საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქოს სპეციალური განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით
საპატრიარქოს სპეციალური განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­სა­ღე­ბი გახ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ვრცელ­დე­ბა არას­წო­რი აზრი, თით­ქოს გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შემ­დეგ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი მი­სა­ღე­ბი გახ­და ეკ­ლე­სი­ის­თვი­საც. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ახალ ვერ­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ვერ და­ე­თან­ხმე­ბა, რად­გან ბოლო ვა­რი­ან­ტის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. ზე­პი­რი სა­უბ­რე­ბით და ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით კი ასეთ სე­რი­ო­ზულ თე­მა­ზე ნაჩ­ქა­რე­ვი შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან მარ­თე­ბუ­ლი არ არის.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში თავ­და­პირ­ვე­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი აშ­კა­რად ჩან­და, ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა და იგი უფრო სე­რი­ო­ზულ შეს­წავ­ლას და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის (იუ­რის­ტე­ბის, ფსი­ქო­ლო­გე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ექ­სპერ­ტე­ბის) დას­კვნას სა­ჭი­რო­ებს.

ჩვენ მად­ლი­ერ­ნი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის, რომ იგი გა­გე­ბით მო­ე­კი­და ეკ­ლე­სი­ის სიფრ­თხი­ლეს, მაგ­რამ ისიც გვინ­და დავ­ძი­ნოთ, რომ ეკ­ლე­სია ამ შემ­თხვე­ვა­ში იცავ­და და იცავს არა მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის, არა­მედ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მრევ­ლის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის (რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის გა­ნურ­ჩევ­ლად) იმ ნა­წი­ლის ინ­ტე­რე­სებ­სა და უფ­ლე­ბას, რომ­ლის­თვი­საც ზნე­ობ­რი­ვი ნორ­მე­ბის დაც­ვა არ­სე­ბით აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტი ეკლესიისთვის მისაღები გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი მისაღები გახდა ეკლესიისთვისაც. კანონპროექტის ახალ ვერსიას საქართველოს საპატრიარქო ვერ დაეთანხმება, რადგან ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება არ გვქონდა. ზეპირი საუბრებით და ცალკეული სასულიერო პირების განცხადებებით კი ასეთ სერიოზულ თემაზე ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის.

საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების (იურისტების, ფსიქოლოგების, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების) დასკვნას საჭიროებს.

ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს პრემიერის, რომ იგი გაგებით მოეკიდა ეკლესიის სიფრთხილეს, მაგრამ ისიც გვინდა დავძინოთ, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში იცავდა და იცავს არა მხოლოდ სასულიერო პირების, არამედ მართლმადიდებელი მრევლის და საქართველოს მოსახლეობის (რელიგიური მრწამსის განურჩევლად) იმ ნაწილის ინტერესებსა და უფლებას, რომლისთვისაც ზნეობრივი ნორმების დაცვა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია