პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტემპერამენტიანი მამაკაცები და მზის მოყვარული ქართველები - რას წერს GO NOMAND საქართველოზე
ტემპერამენტიანი მამაკაცები და მზის მოყვარული ქართველები - რას წერს GO NOMAND საქართველოზე

ვებგ­ვერ­დი GO NOMAND, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­ზე, ცხოვ­რე­ბის წეს­სა და კულ­ტუ­რა­ზე მო­უ­თხრობს, ამ­ჯე­რად სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს უძღვნის. სტა­ტი­ის - "თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო: ევ­რო­პის გზა­ზე" ავ­ტო­რი ნა­ტა­ლია მო­ტი­ლია.

რო­გორც ნა­ტა­ლია წერს, თბი­ლის­ში ყო­ველ 100 მეტრში სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­ე­ბია, სა­დაც მხატ­ვრე­ბი­სა და ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მისი თქმით, თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე იგ­რძნობ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს სი­ლა­მა­ზე ძა­ლი­ან ხიბ­ლავთ.

"ქარ­თვე­ლე­ბი მზის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ზე ცხელ დღე­ებ­შიც კი ქარ­თვე­ლე­ბი სათ­ვა­ლეს, ან ქუდს არ სწყა­ლო­ბენ. თუ ქუ­ჩა­ში ვინ­მე ასეა შე­მო­სი­ლი, მიხ­ვდე­ბით, რომ ტუ­რის­ტია. ნე­ბის­მი­ე­რი უცხო­ე­ლის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ის, თუ რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს - ყო­ველ შეხ­ვედ­რა­ზე ერ­თმა­ნე­თის ზურ­გზე ხელს არ­ტყა­მენ და გა­და­კოც­ნი­ან. ქა­ლე­ბი ასე მზგ­ნე­ბა­რედ არ იქ­ცე­ვი­ან. ამას­თან, ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რე­ბიც კი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ჭუ­ნე­ბი უფ­რო­სებს ბა­ძა­ვენ.

თბი­ლის­ში ევ­რო­პულ სიმ­ბო­ლო­ებ­სა და დრო­შებს ნა­ხავთ. ისე­თი შეგ­რძნე­ბა გაქვთ, თით­ქმის ევ­რო­პულ დე­და­ქა­ლაქს სტუმ­რობთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგლ­სა და ქან­და­კე­ბას შეხ­ვდე­ბით. ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი გან­ძი მისი მო­სახ­ლე­ო­ბაა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ქარ­თვე­ლე­ბი მდიდ­რე­ბი არი­ან თუ ღა­რი­ბე­ბი, რო­გორც კი მათ გა­იც­ნობთ, მიხ­ვდე­ბით, რომ ასე­თი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლი ხალ­ხის წყა­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა. ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დღე­ე­ბი სწრა­ფად მი­ი­წუ­რა, დე­და­ქა­ლა­ქი­დან აე­რო­პორ­ტამ­დე ძვე­ლი ტაქ­სით "ვოლ­გით" მივ­დი­ვართ. ავ­ტო­მო­ბი­ლი ახალ­და­გე­ბულ გზა­ზე სწრა­ფად მოძ­რა­ობს. ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ლა­რია, თუმ­ცა, თუ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა, იქ­ნებ შემ­დეგ ვი­ზიტ­ზე ტაქ­სის მძღოლს თან­ხა ევ­რო­ში გა­და­ვუ­ხა­დოთ", - წე­რია სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია GO NOMAND-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ტემპერამენტიანი მამაკაცები და მზის მოყვარული ქართველები - რას წერს GO NOMAND საქართველოზე

ტემპერამენტიანი მამაკაცები და მზის მოყვარული ქართველები - რას წერს GO NOMAND საქართველოზე

ვებგვერდი GO NOMAND, რომელიც ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობებზე, ცხოვრების წესსა და კულტურაზე მოუთხრობს, ამჯერად სტატიას საქართველოს უძღვნის. სტატიის  - "თბილისი, საქართველო: ევროპის გზაზე" ავტორი ნატალია მოტილია.

როგორც ნატალია წერს, თბილისში ყოველ 100 მეტრში სამხატვრო გალერეებია, სადაც მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრებია წარმოდგენილი. მისი თქმით, თბილისში ჩამოსვლისთანავე იგრძნობ, რომ ადგილობრივებს სილამაზე ძალიან ხიბლავთ.

"ქართველები მზის მოყვარული ადამიანები არიან. ყველაზე ცხელ დღეებშიც კი ქართველები სათვალეს, ან ქუდს არ სწყალობენ. თუ ქუჩაში ვინმე ასეა შემოსილი, მიხვდებით, რომ ტურისტია. ნებისმიერი უცხოელის ყურადღებას იქცევს ის, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ქართველ მამაკაცებს - ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთის ზურგზე ხელს არტყამენ და გადაკოცნიან. ქალები ასე მზგნებარედ არ იქცევიან. ამასთან, ქართველი ბავშვები, ყველაზე პატარებიც კი, განსაკუთრებით ბიჭუნები უფროსებს ბაძავენ.

თბილისში ევროპულ სიმბოლოებსა და დროშებს ნახავთ. ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქმის ევროპულ დედაქალაქს სტუმრობთ. საქართველოში ძალიან ბევრ საინტერესო არქიტექტურულ ძეგლსა და ქანდაკებას შეხვდებით. ისტორიული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა. რასაკვირველია, ნებისმიერი ქვეყნის მთავარი განძი მისი მოსახლეობაა. არ აქვს მნიშვნელობა, ქართველები მდიდრები არიან თუ ღარიბები, როგორც კი მათ გაიცნობთ, მიხვდებით, რომ ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველი ხალხის წყალობით საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა. ჩვენი საქართველოში ვიზიტის დღეები სწრაფად მიიწურა, დედაქალაქიდან აეროპორტამდე ძველი ტაქსით "ვოლგით" მივდივართ. ავტომობილი ახალდაგებულ გზაზე სწრაფად მოძრაობს. ქვეყნის ეროვნული ვალუტა ლარია, თუმცა, თუ საქართველო ევროპის ნაწილი გახდება, იქნებ შემდეგ ვიზიტზე ტაქსის მძღოლს თანხა ევროში გადავუხადოთ", - წერია სტატიაში.

მომზადებულია GO NOMAND-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია