მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა შალიკაშვილი: "ერთი გამოაგდეს და მეორე როგორ დარჩა, ახლაც ვერ ვხვდები"
მაკა შალიკაშვილი: "ერთი გამოაგდეს და მეორე როგორ დარჩა, ახლაც ვერ ვხვდები"

გუ­შინ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­თხე სე­ზო­ნის სა­კონ­კურ­სო კი­ნო­ტურ­ში ვარ­სკვლა­ვებს ცეკ­ვა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გა­მო­უ­ვი­დათ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცეკ­ვის ექ­სპერ­ტმა გოჩა ჩერ­ტკო­ევ­მა ასე­თი შე­ფა­სე­ბა გა­ა­კე­თა...

თუმ­ცა გუ­შინ ვი­ღა­ცებს მარ­თლა გა­უ­მარ­თლათ: ცეკ­ვა მეტ-ნაკ­ლე­ბად "თი­ელ­მა" და თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ შეძ­ლეს. გა­უ­მარ­თლა კი­დევ ორს - ნუგ­ზარ რუ­ხა­ძე­სა და გია ჯა­ჯა­ნი­ძეს, მათი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პრო­ექ­ტში რჩე­ბი­ან. შოუ გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძემ და­ტო­ვა.

ჩვენ მსა­ხი­ობ მაკა შა­ლი­კაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით და მისი მე­გობ­რე­ბის - გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძი­სა და გია ჯა­ჯა­ნი­ძის შე­სა­ხებ (შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე) კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ.

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი:

- ჩემი თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი - გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე და გია ჯა­ჯა­ნი­ძე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­თხე სე­ზონ­ში რომ ჩა­ერ­თვნენ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. გია ბე­დიღ­ბლი­ა­ნი კა­ცია, ამის მა­გა­ლი­თი გუ­შინ­დელ შო­უ­ში კი­დევ ერთხელ გვაჩ­ვე­ნა, სა­წა­უ­ლად გაძ­ვრა. რა, რო­გორ გა­ა­კე­თა, არ ვიცი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ისევ შო­უ­შია. არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ცეკ­ვი­აო, - ამ­ბობს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას ახერ­ხებს. ჟი­უ­რის წევ­რე­ბის გუ­ლის მო­გე­ბაც შეძ­ლო: ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის კე­თილ­გა­წყო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ასე­ვე გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვის გუ­ლის­მო­გე­ბაც გა­მო­უ­ვი­და... ჯა­ჯუ­ნა მა­გა­რია! ამი­ტომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ასე რომ, ამის შემ­დეგ არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი...

- კი, ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა უთხრა, ექ­სტრა­სენ­სი ხარო... ჰოდა, რო­გორც ჩანს, დახ­მა­რე­ბის­თვის "მო­უხ­მო" გარე ძა­ლებს და გაძ­ვრა...

- ეს კაცი გა­მო­უც­ნო­ბი ფე­ნო­მე­ნია... რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს, გული მწყდე­ბა, რომ პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­მო­ვარ­და. არ იყო პრო­ექ­ტი­დან გა­მო­საშ­ვე­ბი. ბევ­რი თაყ­ვან­სიმ­ცე­მე­ლი ჰყავს, უყ­ვართ, თან, ჟი­უ­რი­საც არ შე­უ­ფა­სე­ბია და­ბა­ლი ქუ­ლე­ბით, მაგ­რამ ესეც ბე­დია, რაც სა­წყე­ნია.

ისე, მგო­ნია, რომ ამ შო­უ­ში ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. შე­იძ­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ისე გა­იხ­სნან და თავი გა­ი­გი­ჟონ, რომ ეს შოუ მაგ­რად "გა­ფე­რად­დეს". თუმ­ცა გია ჯა­ჯა­ნი­ძე ვფიქ­რობ, რომ პრო­ექ­ტში უკვე ერთ-ერთი მკვეთ­რი ფე­რია. მინ­და, რომ ისე­თი არ­ტის­ტუ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს, რომ ყვე­ლას პირი და­ა­ღე­ბი­ნოს...

- კი­დევ გყავს შენი ფა­ვო­რი­ტე­ბი?

- ძა­ლი­ან მომ­წონს თიკა ჯამ­ბუ­რია, მიშა მეს­ხი, ის ჩე­მია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და უნდა გა­ი­მარ­ჯვოს!

- შენ რომ მი­გიწ­ვი­ონ მე­ხუ­თე სე­ზონ­ზე, იცეკ­ვებ?

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" რომ და­მი­ძა­ხონ, ალ­ბათ და­თან­ხმე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უძ­ნე­ლე­სად მეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად მომ­წონს ეს პრო­ექ­ტი, რომ ვნა­ხოთ...

მოკ­ლედ, მა­ყუ­რე­ბელს და ჟი­უ­რის არ აინ­ტე­რე­სებს, გი­ცეკ­ვია თუ არა ოდეს­მე. შე­დე­გი უნდა დადო, თავი არ უნდა შე­ირ­ცხვი­ნო. თუ წახ­ვე­დი შო­უ­ში, უნდა იცეკ­ვო!

- ასე რომ, შენი მე­გობ­რე­ბი­დან გიას გა­უ­მარ­თლა, გი­ორ­გის კი - არა...

- კი, ასეა. არა­და, ჯაჯო ხომ სულ იმას ამ­ბობს, - ბე­ბე­რი ვარო და ისე მსუ­ბუ­ქად აირ­ბენს კი­ბე­ზე და ჩა­მო­ირ­ბენს, რომ იმის ყუ­რე­ბით მე ვიღ­ლე­ბი. გუ­შინ ფორ­მა­ში იყო. ვი­მე­ო­რებ, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ მისი ბედ-იღ­ბლით.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მაკა შალიკაშვილი: "ერთი გამოაგდეს და მეორე როგორ დარჩა, ახლაც ვერ ვხვდები"

მაკა შალიკაშვილი: "ერთი გამოაგდეს და მეორე როგორ დარჩა, ახლაც ვერ ვხვდები"

გუშინ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის საკონკურსო კინოტურში ვარსკვლავებს ცეკვა მაინცდამაინც არ გამოუვიდათ, ყოველ შემთხვევაში, ცეკვის ექსპერტმა გოჩა ჩერტკოევმა ასეთი შეფასება გააკეთა...

თუმცა გუშინ ვიღაცებს მართლა გაუმართლათ: ცეკვა მეტ-ნაკლებად "თიელმა" და თიკა ჯამბურიამ შეძლეს. გაუმართლა კიდევ ორს - ნუგზარ რუხაძესა და გია ჯაჯანიძეს, მათი ხანდაზმულობის მიუხედავად, პროექტში რჩებიან. შოუ გიორგი ნაზღაიძემ დატოვა.

ჩვენ მსახიობ მაკა შალიკაშვილს დავუკავშირდით და მისი მეგობრების - გიორგი ნაზღაიძისა და გია ჯაჯანიძის შესახებ (შოუში მონაწილეობაზე) კომენტარი ვთხოვეთ.

მაკა შალიკაშვილი:

- ჩემი თანაწამყვანები - გიორგი ნაზღაიძე და გია ჯაჯანიძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონში რომ ჩაერთვნენ, ძალიან გამიხარდა. გია ბედიღბლიანი კაცია, ამის მაგალითი გუშინდელ შოუში კიდევ ერთხელ გვაჩვენა, საწაულად გაძვრა. რა, როგორ გააკეთა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ შოუშია. არადა, ცხოვრებაში არ მიცეკვიაო, - ამბობს, მაგრამ ყოველთვის რაღაცას ახერხებს. ჟიურის წევრების გულის მოგებაც შეძლო: ბატონი ლევანის კეთილგაწყობა დაიმსახურა, ასევე გოჩა ჩერტკოევის გულისმოგებაც გამოუვიდა... ჯაჯუნა მაგარია! ამიტომ აღფრთოვანებული და გახარებული ვარ. ასე რომ, ამის შემდეგ არაფერია გამორიცხული...

- კი, ბატონმა ლევანმა უთხრა, ექსტრასენსი ხარო... ჰოდა, როგორც ჩანს, დახმარებისთვის ''მოუხმო'' გარე ძალებს და გაძვრა...

- ეს კაცი გამოუცნობი ფენომენია... რაც შეეხება გიორგი ნაზღაიძეს, გული მწყდება, რომ პირველივე ტურში გამოვარდა. არ იყო პროექტიდან გამოსაშვები. ბევრი თაყვანსიმცემელი ჰყავს, უყვართ, თან, ჟიურისაც არ შეუფასებია დაბალი ქულებით, მაგრამ ესეც ბედია, რაც საწყენია.

ისე, მგონია, რომ ამ შოუში ყველაფერი წინ არის. შეიძლება, მონაწილეები ისე გაიხსნან და თავი გაიგიჟონ, რომ ეს შოუ მაგრად ''გაფერადდეს''. თუმცა გია ჯაჯანიძე ვფიქრობ, რომ პროექტში უკვე ერთ-ერთი მკვეთრი ფერია. მინდა, რომ ისეთი არტისტულობა გამოავლინოს, რომ ყველას პირი დააღებინოს...

- კიდევ გყავს შენი ფავორიტები?

- ძალიან მომწონს თიკა ჯამბურია, მიშა მესხი, ის ჩემია, ძალიან მიყვარს და უნდა გაიმარჯვოს!

- შენ რომ მიგიწვიონ მეხუთე სეზონზე, იცეკვებ?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ დამიძახონ, ალბათ დათანხმება გამიჭირდება. ეს ყველაფერი უძნელესად მეჩვენება, მაგრამ იმდენად მომწონს ეს პროექტი, რომ ვნახოთ...

მოკლედ, მაყურებელს და ჟიურის არ აინტერესებს, გიცეკვია თუ არა ოდესმე. შედეგი უნდა დადო, თავი არ უნდა შეირცხვინო. თუ წახვედი შოუში, უნდა იცეკვო!

- ასე რომ, შენი მეგობრებიდან გიას გაუმართლა, გიორგის კი - არა...

- კი, ასეა. არადა, ჯაჯო ხომ სულ იმას ამბობს, - ბებერი ვარო და ისე მსუბუქად აირბენს კიბეზე და ჩამოირბენს, რომ იმის ყურებით მე ვიღლები. გუშინ ფორმაში იყო. ვიმეორებ, გაოცებული ვარ მისი ბედ-იღბლით.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება