სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტი აღარ იქნება
ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტი აღარ იქნება

ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი­დან შე­ვიწ­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პუნ­ქტი ამო­ი­ღეს. სა­უ­ბა­რია კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მუხ­ლის მე­ხუ­თე პუნ­ქტზე , რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ უნდა არ­სე­ბობ­დეს იმ პირ­თა შე­ვიწ­რო­ე­ბა, რო­მელ­თა მი­მართ არ­სე­ბობს მტრუ­ლი, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი, და­მა­ში­ნე­ბე­ლი, ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ან სხვა სა­ხის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გა­რე­მო.

რო­გორც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ეკა ბე­სე­ლი­ამ გან­მარ­ტა, სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მა­ზე გა­მო­ით­ქვა შე­ნიშ­ვნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტი არის მე­ტის­მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი და იძ­ლე­ვა სხვა­დას­ხვა ტი­პის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. დე­პუ­ტა­ტის თქმით, კა­ნო­ნის გან­ჭვრე­ტა­დო­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ შე­იც­ვა­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტის ფორ­მუ­ლი­რე­ბა ან ამო­ღე­ბუ­ლი იყო კა­ნონპ­რო­ექ­ტი­დან.

ანა­ლო­გი­უ­რი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა მთავ­რო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტით გან­ჭვრე­ტა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით იქ­მნე­ბა პრობ­ლე­მა, რად­გან პი­რო­ბი­თია, თუ რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მტრულ და ში­შის მომ­გვრელ გა­რე­მოდ. "ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ძნე­ლად გან­საჭ­ვრე­ტია. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ორაზ­რო­ვა­ნი გა­გე­ბა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩა­ით­ვა­ლა, პრო­ექ­ტი­დან მისი ამო­ღე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თა­დუ­მა­ძემ.

სე­სი­ა­ზე ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი პა­კე­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტი აღარ იქნება

ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტი აღარ იქნება

ანტიდისკრიმინაციული პროექტიდან შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტი ამოიღეს. საუბარია კანონპროექტის მეორე მუხლის მეხუთე პუნქტზე , რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს იმ პირთა შევიწროება, რომელთა მიმართ არსებობს მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი, ღირსების შემლახავი ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი გარემო.

როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განმარტა, საკომიტეტო სხდომაზე გამოითქვა შენიშვნა, რომ აღნიშნული პუნქტი არის მეტისმეტად ბუნდოვანი და იძლევა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტირების საშუალებას. დეპუტატის თქმით, კანონის განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიცვალოს აღნიშნული პუნქტის ფორმულირება ან ამოღებული იყო კანონპროექტიდან.

ანალოგიური განმარტება გააკეთა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ. მისი თქმით, აღნიშნული პუნქტით განჭვრეტადობის თვალსაზრისით იქმნება პრობლემა, რადგან პირობითია, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მტრულ და შიშის მომგვრელ გარემოდ. "ეს კანონმდებლობაში ძნელად განსაჭვრეტია. გამომდინარე იქიდან, რომ არ ყოფილიყო ორაზროვანი გაგება, მიზანშეწონილად ჩაითვალა, პროექტიდან მისი ამოღება", - განაცხადა თადუმაძემ.

სესიაზე ანტიდისკრიმინაციული პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა