მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტიდისკრიმინაციულ პროექტს "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის" ცნება დაემატა
ანტიდისკრიმინაციულ პროექტს "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის" ცნება დაემატა

"დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­მო­ფხვრის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის დაც­ვის" პუნ­ქტი ემა­ტე­ბა. მმარ­თველ­მა გუნ­დმა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ექ­ტის მე­ო­რე მუხ­ლის მე­ო­რე პუნ­ქტის კო­რექ­ტი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ეს ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რძა­ლუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დის­კრი­მი­ნა­ცია. პირ­და­პირ დის­კრი­მი­ნა­ცი­ად კი მიჩ­ნე­უ­ლია ისე­თი მო­პყრო­ბა ან პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბი­სას, რო­მე­ლი­მე ნიშ­ნის გამო, პირს არა­ხელ­საყ­რელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს ანა­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში მყოფ სხვა პი­რებ­თან შე­და­რე­ბით, გარ­და ისე­თი შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც ამ­გვა­რი მო­პყრო­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა ლე­გი­ტი­მულ მი­ზანს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ხოლო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თა­ნა­ზო­მი­ე­რია ასე­თი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის ბოლო ნა­წილ­ში ხდე­ბა ჩა­მა­ტე­ბა ფრა­ზის - "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის დაც­ვა, როცა ქმე­დე­ბას გა­აჩ­ნია გო­ნივ­რუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მარ­თლე­ბა".

რო­გორც ამ ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მთავ­რო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნულ ცნე­ბას "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სი" იც­ნობს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის დარ­ღვე­ვის ქმე­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. "ამით არა­ნა­ი­რად არ ხდე­ბა ახა­ლი ცნე­ბის შე­მო­ღე­ბა", – აღ­ნიშ­ნა თა­დუ­მა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ანტიდისკრიმინაციულ პროექტს "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის" ცნება დაემატა

ანტიდისკრიმინაციულ პროექტს "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის" ცნება დაემატა

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტს "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის" პუნქტი ემატება. მმართველმა გუნდმა ამ მიმართულებით პროექტის მეორე მუხლის მეორე პუნქტის კორექტირების გადაწყვეტილება მიიღო.

კანონპროექტის ეს ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირ დისკრიმინაციად კი მიჩნეულია ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, რომელიმე ნიშნის გამო, პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმულ მიზანს და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

აღნიშნული მუხლის ბოლო ნაწილში ხდება ჩამატება ფრაზის - "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა, როცა ქმედებას გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება".

როგორც ამ ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განმარტა, აღნიშნულ ცნებას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" იცნობს და საზოგადოებრივი ზნეობის დარღვევის ქმედება ადმინისტრაციულ სახდელს ექვემდებარება. "ამით არანაირად არ ხდება ახალი ცნების შემოღება", – აღნიშნა თადუმაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა