პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეძავობის პირველი დღის ქრონიკა: "ტიტველი და სისხლიანი დავადექი აბასთუმნის გზას"
მეძავობის პირველი დღის ქრონიკა: "ტიტველი და სისხლიანი დავადექი აბასთუმნის გზას"

გა­მო­კი­თხულ მე­ძავ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­უ­ბარ­ზე უპ­რობ­ლე­მოდ დაგ­ვთან­ხმდა. თუკი სუ­რა­თებს არ გა­დაგ­ვი­ღებთ, ჩვე­ნი ამ­ბის მო­ყო­ლას რო­გორ და­გა­მად­ლი­თო, - მი­თხრეს, თან მირ­ჩი­ეს, ლიას გავ­სა­უბ­რე­ბო­დი, რო­მე­ლიც კლი­ენ­ტებს ხან ინ­გას სა­ხე­ლით ეც­ნო­ბა, ხან კი, თავს სვეტ­ლა­ნად ასა­ღებს. ზოგ­ჯერ ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი თა­ვა­დაც არ ახ­სენ­დე­ბა, რად­გან ის მის ბედ­ნი­ერ წარ­სულ­თან ერ­თად და­სა­მარ­და. ლიას მო­ძებ­ნა იოლი არ აღ­მოჩ­ნდა, თურ­მე "ნა­ყო­ფი­ერ" მუ­შა­ო­ბას ეწე­ვა, ამი­ტომ ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქმის ყვე­ლა "სტა­ი­ან­კა­ზე" უწევს დგო­მა. ბო­ლოს მა­ინც მი­ვა­გე­ნი. დი­ლით ადრე, დი­დუ­ბე­ში, გა­მო­ფე­ნის წინ გა­მო­ვი­ჭი­რე. ერთი ბოთ­ლი არ­ყი­სა და ორი კო­ლო­ფი "მაგ­ნას" სა­ნაც­ვლოდ, მის­გან ძალ­ზე სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე...

ოც­და­ხუ­თი წლის წინ, როცა ლია და­ბა­დე­ბუ­ლა, თურ­მე სა­შინ­ლად ცი­ო­და, დიდი თოვ­ლი მო­სუ­ლა, სულ რა­ღაც ერთი დღით, გა­ზიც გა­მორ­თუ­ლა. სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში გან­გა­ში აუ­ტე­ხავთ: ახალ­შო­ბი­ლე­ბი არ დაგ­ვე­ყი­ნო­ნო... პა­ტა­რა ლიას სი­ცი­ვე რას უზამ­და? - ის დე­დას მაგ­რად ჰყავ­და მკერ­დზე მი­ხუ­ტე­ბუ­ლი და წუ­თი­თაც არ იცი­ლებ­და, - არა­და, უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და: ბავ­შვი ორი ათას მა­ნეთ­ზე უნდა გა­და­ეც­ვა­ლა. შინ სამი ბიჭი ჰყავ­და. უფ­რო­სი ცო­ლის შერ­თვას აპი­რებ­და, უმ­ცრო­სი სკო­ლას ამ­თავ­რებ­და, რო­გორ მი­უყ­ვან­და მათ ჩვილს?! არც ქმრის­თვის უნ­დო­და, საზ­რუ­ნა­ვი და­ე­მა­ტე­ბი­ნა... მეშ­ვი­დე დღეს, ფე­ხაკ­რე­ფით გა­ი­პა­რა სამ­შო­ბი­ა­რო­დან. ლია კი შეძ­ლე­ბულ­მა ცოლ-ქმარ­მა იშ­ვი­ლა. მათ ორი ათა­სი მა­ნე­თი გა­და­უ­ხა­დეს ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას. ასე აღ­მოჩ­ნდა პა­ტა­რა ლია მზრუნ­ველ და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯახ­ში. ლიამ მათ­ზე გუ­ლის­ტკი­ვი­ლით მი­ამ­ბო:

