მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა - ახალი, აუცილებელი ხარჯი ავტომფლობელთათვის
მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა - ახალი, აუცილებელი ხარჯი ავტომფლობელთათვის

თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი გყავთ, მალე ახა­ლი საზ­რუ­ნა­ვი შე­გე­მა­ტე­ბათ. ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ნახ­ვის ხარ­ჯებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის ფასი გაზ­რდის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2013 წელს, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აღი­ნიშ­ნა. 5510 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს, 8245 ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და, 514 კი და­შავ­და. რო­გორ მოხ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი და­ზღვე­ვაა. ასეა ყვე­ლა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, გან­სხვა­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­გან, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 900 000 ავ­ტო­მო­ბი­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 30 000-მდე ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ზღვე­უ­ლია.

პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტომფლო­ბელ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის ამოქ­მე­დე­ბით იგეგ­მე­ბა. შე­სა­ბა­მის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა დიდი ხა­ნია და­წყე­ბუ­ლია. რო­დის იქ­ცე­ვა ის კა­ნო­ნად, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა მთა­ვა­რი ეს არ არის. მთა­ვა­რია, რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ავ­ტომფლო­ბელ­თა ჯი­ბე­ზე და რა რე­გუ­ლა­ცი­ებს შე­მო­ი­ღებს და­ზა­რა­ლე­ბულ­სა და მზღვე­ველს შო­რის.

რო­გორც სა­და­ზღვე­ვო ინ­სტი­ტუ­ტის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი გი­გო­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კა­ნო­ნის­თვის პირ­ვე­ლად მოხ­დე­ბა და­ზღვე­ვის ტა­რი­ფის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­ან­გა­რი­შე­ბა. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან ქარ­თვე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი, უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და შე­ჯა­მე­ბის შე­დე­გად ოპ­ტი­მა­ლუ­რი სა­ტა­რი­ფო ფორ­მუ­ლა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

ავ­ტომფლო­ბელ­თა პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის და­ზღვე­ვა თით­ქმის მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.მა­გა­ლი­თად, შვე­ი­ცა­რი­ა­ში ამ კა­ტე­გო­რი­ის და­ზღვე­ვა ჯერ კი­დევ 1910 წლი­დან მოქ­მე­დებს. ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­სურ­ნე სა­ქარ­თვე­ლოს, ამ­გვა­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც ავალ­დე­ბუ­ლებს.

კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას ნე­ბის­მი­ერ ზა­რალს სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია აა­ნა­ზღა­უ­რებს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა - ახალი, აუცილებელი ხარჯი ავტომფლობელთათვის

მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა - ახალი, აუცილებელი ხარჯი ავტომფლობელთათვის

თუ ავტომობილი გყავთ, მალე ახალი საზრუნავი შეგემატებათ. ავტომობილის შენახვის ხარჯებს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ფასი გაზრდის.

საქართველოში 2013 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი აღინიშნა. 5510 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 8245 ადამიანი დაზარალდა, 514 კი დაშავდა. როგორ მოხდა დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ამის შესახებ შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს.

შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი დაზღვევაა. ასეა ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც დაახლოებით 900 000 ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით 30 000-მდე ავტომობილი დაზღვეულია.

პრობლემის მოგვარება, ქვეყანაში ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით იგეგმება. შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. როდის იქცევა ის კანონად, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარია, როგორ აისახება ეს ავტომფლობელთა ჯიბეზე და რა რეგულაციებს შემოიღებს დაზარალებულსა და მზღვეველს შორის.

როგორც სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, საქართველოში ამ კანონისთვის პირველად მოხდება დაზღვევის ტარიფის პროფესიონალური გაანგარიშება. პროცესში ჩართული იქნებიან ქართველი მათემატიკოსები, უცხოელი ექსპერტები და შეჯამების შედეგად ოპტიმალური სატარიფო ფორმულა ჩამოყალიბდება.

ავტომფლობელთა პასუხიმგებლობის დაზღვევა თითქმის მთელ მსოფლიოში სავალდებულოა.მაგალითად, შვეიცარიაში ამ კატეგორიის დაზღვევა ჯერ კიდევ 1910 წლიდან მოქმედებს. ევროინტეგრაციის მოსურნე საქართველოს, ამგვარი კანონის მიღებას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევისას ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია