საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1002 ღამე" - მაკა შალიკაშვილი და გია ჯაჯანიძე ახალ შოუს "პალიტრა TV"-ზე იწყებენ
"1002 ღამე" - მაკა შალიკაშვილი და გია ჯაჯანიძე ახალ შოუს "პალიტრა TV"-ზე იწყებენ

"1002 ღამე"- ასე ჰქვია გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში 6 მა­ი­სი­დან იწყე­ბა. გა­და­ცე­მას სამი წამ­ყვა­ნი ჰყავს: ფსი­ქო­ლო­გი და შო­უ­მე­ნი გია ჯა­ჯა­ნი­ძე, მსა­ხი­ო­ბი მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი, მაგ­რამ ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ცნო­ბი­ლი ნა­ტა­ლია ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი. ნა­ტა­ლია გიამ წლე­ბის წინ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში"მუ­შა­ო­ბი­სას გა­იც­ნო და მას შემ­დეგ მე­გობ­რო­ბენ. რა მოხ­დე­ბა "1002 ღა­მის"ეთერ­ში, ამის ნახ­ვა ყვე­ლა­ზე ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ სამ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს ღამე შე­უძ­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე წამ­ყვა­ნე­ბი სტუმ­რე­ბის გა­რე­შე ილა­პა­რა­კე­ბენ, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­გან­საც შე­უძ­ლია, რად­გან ეთე­რი თა­ვი­სუ­ფა­ლია მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის. შე­გიძ­ლი­ათ, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ამა თუ იმ თე­მა­ზე თქვე­ნი აზ­რიც და­ა­ფიქ­სი­როთ.

სა­ე­თე­რო­ში მზა­დე­ბაა, გია, რო­გორც ყო­ველ­თვის, საქ­მი­ა­ნია და ბოლო დე­ტა­ლებს ათან­ხმებს პრო­დი­უ­სე­რებ­თან, მაგ­რამ არ­სად ჩანს მაკა. ამ დროს ვარ­კვევ, რომ წამ­ყვა­ნებს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ეთე­რამ­დე ორი კვი­რით ადრე. გია და­კა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ინ­ტერ­ვი­უს­თვის მა­ინც იც­ლის. ვარ­კვევ იმა­საც, რომ გა­და­ცე­მა ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში.

გია:

- რო­გორც გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი, ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ეთერ­ში ვბრუნ­დე­ბი. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ნოს­ტალ­გია არ მქო­ნია, რად­გან ხში­რად ვსტუმ­რობ­დი სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მას, ასე­ვე ვმუ­შა­ობ­დი რა­დი­ო­ში და სა­ერ­თოდ, აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ვე­წე­ვი. ში­ნა­გა­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა, რომ ახა­ლი გა­და­ცე­მა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვფიქ­რობ, ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში ამ სტი­ლის გა­და­ცე­მა არ არის. "1002 ღამე""პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში 6 მა­ი­სი­დან კვი­რა­ში ორ­ჯერ, სამ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს ღა­მის თერ­თმე­ტის ნა­ხე­ვარ­ზე გავა. მინ­და გი­თხრათ, რომ "1002 ღამე"აუ­ცი­ლებ­ლად გავა ტე­ლე­ვი­ზი­ით, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბაა.

- რო­გორც გა­ვი­გე, თქვენ­სა და გა­და­ცე­მის ერთ-ერთ წამ­ყვან მაკა შა­ლი­კაშ­ვილს შო­რის ამ ეტაპ­ზე და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

- დიახ, რო­დე­საც პრო­ექ­ტი "პა­ლიტ­რა TV"-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მო­ვი­ტა­ნე, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ ორი თა­ნა­წამ­ყვა­ნი მე­ყო­ლე­ბო­და. ერთ-ერთი იქ­ნე­ბო­და მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი და მე­ო­რე - ჩემი მე­გო­ბა­რი ნა­ტა­ლია ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი. ნა­ტა­ლია თა­ვის დრო­ზე ზაზა შენ­გე­ლი­ამ და კახა ბე­ქა­ურ­მა "პირ­ველ არხზე"მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. სა­რეკ­ლა­მო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და. იქ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ის გახ­ლავთ მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რო­გორ იყი­დე­ბა გა­და­ცე­მა და რა უნდა მი­ვი­დეს მა­ყუ­რებ­ლამ­დე, რომ და­ა­ინ­ტე­რე­სოს, ამი­ტომ ავირ­ჩიე ნა­ტა­ლია. მიყ­ვარს რის­კი, სი­ახ­ლე, რა­ტო­მაც არა, იბა­დე­ბა ახა­ლი სახე. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. სამ­ზა­რე­უ­ლოს ბო­ლომ­დე ვერ გა­გიხ­სნით, მაგ­რამ ამის გამო მოხ­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

ნა­ხეთ ვი­დეო: "შავი ავა­ზა", რო­მელ­მაც მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა - კონ­ფლიქ­ტით და­წყე­ბუ­ლი ახა­ლი შოუ "1002 ღამე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"1002 ღამე" - მაკა შალიკაშვილი და გია ჯაჯანიძე ახალ შოუს "პალიტრა TV"-ზე იწყებენ

"1002 ღამე" - მაკა შალიკაშვილი და გია ჯაჯანიძე ახალ შოუს "პალიტრა TV"-ზე იწყებენ

"1002 ღამე"- ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც "პალიტრა TV"-ს ეთერში 6 მაისიდან იწყება. გადაცემას სამი წამყვანი ჰყავს: ფსიქოლოგი და შოუმენი გია ჯაჯანიძე, მსახიობი მაკა შალიკაშვილი და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ცნობილი ნატალია ტყეშელაშვილი. ნატალია გიამ წლების წინ "საზოგადოებრივ მაუწყებელში"მუშაობისას გაიცნო და მას შემდეგ მეგობრობენ. რა მოხდება "1002 ღამის"ეთერში, ამის ნახვა ყველაზე ცნობისმოყვარე მაყურებელს ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ღამე შეუძლია.

საინტერესო თემებზე წამყვანები სტუმრების გარეშე ილაპარაკებენ, მაგრამ მონაწილეობის მიღება თითოეულ თქვენგანსაც შეუძლია, რადგან ეთერი თავისუფალია მაყურებლებისთვის. შეგიძლიათ, სატელეფონო ზარის საშუალებით ამა თუ იმ თემაზე თქვენი აზრიც დააფიქსიროთ.

საეთეროში მზადებაა, გია, როგორც ყოველთვის, საქმიანია და ბოლო დეტალებს ათანხმებს პროდიუსერებთან, მაგრამ არსად ჩანს მაკა. ამ დროს ვარკვევ, რომ წამყვანებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და ეს ყველაფერი ეთერამდე ორი კვირით ადრე. გია დაკავებულია, მაგრამ ინტერვიუსთვის მაინც იცლის. ვარკვევ იმასაც, რომ გადაცემა ყველაზე განსხვავებული იქნება ქართულ ტელესივრცეში.

გია:

- როგორც გადაცემის წამყვანი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეთერში ვბრუნდები. ამ პერიოდის განმავლობაში ნოსტალგია არ მქონია, რადგან ხშირად ვსტუმრობდი სხვადასხვა გადაცემას, ასევე ვმუშაობდი რადიოში და საერთოდ, აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. შინაგანი მოთხოვნილება გამიჩნდა, რომ ახალი გადაცემა გამეკეთებინა. ვფიქრობ, ქართულ ტელესივრცეში ამ სტილის გადაცემა არ არის. "1002 ღამე""პალიტრა TV"-ს ეთერში 6 მაისიდან კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს ღამის თერთმეტის ნახევარზე გავა. მინდა გითხრათ, რომ "1002 ღამე"აუცილებლად გავა ტელევიზიით, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც გაუგებრობაა.

- როგორც გავიგე, თქვენსა და გადაცემის ერთ-ერთ წამყვან მაკა შალიკაშვილს შორის ამ ეტაპზე დაძაბული ურთიერთობაა.

- დიახ, როდესაც პროექტი "პალიტრა TV"-ს ხელმძღვანელობასთან მოვიტანე, თავიდანვე ვიცოდი, რომ ორი თანაწამყვანი მეყოლებოდა. ერთ-ერთი იქნებოდა მაკა შალიკაშვილი და მეორე - ჩემი მეგობარი ნატალია ტყეშელაშვილი. ნატალია თავის დროზე ზაზა შენგელიამ და კახა ბექაურმა "პირველ არხზე"მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. სარეკლამო სამსახურის უფროსად მუშაობდა. იქ გავიცანით ერთმანეთი. ის გახლავთ მარკეტინგის სპეციალისტი, ძალიან კარგად იცის, როგორ იყიდება გადაცემა და რა უნდა მივიდეს მაყურებლამდე, რომ დააინტერესოს, ამიტომ ავირჩიე ნატალია. მიყვარს რისკი, სიახლე, რატომაც არა, იბადება ახალი სახე. ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და განათლებული ადამიანია. სამზარეულოს ბოლომდე ვერ გაგიხსნით, მაგრამ ამის გამო მოხდა განხეთქილება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ნახეთ ვიდეო: "შავი ავაზა", რომელმაც მაკა შალიკაშვილი გააღიზიანა - კონფლიქტით დაწყებული ახალი შოუ "1002 ღამე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება