მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამართალდამცველებმა 173-ე სკოლის მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს
 სამართალდამცველებმა 173-ე სკოლის მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 173-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნია და "ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი გა­აც­ნეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნია გრძელ­დე­ბა. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თბი­ლის­ში, 173-ე სკო­ლის მოს­წავ­ლებს შეხ­ვდნენ და ე.წ. "ბიო"-ს მოხ­მა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის მი­ზან­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ესა­უბრნენ. შეხ­ვედ­რა­ზე მოს­წავ­ლე­ებს ასე­ვე გა­აც­ნეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით შექ­მნი­ლი კა­ნო­ნი "ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ".

შსს-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა სოფო კი­ლა­ძემ მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­მარ­ტა, რომ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად იკ­რძა­ლე­ბა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა, წარ­მო­ე­ბა, შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა ან გა­სა­ღე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნა ან უკა­ნო­ნოდ გა­ტა­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ის­ჯე­ბა.

შეხ­ვედ­რა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა. შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მოს­წავ­ლე­ებს ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნია გა­აც­ნეს და მათ შე­კი­თხვებს ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხეს. კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნია "ერ­თად შევ­ცვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა", მი­ზა­ნი კი ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის პრე­ვენ­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბაა. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­ებს ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გი­ორ­გი ბუხ­რაშ­ვი­ლი ესა­უბრნენ.

შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მოს­წავ­ლე­ებს ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნი­ის "არა ბი­ო­ნარ­კო­ტიკს!" ფარ­გლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი უჩ­ვე­ნეს, რომ­ლებ­შიც სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექი­მე­ბი ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულ საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მოს­წავ­ლე­ებს და­უ­რიგ­დათ სპე­ცი­ა­ლუ­რად კამ­პა­ნი­ის­თვის დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბი წარ­წე­რით: "არა ბი­ო­ნარ­კო­ტიკს!"

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამართალდამცველებმა 173-ე სკოლის მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

 სამართალდამცველებმა 173-ე სკოლის მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

შსს-ს წარმომადგენლებმა 173-ე სკოლის მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია და "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" კანონი გააცნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანტინარკოტიკული კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, შსს-ს წარმომადგენლები თბილისში, 173-ე სკოლის მოსწავლებს შეხვდნენ და ე.წ. "ბიო"-ს მოხმარების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიის მიზანსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებს ასევე გააცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შექმნილი კანონი "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ".

შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ მოსწავლეებს განუმარტა, რომ კანონის თანახმად იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. კამპანიის სლოგანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება", მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ მოსწავლეებს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე და გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის უფროსი გიორგი ბუხრაშვილი ესაუბრნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანიის ,,არა ბიონარკოტიკს!" ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. მოსწავლეებს დაურიგდათ სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული მაისურები წარწერით: "არა ბიონარკოტიკს!"

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია