაღაზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი და გავგიჟდი, ისე მომეწონა ბილიარდის სათამაშოდ განკუთვნილი თხელი, ტყავის ხელთათმანი, "თითები" ნახერად გადაჭრილი აქვს. შევიძინე. სხვათა შორის, "ორ ვარსკვლავშიც" მეკეთა.

- სად ყიდულობ ამ აქსესუარს?

- ბაზრობაზეც, მაღაზიაშიც, სადაც ვნახულობ, ყველაგან ვყიდულობ.

- აუცილებლად ტყავის უნდა იყოს?

- სასურველია, რადგან უფრო გამძლეა...

- მოკლედ, ბოლო ერთი წელიწადია, ხელთათმანები ამოიჩემე...

- კი და ის უკვე ჩემთანაც იდენტიფიცირდება... იმ დღეს "კომედი შოუში" "ორი ვარსკვლავის" იმიტაცია გააკეთეს, მეც გამაჯავრეს. ის ბიჭი ჩემს პაროდიას რომ აკეთებდა, ამას მხოლოდ ხელთათმანებით მივხვდი... უკვე კარგია!

- ძვირია შენი ხელთამანები?

- 20 ლარიდან იწყება და საქართველოში 100 ლარს არ აჭარბებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება