კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კოჟორიძე - ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები
კახა კოჟორიძე - ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები

ადრე იყ­ვნენ ჩა­რე­ცხი­ლე­ბი, ახლა ვართ ძირ­გა­მომ­თხრე­ლე­ბი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, კახა კო­ჟო­რი­ძე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­სა­მარ­თით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე.

რო­გორც კო­ჟო­რი­ძემ დღეს ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, პრე­მი­ე­რის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არა თუ მა­ღალ, არა­მედ და­ბალ მო­თხოვ­ნე­ბასც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და ეს იყო სა­ში­ში სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

"თუ პრე­მი­ერს მი­აჩ­ნია, რომ ჩვენ ვართ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი და მტრე­ბი, ეს ალ­ბათ კა­ტას­ტრო­ფას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს. ადრე იყ­ვნენ ჩა­რე­ცხი­ლე­ბი, ახლა ვართ ძირ­გა­მომ­თხრე­ლე­ბი", - გა­ნა­ცხდა კო­ჟო­რი­ძემ.

გა­ზეთ "რე­ზო­ნა­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ლაშა ტუ­ღუ­შის შე­ფა­სე­ბით კი, შე­უძ­ლე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან კეთ­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის მი­სა­მარ­თით.

"მი­უ­ღე­ბე­ლია ისე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძველ დრო­ში გვაბ­რუ­ნებს და არ შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში და­ცუ­ლი იყოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და რო­მე­ლიც და­ინ­ტერ­სე­ბუ­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს რე­ფორ­მე­ბი, უწო­დოს ძირ­გა­მომ­თხრე­ლი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი", – გა­ნა­ცხა­და ლაშა ტუ­ღუშ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ეს არის ძა­ლი­ან სა­ში­ში, რად­გან შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის სუნი ას­დის. მან მო­უ­წო­და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კრი­ტი­კუ­ლად შე­ხე­დოს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას.

"ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არ არის და­მარ­ცხდეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩვენ გვინ­და რე­ფორ­მე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ასე­ვე მინ­და მო­ვუ­წო­დო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც იგი­ვე ტო­ნა­ლო­ბა­ში სა­უბ­რო­ბენ, მარ­თლა უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იგ­დე­ბენ თავს. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სი­კე­თის კე­თე­ბა უნ­დათ, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი და­აბ­რა­ლო", - აღ­ნიშ­ნა ტუ­ღუშ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბაც მო­უ­წი­ოთ, მათ შო­რის პარტნი­ო­რებ­თან.

ეკა გი­გა­უ­რის შე­ფა­სე­ბით კი, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ზე უარ­ყო­ფით იმიჯს ქმნი­ან. მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში არ კეთ­დე­ბა და ეს არის და­მან­გრე­ვე­ლი ქვეყ­ნის იმი­ჯის­თვის.

ეკა გი­გა­უ­რი კახი კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც იყო კამ­პა­ნია "ნუ გვის­მენთ" და ამ დროს კა­ლა­ძეს ნამ­დვი­ლად არ აინ­ტე­რე­სებ­და ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მას ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და მას­თან ერ­თად წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს­საც ახორ­ცი­ე­ლებ­და.

"ის რომ, ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ ჩვენს წარ­სულ­ზე, მე ერთ რჩე­ვას მივ­ცემ­დი მათ, ვფიქ­რობ, რომ წარ­სულ­ზე სა­უ­ბა­რი ყვე­ლას მო­ბეზ­რდა ამ ქვე­ყა­ნა­ში. ბა­ტო­ნე­ბო, და­ჯე­ქით და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ვეთ", - აღ­ნიშ­ნა ეკა გი­გა­ურ­მა.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნო­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც შე­აფ­სეს.

SIDA-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ე­რი­სა და კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­შია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას­თან, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გრძნობს თავს კარ­გად წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია აწარ­მო­ოს, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს კამ­პა­ნია - "ისევ გვის­მე­ნენ".

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" წარ­მო­მად­გენ­ლის თა­მარ ავა­ლი­ა­ნის თქმით კი, თუკი ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის პირ­თა მხრი­დან არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით წინ ვერ წავა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კახა კოჟორიძე - ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები

კახა კოჟორიძე - ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები

ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები, - ასე გამოეხმაურა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, კახა კოჟორიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

როგორც კოჟორიძემ დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, პრემიერის მხრიდან გაკეთებული განცხადება არა თუ მაღალ, არამედ დაბალ მოთხოვნებასც ვერ აკმაყოფილებდა და ეს იყო საშიში სამომავლო განვითარებისთვის.

"თუ პრემიერს მიაჩნია, რომ ჩვენ ვართ მოღალატეები და მტრები, ეს ალბათ კატასტროფას შეიძლება ნიშნავდეს. ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები", - განაცხდა კოჟორიძემ.

გაზეთ "რეზონასის" მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის შეფასებით კი, შეუძლებელია დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს შეესაბამებოდეს განცხადებები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კეთდება სამოქალაქო პირების მისამართით.

"მიუღებელია ისეთი ტიპის განცხადებები, რომლებიც ძველ დროში გვაბრუნებს და არ შეიძლება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მოწადინებულია ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და რომელიც დაინტერსებულია განხორციელდეს რეფორმები, უწოდოს ძირგამომთხრელი და ანტისახელმწიფოებრივი", – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე შეფასებით, ეს არის ძალიან საშიში, რადგან შეთქმულების თეორიების სუნი ასდის. მან მოუწოდა პრემიერ-მინისტრს კრიტიკულად შეხედოს საკუთარ პოზიციას.

"ჩვენი ამოცანა არ არის დამარცხდეს ხელისუფლება, ჩვენ გვინდა რეფორმები განხორციელდეს, ასევე მინდა მოვუწოდო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც, რომლებიც იგივე ტონალობაში საუბრობენ, მართლა უხერხულ სიტუაციაში იგდებენ თავს. არ შეიძლება ადამიანებს, რომლებსაც სიკეთის კეთება უნდათ, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები დააბრალო", - აღნიშნა ტუღუშმა.

მისივე თქმით, შეიძლება ხელისუფლებას ახსნა-განმარტებების გაკეთებაც მოუწიოთ, მათ შორის პარტნიორებთან.

ეკა გიგაურის შეფასებით კი, მსგავსი განცხადებები ქვეყანაზე უარყოფით იმიჯს ქმნიან. მსგავსი ტიპის განცხადებები დემოკრატიულ ქვეყანაში არ კეთდება და ეს არის დამანგრეველი ქვეყნის იმიჯისთვის.

ეკა გიგაური კახი კალაძის განცხადებასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, პირველი აქტივობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც იყო კამპანია "ნუ გვისმენთ" და ამ დროს კალაძეს ნამდვილად არ აინტერესებდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან და მასთან ერთად წარმატებულ ბიზნესსაც ახორციელებდა.

"ის რომ, ისინი საუბრობენ ჩვენს წარსულზე, მე ერთ რჩევას მივცემდი მათ, ვფიქრობ, რომ წარსულზე საუბარი ყველას მობეზრდა ამ ქვეყანაში. ბატონებო, დაჯექით და ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშავეთ", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

პრემიერის განცხადება სხვა არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლებმაც შეაფსეს.

SIDA-ს აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის განცხადებით, პრემიერისა და კახა კალაძის განცხადებები პირდაპირ კავშირშია წინასაარჩევნო კამპანიასთან, რადგან ხელისუფლება არ გრძნობს თავს კარგად წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, როდესაც მიმდინარეობს კამპანია - "ისევ გვისმენენ".

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლის თამარ ავალიანის თქმით კი, თუკი ასეთი განცხადებების კეთება გაგრძელდება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების პირთა მხრიდან არასამთავრობო სექტორის მიმართ, საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინ ვერ წავა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა