პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა, რომ ერთმანეთს, დამატებით საათ-ნახევრით გვახვედრებთ" - რა ხდება გადაცემის კულისებში
"მადლობა, რომ ერთმანეთს, დამატებით საათ-ნახევრით გვახვედრებთ" - რა ხდება გადაცემის კულისებში

17 თე­ბერ­ვალს "პა­ლიტ­რა ტვ"-ს ეთერ­ში "გა­კოს შოუ" გა­ვი­და. ის ოჯა­ხურ წყვილს - კოტე თო­ლორ­და­ვა­სა და განო მე­ლი­თა­ურს მიჰ­ყავთ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი "სახ­ლი­დან", ანუ სტუ­დი­ი­დან უძღვე­ბი­ან გა­და­ცე­მას. ყო­ველ­დღი­უ­რად სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობთ...

რო­გორც გა­ირ­კვა, მა­ყუ­რე­ბელს ეს შოუ მოს­წონს. ამი­ტომ მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, საქ­მეს სულ უფრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­უდ­გნენ. ამას­თან, ამ ახალ ამ­პლუ­ა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვიც მოს­წონთ, რა­ზეც გა­ნომ "ამ­ბე­ბი.გე"-ს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გა­უ­ზი­ა­რა.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ პრო­ექ­ტი შედ­გა. თა­ვი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი (ჩემი და კო­ტეს) "პა­ლიტ­რა­მე­დი­ი­სა" და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის ექ­სპე­რი­მენ­ტი იყო. ვფიქ­რობ, ორი თვის თავ­ზე ცოტა ნა­ად­რე­ვია ჩვე­ნი შოუს შე­სა­ხებ ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ექ­სპე­რი­მენ­ტმა კარ­გი სტარ­ტი აიღო და შედ­გა!

მა­ყუ­რე­ბელს მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და და მგო­ნი, გა­ვუ­მარ­თლეთ. ძა­ლი­ან ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გა­და­ცე­მა გვაქვს, ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, ვართ გუ­ლახ­დი­ლე­ბი და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ გულ­ხა­დილ გა­და­ცე­მას ვა­კე­თებთ.

ჩვენ არ გვაქვს "და­ვარ­ცხნი­ლი" შოუ, მოკ­ლედ, რა­საც ვფიქ­რობთ, იმას ვამ­ბობთ. ნე­ბის­მი­ერ სტუ­მარს თუ თე­მას მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე სხვა ჭრილ­ში წარ­ვად­გენთ... თუ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვართ, ვჩხუ­ბობთ, ან ვკა­მა­თობთ. ჩემი აზ­რით, ეს არის ერთ-ერთი მთავ­რი ფაქ­ტო­რი, რომ ხალ­ხი ჩვე­ნით და­ინ­ტე­რეს­და. ძა­ლი­ან მოს­წონთ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს და აქ­ტი­უ­რად გვწე­რენ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

- რო­გორ გრძნობთ ამ ექ­სპე­რი­მენ­ტის პრო­ცეს­ში თავს?

- კა­მე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, რე­ჟი­სო­რი ვარ და ამი­ტომ კომ­ლექ­სი არა­სო­დეს მქო­ნია, კო­ტეს ხომ ჰქონ­და და ჰქონ­და. გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი, ოპე­რა­ტო­რე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ო­ცარ კომ­ფორ­ტს გვიქ­მნის. შეკ­რუ­ლი გუნ­დი ვართ. სტუმ­რე­ბიც ძა­ლი­ან ლა­ღად არი­ან გა­და­ცე­მა­ში.

- ისე, უკვე საკ­მა­ოდ ბევ­რმა ადა­მინ­მა მი­ი­ღო თქვენს შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

- დიახ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ტი­პის სტუ­მა­რი გვყავ­და. მთავ­რია, რომ ისი­ნი ჩვენ­თან თავს იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ, რომ ავი­წყდე­ბათ კა­მე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა და თუ ჩვე­ნი შოუს ფორმ­ტი­დან და ჩვე­ნი პირ­და­პი­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვი­დან ცოტა და­ძა­ბუ­ლე­ბიც კი არი­ან, ბო­ლოს ავი­წყდე­ბათ, რომ შოუს ჩა­წე­რა­ზე ვსხედ­ვართ... მოკ­ლედ, ხდე­ბი­ან გუ­ლახ­დი­ლე­ბი და ისეთ ამ­ბებს ჰყვე­ნი­ან, რაც არ­სად მო­უ­ყო­ლი­ათ, ამის თხრო­ბის სურ­ვი­ლი სხვა­გან არ გაგ­ვჩე­ნი­აო. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გნაც მა­ყუ­რე­ბე­ლი ასეთ ადა­მი­ა­ნებს აფა­სებს. რე­ჟი­სო­რი ვარ და ვიცი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია კა­მე­რის წინ მო­ი­ტყუო, რად­განც ეკ­რან­ზე ყვე­ლა­ფე­რი იშიფ­რე­ბა. მოკ­ლედ, გა­და­ცე­მა­ში კარ­გად ჩანს, რომ სა­კუ­თარ თავ­თან მარ­თლე­ბი ვართ. ჩვენც და სტუმ­რე­ბიც... გვი­ხა­რია გა­და­ღე­ბა­ზე მის­ვლა, ვფიქ­რობთ თე­მებ­ზე, რისი გაშ­ლაც შო­უ­ში გვინ­და, გვა­ინ­ტე­რე­სებს ასე­ვე ხალ­ხის აზრი. მა­ყუ­რე­ბელს თუ აქამ­დე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ლა­ე­ბით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით, ახლა გა­და­ცე­მა­ში მათი ჩარ­თვაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ისი­ნი ისეთ პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ებს გვიგ­ზავ­ნი­ან, პრობ­ლე­მა­ტურ, მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე, გა­ოც­დე­ბით. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გვენ­დო­ბი­ან, ჩვენ­გან რჩე­ვას ელი­ან. კარ­გი სი­ახ­ლეა ასე­ვე ის, რომ სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­საც შე­უძ­ლი­ათ ჩვენ­თან სტუმ­რო­ბა. მა­გა­ლი­თად, არის ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტი, ან რა­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უნდა, რომ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­სდგეს, ან უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა იყოს კრი­ტი­კუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და გა­და­ცე­მა­ში გვეწ­ვი­ოს.

- თა­ვი­დან ასე გვი­თხა­რით, რომ თით­ქოს ამ გა­და­ცე­მა­ში თქვე­ნი ოჯა­ხუ­რი, ყო­ფი­თი ამ­ბე­ბი, დე­ტა­ლე­ბიც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რად­გა­ნაც გა­და­ცე­მა თქვენს "სახ­ლში" იწე­რე­ბა, მაგ­რამ ეს მთლად ასე არ აღ­მოჩ­ნდა. რა­ტომ?

- რა­ტომ? ჩვენ თით­ქმის ყვე­ლა ეთერ­ში ჩვენს პი­რად ამ­ბებ­ზეც ვსა­უბ­რობთ, მე­ტიც, ზოგ­ჯერ ვკა­მა­თობთ ან ვჩხუ­ბობთ, ვწუ­წუ­ნებთ ან გვი­ხა­რია, ყო­ფი­თი დე­ტა­ლე­ბიც გვაქვს წა­მო­წე­უ­ლი, ზოგ­ჯერ გვი­ერ­თდე­ბა ტა­სოც, ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჯერ 5 წლი­საა და ეს ძა­ლი­ან ორ­გა­ნუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია! არა­ფერს ვდგამთ! უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვის ზომა წონა უნდა ჰქონ­დეს!

ახლა სე­ზო­ნი მო­ვი­და, სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, გა­რეთ გა­ვი­დეთ და გა­და­ცე­მა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბი­დან ჩავ­წე­როთ...

მოკ­ლედ, მი­ხა­რია, რომ ჩვენ­თან მო­სუ­ლი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გავ­ხსე­ნით... მარ­თა­ლია წი­ნას­წარ ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი გვაქვს, მაგ­რამ წამ­ყვა­ნე­ბი ვართ და ბევ­რი რამ იმპრო­ვი­ზა­ცი­აც არის. ეს ახა­ლი­სებს გა­და­ცე­მას. მე და კო­ტეს ძა­ლი­ან ბევ­რი სათ­ქმე­ლი გვაქვს, ბევ­რი რამ მოგ­ვწონს ან არ მოგ­ვწონს, ვე­თან­მხე­ბით ან გვა­ღი­ზი­ა­ნებს. კოტე უფრო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რია რა­ღაც სა­კი­თხში, მე ყვე­ლაფ­რის პირ­და­პირ თქმა ვიცი, არ ვე­რი­დე­ბი სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას, იუ­მორს, თუმ­ცა კარ­გად ვავ­ლებ ზღვარს პირ­და­პი­რო­ბა­სა და უზ­რდე­ლო­ბას შო­რის... ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს, სწო­რედ ეს მოს­წონს ჩემ­ში პი­რად გვერ­დზე ამას ასა­ხე­ლე­ბენ. დიდი მად­ლო­ბა მათ თა­ნად­გო­მის­თვის, თუმ­ცა ზოგ­ჯერ მაკ­რი­ტი­კე­ბენ კი­დე­ვაც, ყვე­ლა სა­პი­რის­პი­რო აზრს აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა. რად­გან ამ­დე­ნი სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა და კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვე­ბა ჩვენს გა­და­ცე­მებს და ფრა­ზებს, "გა­კოს შოუმ" წარ­მა­ტე­ბუ­ლად აიღო სტარ­ტი.

ვი­ტყვი იმა­საც, რომ ამ გა­და­ცე­მამ ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა. დიდი მად­ლო­ბა "პა­ლიტ­რა­მე­დი­ას" იმის­თვი­საც, რომ დღე­ში და­მა­ტე­ბი­თი საათ-ნა­ხე­ვა­რი მოგ­ვცა მე და კო­ტეს ერ­თმა­ნეთ­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ. "გა­კოს შოუ" ჩემ­თვის უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვა, გა­მოც­დი­ლე­ბა და აზარ­ტუ­ლი პრო­ექ­ტია, სა­დაც თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ, თუმ­ცა მე და კოტე არ ვართ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და წინ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გვაქვს სას­წავ­ლი და და­სახ­ვე­წი.

თამ­თა ია­შა­ღაშ­ვი­ლი, გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი:

- ამ ადა­მი­ა­ნებს ადრე არ ვიც­ნობ­დი, ამ შო­უ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი. პირ­ველ რიგ­ში მგო­ნია, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, არა­ნა­ირ სტან­დარ­ტში არ სხდე­ბი­ან. შო­უ­ში ამ­ბე­ბი სპონ­ტა­ნუ­რად ვი­თარ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, მა­ნამ­დე გვაქვს და ვი­ცით გა­და­ცე­მის მო­ნა­ხა­ზი, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი მერე კეთ­დე­ბა. მოკ­ლედ, რაც იქ ხდე­ბა, იმა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არ ვარ, რად­გა­ნაც სრუ­ლი იმპრო­ვი­ზა­ცი­აა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ნოს და კო­ტეს ნა­მოქ­მე­და­რით გა­ოგ­ნე­ბუ­ლიც კი დავ­რჩე­ნილ­ვარ. მოკ­ლედ, ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი რამ ამათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ალ­ბათ სტუ­მარ­ზეც.

- მა­ინც რით გა­ო­ცე­ბენ?

- არ იცი­ან და­ო­კე­ბა. გა­და­ცე­მა მთავ­რდე­ბა და ესე­ნი ისევ ეშხსა თუ "მუ­ღამ­ში" არი­ან...

- რაზე კა­მა­თობთ?

- კა­მა­თი ყველ­გან ხდე­ბა, რა­ღა­ცა­ზე ვთან­ხმდე­ბით, რა­ღა­ცა­ზე - არა. მე ჩემი აზრი მაქვს, ამათ - თა­ვი­სი. მოკ­ლედ, მარ­ტი­ვე­ბიც არ არი­ან, მაგ­რამ არც მე ვარ "კან­ფე­ტი". შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ იფიქ­როს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იო­ლად კეთ­დე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამა­ში დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. დიდი მად­ლო­ბა მათ, ვინც ჩვენს შოუს უყუ­რებს და მოს­წონს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მადლობა, რომ ერთმანეთს, დამატებით საათ-ნახევრით გვახვედრებთ" - რა ხდება გადაცემის კულისებში

"მადლობა, რომ ერთმანეთს, დამატებით საათ-ნახევრით გვახვედრებთ" - რა ხდება გადაცემის კულისებში

17 თებერვალს "პალიტრა ტვ"-ს ეთერში "გაკოს შოუ" გავიდა. ის ოჯახურ წყვილს - კოტე თოლორდავასა და განო მელითაურს მიჰყავთ, რომლებიც თავიანთი "სახლიდან", ანუ სტუდიიდან უძღვებიან გადაცემას. ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანი სტუმრობთ...

როგორც გაირკვა, მაყურებელს ეს შოუ მოსწონს. ამიტომ მთავარი გმირები ცდილობენ, საქმეს სულ უფრო შემოქმედებითად მიუდგნენ. ამასთან, ამ ახალ ამპლუაში საკუთარი თავიც მოსწონთ, რაზეც განომ "ამბები.გე"-ს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.

- ბედნიერი ვარ, რომ პროექტი შედგა. თავიდან ეს ყველაფერი ჩვენი (ჩემი და კოტეს) "პალიტრამედიისა" და შემოქმედებითი ჯგუფის ექსპერიმენტი იყო. ვფიქრობ, ორი თვის თავზე ცოტა ნაადრევია ჩვენი შოუს შესახებ ანალიზის გაკეთება, მაგრამ ექსპერიმენტმა კარგი სტარტი აიღო და შედგა!

მაყურებელს მოლოდინი ჰქონდა და მგონი, გავუმართლეთ. ძალიან ინტერაქტიული გადაცემა გვაქვს, ადამიანებს სხვადასხვა თემაზე ველაპარაკებით, ვართ გულახდილები და მეამაყება, რომ გულხადილ გადაცემას ვაკეთებთ.

ჩვენ არ გვაქვს "დავარცხნილი" შოუ, მოკლედ, რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობთ. ნებისმიერ სტუმარს თუ თემას მაყურებლის წინაშე სხვა ჭრილში წარვადგენთ... თუ ცუდ ხასიათზე ვართ, ვჩხუბობთ, ან ვკამათობთ. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მთავრი ფაქტორი, რომ ხალხი ჩვენით დაინტერესდა. ძალიან მოსწონთ ქართველ ემიგრანტებს და აქტიურად გვწერენ ოფიციალურ გვერდზე.

- როგორ გრძნობთ ამ ექსპერიმენტის პროცესში თავს?

- კამერებთან ურთიერთობის გამოცდილება მქონდა, რეჟისორი ვარ და ამიტომ კომლექსი არასოდეს მქონია, კოტეს ხომ ჰქონდა და ჰქონდა. გადაცემის ფორმატი, პროდიუსერები, ოპერატორები - ეს ყველაფერი საოცარ კომფორტს გვიქმნის. შეკრული გუნდი ვართ. სტუმრებიც ძალიან ლაღად არიან გადაცემაში.

- ისე, უკვე საკმაოდ ბევრმა ადამინმა მიიღო თქვენს შოუში მონაწილეობა...

- დიახ, ყველანაირი ტიპის სტუმარი გვყავდა. მთავრია, რომ ისინი ჩვენთან თავს იმდენად კომფორტულად გრძნობენ, რომ ავიწყდებათ კამერების არსებობა და თუ ჩვენი შოუს ფორმტიდან და ჩვენი პირდაპირობიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა დაძაბულებიც კი არიან, ბოლოს ავიწყდებათ, რომ შოუს ჩაწერაზე ვსხედვართ... მოკლედ,  ხდებიან გულახდილები და ისეთ ამბებს ჰყვენიან, რაც არსად მოუყოლიათ, ამის თხრობის სურვილი სხვაგან არ გაგვჩენიაო. ეს მნიშვნელოვანია, რადგნაც მაყურებელი ასეთ ადამიანებს აფასებს. რეჟისორი ვარ და ვიცი, რომ შეუძლებელია კამერის წინ მოიტყუო, რადგანც ეკრანზე ყველაფერი იშიფრება. მოკლედ, გადაცემაში კარგად ჩანს, რომ საკუთარ თავთან მართლები ვართ. ჩვენც და სტუმრებიც... გვიხარია გადაღებაზე მისვლა, ვფიქრობთ თემებზე, რისი გაშლაც შოუში გვინდა, გვაინტერესებს ასევე ხალხის აზრი. მაყურებელს თუ აქამდე "ფეისბუქის" საშულაებით ვეკონტაქტებოდით, ახლა გადაცემაში მათი ჩართვაც არის შესაძლებელი. ისინი ისეთ პირად ინფორმაციებს გვიგზავნიან, პრობლემატურ, მნიშვნელოვან თემებზე, გაოცდებით. რაც იმას ნიშნავს, რომ გვენდობიან, ჩვენგან რჩევას ელიან. კარგი სიახლეა ასევე ის, რომ საინტერესო, საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებსაც შეუძლიათ ჩვენთან სტუმრობა. მაგალითად, არის ახალგაზრდა პოეტი, ან რაღაც მიმართულებით საინტერესო ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა, რომ მაყურებლის წინაშე წარსდგეს, ან უბრალოდ, შეიძლება იყოს კრიტიკული მაყურებელი და გადაცემაში გვეწვიოს.

- თავიდან ასე გვითხარით, რომ თითქოს ამ გადაცემაში თქვენი ოჯახური, ყოფითი ამბები, დეტალებიც განიხილებოდა, რადგანაც გადაცემა თქვენს "სახლში" იწერება, მაგრამ ეს მთლად ასე არ აღმოჩნდა. რატომ?

- რატომ? ჩვენ თითქმის ყველა ეთერში ჩვენს პირად ამბებზეც ვსაუბრობთ, მეტიც, ზოგჯერ ვკამათობთ ან ვჩხუბობთ, ვწუწუნებთ ან გვიხარია, ყოფითი დეტალებიც გვაქვს წამოწეული, ზოგჯერ გვიერთდება ტასოც, ჩვენი ქალიშვილი, რომელიც ჯერ 5 წლისაა და ეს ძალიან ორგანული და ბუნებრივია! არაფერს ვდგამთ! უბრალოდ, ამ ყველაფერს თავის ზომა წონა უნდა ჰქონდეს!

ახლა სეზონი მოვიდა, საშუალება გვაქვს, გარეთ გავიდეთ და გადაცემა სხვადასხვა ადგილებიდან ჩავწეროთ...

მოკლედ, მიხარია, რომ ჩვენთან მოსული არაერთი ადამიანი გავხსენით... მართალია წინასწარ ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს, მაგრამ წამყვანები ვართ და ბევრი რამ იმპროვიზაციაც არის. ეს ახალისებს გადაცემას. მე და კოტეს ძალიან ბევრი სათქმელი გვაქვს, ბევრი რამ მოგვწონს ან არ მოგვწონს, ვეთანმხებით ან გვაღიზიანებს. კოტე უფრო დიპლომატიურია რაღაც საკითხში, მე ყველაფრის პირდაპირ თქმა ვიცი, არ ვერიდები საკუთარი აზრის დაფიქსირებას, იუმორს, თუმცა კარგად ვავლებ ზღვარს პირდაპირობასა და უზრდელობას შორის... ჩვენს მაყურებელს, სწორედ ეს მოსწონს ჩემში პირად გვერდზე ამას ასახელებენ. დიდი მადლობა მათ თანადგომისთვის, თუმცა ზოგჯერ მაკრიტიკებენ კიდევაც, ყველა საპირისპირო აზრს აქვს არსებობის უფლება. რადგან ამდენი სხვადასხვა მოსაზრება და კომენტარი მოჰყვება ჩვენს გადაცემებს და ფრაზებს, "გაკოს შოუმ" წარმატებულად აიღო სტარტი.

ვიტყვი იმასაც, რომ ამ გადაცემამ ბევრი რამ შემძინა. დიდი მადლობა "პალიტრამედიას" იმისთვისაც, რომ დღეში დამატებითი საათ-ნახევარი მოგვცა მე და კოტეს ერთმანეთთან საურთიერთოდ. "გაკოს შოუ" ჩემთვის უდიდესი გამოწვევა, გამოცდილება და აზარტული პროექტია, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა მე და კოტე არ ვართ ჟურნალისტები და წინ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და დასახვეწი.

თამთა იაშაღაშვილი, გადაცემის პროდიუსერი:

- ამ ადამიანებს ადრე არ ვიცნობდი, ამ შოუზე მუშაობისას გავიცანი. პირველ რიგში მგონია, რომ განსხვავებულები არიან, არანაირ სტანდარტში არ სხდებიან. შოუში ამბები სპონტანურად ვითარდება. უბრალოდ, მანამდე გვაქვს და ვიცით გადაცემის მონახაზი, მაგრამ დანარჩენი მერე კეთდება. მოკლედ, რაც იქ ხდება, იმაზე პასუხისმგებელი არ ვარ, რადგანაც სრული იმპროვიზაციაა. ხშირ შემთხვევაში, განოს და კოტეს ნამოქმედარით გაოგნებულიც კი დავრჩენილვარ. მოკლედ, ფორმატიდან გამომდინარე, ბევრი რამ ამათზეა დამოკიდებული, მაგრამ ალბათ სტუმარზეც.

- მაინც რით გაოცებენ?

- არ იციან დაოკება. გადაცემა მთავრდება და ესენი ისევ ეშხსა თუ "მუღამში" არიან...

- რაზე კამათობთ?

- კამათი ყველგან ხდება, რაღაცაზე ვთანხმდებით, რაღაცაზე - არა. მე ჩემი აზრი მაქვს, ამათ - თავისი. მოკლედ, მარტივებიც არ არიან, მაგრამ არც მე ვარ "კანფეტი". შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი იოლად კეთდება, სინამდვილეში კი ამაში დიდი შრომაა ჩადებული. დიდი მადლობა მათ, ვინც ჩვენს შოუს უყურებს და მოსწონს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება