გამთენიისას, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლები რამდენიმე მხრიდან ისმოდა. ქალაქში განგაშის სიგნალი გაისმა, ეკლესიები კი ზარებს რეკავდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების მიერ დაკავებული ტელეანძა გაათავისუფლეს.
სამხედრო-პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, სეპარატისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი "მი-24" ჩამოაგდეს. დაჭრილი პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვერტმფრენის ეკიპაჟის სხვა წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.