- მა­ნე­ბივ­რებ­დნენ... რაც სხვა ბავ­შვებს ეკ­რძა­ლე­ბო­დათ, ჩემ­თვის შე­იძ­ლე­ბო­და. მე ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა მქონ­და. არ მიყ­ვი­როდ­ნენ, არ მტუქ­სავ­დნენ, არაფ­რის­თვის არ მსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ. მეც თავი ყვე­ლა­ზე ამა­ყად მე­ჭი­რა და ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რიც მე­გო­ნა. სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, მა­მა­ჩემ­მა მთე­ლი ევ­რო­პა მო­მა­ტა­რა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ ერ­თმა უც­ნა­ურ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­მინ­გრია... ბულ­გა­რეთ­ში ვი­ყა­ვით მე და მა­მა­ჩე­მი და­სას­ვე­ნებ­ლად, იქი­დან რომ ჩა­მო­ვე­დით, დედა შეც­ვლი­ლი მოგ­ვეჩ­ვე­ნა. ემ­ჩნე­ო­და, რომ რა­ღა­ცა აწუ­ხებ­და. ნერ­ვი­უ­ლობ­და, ღამ­ღა­მო­ბით ტი­რო­და, ვე­ღარ იძი­ნებ­და. გა­დავ­წყვი­ტე, გა­მერ­კვია, რა ხდე­ბო­და. ყუ­რა­დღე­ბა დავ­ძა­ბე, სულ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ვუთ­ვალ­თვა­ლებ­დი. ერთხელ ტე­ლე­ფო­ნით ლა­პა­რა­კობ­და; გა­ვი­გო­ნე, რომ თქვა: რამ­დენ­საც მთხოვს, მივ­ცემ, მთა­ვა­რია, ჩემ­მა შვილ­მა სი­მარ­თლე არ გა­ი­გო­სო. კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, მივ­ხვდი, რომ მშო­ბე­ლი რა­ღა­ცას მი­მა­ლავ­დნენ...

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და?

- სკო­ლას ვამ­თავ­რებ­დი. მე­თერ­თმე­ტე კლას­ში ვი­ყა­ვი. უკვე მა­ი­სი იყო, ჩვენ­თან ვი­ღაც ქალი რომ მო­ვი­და. დე­და­ჩემს უთხრა: ან ფული მო­მე­ცი, ან არა და, შენს შვილს სი­მარ­თლეს ვე­ტყვიო. დე­და­ჩემ­მა ის ქალი გა­აგ­დო. წადი, თო­რემ მი­ლი­ცი­ას გა­მო­ვი­ძა­ხე­ბო. ჩუ­მად გა­ვე­კი­დე უკან. გა­ვა­ჩე­რე და ვუ­თხა­რი: ფულს მე გა­და­გიხ­დით, მი­თხა­რით, ვინ ხართ და რა გინ­დათ-მეთ­ქი - დე­და­შე­ნი ვარო, - მი­თხრა და­უ­ფა­რა­ვად. მა­შინ­ვე კან­კალ­მა ამი­ტა­ნა. იმ ქალ­მა სი­მარ­თლე რომ მი­ამ­ბო, ისე­თი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს ფეხ­ქვეშ მიწა გა­მო­მე­ცა­ლა. ჯერ გი­ჟი­ვით და­ვი­წყე ქუ­ჩა­ში სირ­ბი­ლი, მერე კი და­ქა­ლა­თან გა­ვი­ქე­ცი.

- რა­ტომ? რა­ტომ გქონ­და ასე­თი ცუდი რე­აქ­ცია? შენ ხომ მშობ­ლე­ბი ჩი­ტის რძე­საც არ გაკ­ლებ­დნენ, ისე გაგ­ზარ­დეს, მათი ამა­გი ვერ და­ა­ფა­სე?

- იმ­წუ­თას მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ ისი­ნი მე­ზი­ზღე­ბოდ­ნენ. სა­ოც­რად მო­მინ­და, აღა­რა­სო­დეს მე­ნა­ხა. არ ვიცი, რა ვერ ვა­პა­ტიე, დღემ­დე არ ვიცი, მაგ­რამ დღემ­დე მე­ჯავ­რე­ბი­ან. არც ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა მიყ­ვარს, არც მი­ნა­ხავს და არც ვნა­ხავ არა­სო­დეს, მაგ­რამ ის არ მე­ჯავ­რე­ბა...

- მერა რა მოხ­და? სახ­ლში აღარ დაბ­რუნ­დი?

- სამი დღე და­ქალ­თან ვი­ყა­ვი. დე­და­მი­სი მი­ვი­და ჩემს მშობ­ლებ­თან და უამ­ბო, რაც მოხ­და. მა­მა­ჩე­მი მა­შინ­ვე ცუ­დად გამ­ხდა­რა. იფიქ­რეს, დავ­მშვიდ­დე­ბო­დი და უკან დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. სამი დღის შემ­დეგ, ავ­ტო­ბუს­ში ჩავ­ჯე­ქი და ახალ­ცი­ხე­ში წა­ვე­დი. იქ უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო ახა­ლი გახ­სნი­ლი. ჩემი მე­გობ­რე­ბი სწავ­ლობ­დნენ. მათ მი­ვა­კი­თხე. მშობ­ლებ­მა თურ­მე ძებ­ნა და­მი­წყეს. ერთი თვის შემ­დეგ, აბას­თუმ­ნის გზა­ზე ტიტ­ვე­ლი მი­პო­ვეს...

- რა­ტომ იყა­ვი ტიტ­ვე­ლი?

- ჩემს მე­გობ­რებს რომ მო­ვუ­ყე­ვი, რაც შე­მემ­თხვა, მი­თხრეს: მშობ­ლებს ნუ ანერ­ვი­უ­ლებ, სახ­ლში წა­დიო - და მა­ტა­რე­ბელ­ში ჩამ­სვეს. მე სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა არ მინ­დო­და და ჩუ­მად ჩა­მო­ვე­დი ვა­გო­ნი­დან. ორი ღამე სად­გურ­ში გა­ვა­თე­ნე. მე­სა­მე ღა­მეს ერ­თმა სო­მეხ­მა თა­ვის­თან წა­მიყ­ვა­ნა. დი­ლით მაგ­რად მცე­მა.

- რა­ტომ?

- ქა­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი და მე­ჩხუ­ბა: რა­ტომ მო­მა­ტყუე, შარი რა­ტომ ამ­კი­დეო?.. ვუხ­სნი­დი - ნუ გე­ში­ნია, არ გი­ჩივ­ლებ-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩემი არ ეს­მო­და. ნა­ცე­მი, ქუ­ჩა­ში გა­მო­მაგ­დო. ვი­ღა­ცამ მან­ქა­ნა გა­მი­ჩე­რა... მერე იმან კი­დევ ვი­ღა­ცას­თან მი­მიყ­ვა­ნა... და ა.შ. ერთი სი­ტყვით, ახალ­ცი­ხე­ში გა­მოჩ­ნდა უფა­სო ბოზი - ლა­მა­ზი, ქერა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ღა­მის გა­სა­თევს თხო­უ­ლობ­და, მეტს არა­ფერს. ბო­ლოს, ბი­ჭებ­მა აბას­თუ­მან­ში წა­მიყ­ვა­ნეს. გზა­ში ჩხუ­ბი მოგ­ვი­ვი­და, მე მან­ქა­ნა­ში შიშ­ვე­ლი ვი­ჯე­ქი - ბი­ჭებს ასე მოს­წონ­დათ... მერე კარი გა­ა­ღეს და მან­ქა­ნი­დან გად­მო­მაგ­დეს. რა უნდა მექ­ნა? - ასე, ტიტ­ვე­ლი და და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი და­ვა­დე­ქი გზას, იქ­ნებ, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტამ­დე მი­ვი­დე-მეთ­ქი. უც­ბად მი­ლი­ცია და ჩემი მშობ­ლე­ბი და­მად­გნენ თავს.

- მშობ­ლებ­მა რა გი­თხრეს? ჩხუ­ბი ხომ არ და­გი­წყეს?

- არა, პი­რი­ქით – გულ­ში ჩა­მიკ­რეს და სახ­ლში ისე ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს, სულ ბო­დი­შებს მიხ­დიდ­ნენ.

- რის გამო გიხ­დიდ­ნენ ბო­დიშს?

- სი­მარ­თლე რომ შე­ვი­ტყვე, სა­ი­დუმ­ლო კარ­გად რომ ვერ შე­ი­ნა­ხეს და გა­ვი­გე, ნაშ­ვი­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვი. ახლა ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. ისი­ნი ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან. მათ ჩემი არა­ფე­რი მარ­თებთ და არც მე მმარ­თებს მათი რამე. ჩვენ ერ­თმა­ნე­თი ისე­ვე გა­ვამ­წა­რეთ, რო­გორც გა­ვა­ბედ­ნი­ე­რეთ.

- რით და­ი­ღუპ­ნენ შენი მშობ­ლე­ბი?

- მე რომ სახ­ლში კა­ცე­ბი მა­კი­თხავ­დნენ, მა­მა­ჩე­მი ნერ­ვი­უ­ლობ­და, გულ­მა "და­არ­ტყა". ჩაის სვამ­და. უც­ბად უთ­ქვამს, - გული მტკი­ვაო, - და სკა­მი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლა კი­დეც... დე­და­ჩე­მი მისი სიკ­ვდი­ლი­დან ორი კვი­რის თავ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ სა­ნამ მოკ­ვდე­ბო­და, მთე­ლი ქო­ნე­ბა თა­ვის დის­შვი­ლებს და­უმ­ტკი­ცა, რომ იტყვი­ან - "მშრალ­ზე დამ­სვა". იქ რაღა მინ­დო­და ან ვინ გა­მა­ჩე­რებ­და?!. ჯერ საყ­ვა­რე­ლი მყავ­და. ბინა და­მი­ქი­რა­ვა და როცა მო­უნ­დე­ბო­და, მა­შინ მო­დი­ო­და. მაგ­რამ მისი ლო­დი­ნი მომ­წყინ­და. გა­მო­ვე­დი ქუ­ჩა­ში. რო­მელ მან­ქა­ნა­საც ხელი ავუ­წიე, ყვე­ლამ გა­მი­ჩე­რა, კა­ცებს ჩემი თეთ­რი სხე­უ­ლით ვა­გი­ჟებ...

- არც კი ვიცი, რა უნდა გკი­თხო, შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ შენი ამ­ბით...

- მე არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ. დავ­წვე­ბი, და­მე­ძი­ნე­ბა, ავ­დგე­ბი და მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ. როცა დავ­ფიქ­რდე­ბი, ვგიჟ­დე­ბი კი­დეც... ბევ­რს ვმუ­შა­ობ, რომ ამ­ბო­ბენ - მე­ძა­ვე­ბი მა­გარ მა­ყუთს ღუ­ნა­ვე­ნო, - ტყუ­ი­ლია: დღე­ში ოცი ლარი თუ ვი­შო­ვე, ვამ­ბობ, ბედ­ნი­ე­რი დღე გა­მი­თენ­და-მეთ­ქი. იცი, რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა? როცა ცხოვ­რე­ბით ხარ კმა­ყო­ფი­ლი. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა იწ­ვევს ამ კმა­ყო­ფი­ლე­ბას...

- შენ ბედ­ნი­ე­რი ხარ?

- ... აქ ერთი გო­გოა. ორი შვი­ლი ჰყავს. გა­მო­ვა, დად­გე­ბა. ერთ კლი­ენტს გა­მო­ი­ჭერს. ექ­ვსი ლა­რიც რომ გა­ა­კე­თოს, ბედ­ნი­ე­რია: თა­ვის "ჩი­ტებს" საჭ­მელს მო­უ­ტანს. მის­თვის ეს არის ბედ­ნი­ე­რე­ბა. ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა ის იქ­ნე­ბო­და, დე­და­ჩემს რომ ფულ­ზე არ გა­ვე­ყი­დე. მან სა­კუ­თა­რი სის­ხლი და ხორ­ცი გა­ყი­და. მე მხო­ლოდ სა­კუ­თარ ხორცს ვყი­დი...

ლელა ჭან­კო­ტა­ზე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#15 11.04.2002

მეძავობის პირველი დღის ქრონიკა: "ტიტველი და სისხლიანი დავადექი აბასთუმნის გზას"

მეძავობის პირველი დღის ქრონიკა: "ტიტველი და სისხლიანი დავადექი აბასთუმნის გზას"

გამოკითხულ მეძავთა უმრავლესობა საუბარზე უპრობლემოდ დაგვთანხმდა. თუკი სურათებს არ გადაგვიღებთ, ჩვენი ამბის მოყოლას როგორ დაგამადლითო, - მითხრეს, თან მირჩიეს, ლიას გავსაუბრებოდი, რომელიც კლიენტებს ხან ინგას სახელით ეცნობა, ხან კი, თავს სვეტლანად ასაღებს. ზოგჯერ ნამდვილი სახელი თავადაც არ ახსენდება, რადგან ის მის ბედნიერ წარსულთან ერთად დასამარდა. ლიას მოძებნა იოლი არ აღმოჩნდა, თურმე "ნაყოფიერ" მუშაობას ეწევა, ამიტომ ერთი დღის განმავლობაში, თითქმის ყველა "სტაიანკაზე" უწევს დგომა. ბოლოს მაინც მივაგენი. დილით ადრე, დიდუბეში, გამოფენის წინ გამოვიჭირე. ერთი ბოთლი არყისა და ორი კოლოფი "მაგნას" სანაცვლოდ, მისგან ძალზე სევდიანი ამბავი მოვისმინე...

ოცდახუთი წლის წინ, როცა ლია დაბადებულა, თურმე საშინლად ციოდა, დიდი თოვლი მოსულა, სულ რაღაც ერთი დღით, გაზიც გამორთულა. სამშობიარო სახლში განგაში აუტეხავთ: ახალშობილები არ დაგვეყინონო... პატარა ლიას სიცივე რას უზამდა? - ის დედას მაგრად ჰყავდა მკერდზე მიხუტებული და წუთითაც არ იცილებდა, - არადა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა: ბავშვი ორი ათას მანეთზე უნდა გადაეცვალა. შინ სამი ბიჭი ჰყავდა. უფროსი ცოლის შერთვას აპირებდა, უმცროსი სკოლას ამთავრებდა, როგორ მიუყვანდა მათ ჩვილს?! არც ქმრისთვის უნდოდა, საზრუნავი დაემატებინა... მეშვიდე დღეს, ფეხაკრეფით გაიპარა სამშობიაროდან. ლია კი შეძლებულმა ცოლ-ქმარმა იშვილა. მათ ორი ათასი მანეთი გადაუხადეს ბიოლოგიურ დედას. ასე აღმოჩნდა პატარა ლია მზრუნველ და მოსიყვარულე ოჯახში. ლიამ მათზე გულისტკივილით მიამბო:

- მანებივრებდნენ... რაც სხვა ბავშვებს ეკრძალებოდათ, ჩემთვის შეიძლებოდა. მე ყველაფრის უფლება მქონდა. არ მიყვიროდნენ, არ მტუქსავდნენ, არაფრისთვის არ მსაყვედურობდნენ. მეც თავი ყველაზე ამაყად მეჭირა და ყველაზე ბედნიერიც მეგონა. სკოლას რომ ვამთავრებდი, მამაჩემმა მთელი ევროპა მომატარა. შემიძლია ვთქვა, რომ ფუფუნებაში გავიზარდე, მაგრამ ერთმა უცნაურმა შემთხვევამ მთელი ცხოვრება დამინგრია... ბულგარეთში ვიყავით მე და მამაჩემი დასასვენებლად, იქიდან რომ ჩამოვედით, დედა შეცვლილი მოგვეჩვენა. ემჩნეოდა, რომ რაღაცა აწუხებდა. ნერვიულობდა, ღამღამობით ტიროდა, ვეღარ იძინებდა. გადავწყვიტე, გამერკვია, რა ხდებოდა. ყურადღება დავძაბე, სულ ვაკვირდებოდი, ვუთვალთვალებდი. ერთხელ ტელეფონით ლაპარაკობდა; გავიგონე, რომ თქვა: რამდენსაც მთხოვს, მივცემ, მთავარია, ჩემმა შვილმა სიმართლე არ გაიგოსო. კინაღამ გავგიჟდი, მივხვდი, რომ მშობელი რაღაცას მიმალავდნენ...

- რამდენი წლის იყავი, ეს ამბავი რომ მოხდა?

- სკოლას ვამთავრებდი. მეთერთმეტე კლასში ვიყავი. უკვე მაისი იყო, ჩვენთან ვიღაც ქალი რომ მოვიდა. დედაჩემს უთხრა: ან ფული მომეცი, ან არა და, შენს შვილს სიმართლეს ვეტყვიო. დედაჩემმა ის ქალი გააგდო. წადი, თორემ მილიციას გამოვიძახებო. ჩუმად გავეკიდე უკან. გავაჩერე და ვუთხარი: ფულს მე გადაგიხდით, მითხარით, ვინ ხართ და რა გინდათ-მეთქი - დედაშენი ვარო, - მითხრა დაუფარავად. მაშინვე კანკალმა ამიტანა. იმ ქალმა სიმართლე რომ მიამბო, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ჯერ გიჟივით დავიწყე ქუჩაში სირბილი, მერე კი დაქალათან გავიქეცი.

- რატომ? რატომ გქონდა ასეთი ცუდი რეაქცია? შენ ხომ მშობლები ჩიტის რძესაც არ გაკლებდნენ, ისე გაგზარდეს, მათი ამაგი ვერ დააფასე?

- იმწუთას მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ისინი მეზიზღებოდნენ. საოცრად მომინდა, აღარასოდეს მენახა. არ ვიცი, რა ვერ ვაპატიე, დღემდე არ ვიცი, მაგრამ დღემდე მეჯავრებიან. არც ჩემი ბიოლოგიური დედა მიყვარს, არც მინახავს და არც ვნახავ არასოდეს, მაგრამ ის არ მეჯავრება...

- მერა რა მოხდა? სახლში აღარ დაბრუნდი?

- სამი დღე დაქალთან ვიყავი. დედამისი მივიდა ჩემს მშობლებთან და უამბო, რაც მოხდა. მამაჩემი მაშინვე ცუდად გამხდარა. იფიქრეს, დავმშვიდდებოდი და უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. სამი დღის შემდეგ, ავტობუსში ჩავჯექი და ახალციხეში წავედი. იქ უნივერსიტეტი იყო ახალი გახსნილი. ჩემი მეგობრები სწავლობდნენ. მათ მივაკითხე. მშობლებმა თურმე ძებნა დამიწყეს. ერთი თვის შემდეგ, აბასთუმნის გზაზე ტიტველი მიპოვეს...

- რატომ იყავი ტიტველი?

- ჩემს მეგობრებს რომ მოვუყევი, რაც შემემთხვა, მითხრეს: მშობლებს ნუ ანერვიულებ, სახლში წადიო - და მატარებელში ჩამსვეს. მე სახლში დაბრუნება არ მინდოდა და ჩუმად ჩამოვედი ვაგონიდან. ორი ღამე სადგურში გავათენე. მესამე ღამეს ერთმა სომეხმა თავისთან წამიყვანა. დილით მაგრად მცემა.

- რატომ?

- ქალიშვილი ვიყავი და მეჩხუბა: რატომ მომატყუე, შარი რატომ ამკიდეო?.. ვუხსნიდი - ნუ გეშინია, არ გიჩივლებ-მეთქი, მაგრამ ჩემი არ ესმოდა. ნაცემი, ქუჩაში გამომაგდო. ვიღაცამ მანქანა გამიჩერა... მერე იმან კიდევ ვიღაცასთან მიმიყვანა... და ა.შ. ერთი სიტყვით, ახალციხეში გამოჩნდა უფასო ბოზი - ლამაზი, ქერა გოგონა, რომელიც მხოლოდ ღამის გასათევს თხოულობდა, მეტს არაფერს. ბოლოს, ბიჭებმა აბასთუმანში წამიყვანეს. გზაში ჩხუბი მოგვივიდა, მე მანქანაში შიშველი ვიჯექი - ბიჭებს ასე მოსწონდათ... მერე კარი გააღეს და მანქანიდან გადმომაგდეს. რა უნდა მექნა? - ასე, ტიტველი და დასისხლიანებული დავადექი გზას, იქნებ, დასახლებულ პუნქტამდე მივიდე-მეთქი. უცბად მილიცია და ჩემი მშობლები დამადგნენ თავს.

- მშობლებმა რა გითხრეს? ჩხუბი ხომ არ დაგიწყეს?

- არა, პირიქით – გულში ჩამიკრეს და სახლში ისე ჩამომიყვანეს, სულ ბოდიშებს მიხდიდნენ.

- რის გამო გიხდიდნენ ბოდიშს?

- სიმართლე რომ შევიტყვე, საიდუმლო კარგად რომ ვერ შეინახეს და გავიგე, ნაშვილები რომ ვიყავი. ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. ისინი ცოცხლები აღარ არიან. მათ ჩემი არაფერი მართებთ და არც მე მმართებს მათი რამე. ჩვენ ერთმანეთი ისევე გავამწარეთ, როგორც გავაბედნიერეთ.

- რით დაიღუპნენ შენი მშობლები?

- მე რომ სახლში კაცები მაკითხავდნენ, მამაჩემი ნერვიულობდა, გულმა "დაარტყა". ჩაის სვამდა. უცბად უთქვამს, - გული მტკივაო, - და სკამიდან გადმოვარდნილა კიდეც... დედაჩემი მისი სიკვდილიდან ორი კვირის თავზე გარდაიცვალა, მაგრამ სანამ მოკვდებოდა, მთელი ქონება თავის დისშვილებს დაუმტკიცა, რომ იტყვიან - "მშრალზე დამსვა". იქ რაღა მინდოდა ან ვინ გამაჩერებდა?!. ჯერ საყვარელი მყავდა. ბინა დამიქირავა და როცა მოუნდებოდა, მაშინ მოდიოდა. მაგრამ მისი ლოდინი მომწყინდა. გამოვედი ქუჩაში. რომელ მანქანასაც ხელი ავუწიე, ყველამ გამიჩერა, კაცებს ჩემი თეთრი სხეულით ვაგიჟებ...

- არც კი ვიცი, რა უნდა გკითხო, შეძრწუნებული ვარ შენი ამბით...

- მე არაფერზე ვფიქრობ. დავწვები, დამეძინება, ავდგები და მუშაობას ვიწყებ. როცა დავფიქრდები, ვგიჟდები კიდეც... ბევრს ვმუშაობ, რომ ამბობენ - მეძავები მაგარ მაყუთს ღუნავენო, - ტყუილია: დღეში ოცი ლარი თუ ვიშოვე, ვამბობ, ბედნიერი დღე გამითენდა-მეთქი. იცი, რა არის ბედნიერება? როცა ცხოვრებით ხარ კმაყოფილი. არა აქვს მნიშვნელობა, რა იწვევს ამ კმაყოფილებას...

- შენ ბედნიერი ხარ?

- ... აქ ერთი გოგოა. ორი შვილი ჰყავს. გამოვა, დადგება. ერთ კლიენტს გამოიჭერს. ექვსი ლარიც რომ გააკეთოს, ბედნიერია: თავის "ჩიტებს" საჭმელს მოუტანს. მისთვის ეს არის ბედნიერება. ჩემი ბედნიერება ის იქნებოდა, დედაჩემს რომ ფულზე არ გავეყიდე. მან საკუთარი სისხლი და ხორცი გაყიდა. მე მხოლოდ საკუთარ ხორცს ვყიდი...

ლელა ჭანკოტაზე

ჟურნალი "გზა"

#15 11.04.2002

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია