21-ე საუკუნეში ბევრი რამ არის ისეთი, რაც ძვირფას დროს გვართმევს. წარმოგიდგენთ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ცხოვრებაში დროს უაზროდ კარგავთ:
1. ბევრ დროს ხარჯავთ ისეთ რამეზე, რაშიც დროის დახარჯვა არ ღირს - ვიდეოთამაშები, ტელევიზორი, კომპიუტერი, ალკოჰოლი, ბევრი ჭამა... თქვენს ცხოვრებას უფრო სერიოზულად შეხედეთ.
2. ბევრს წუწუნებთ - წუწუნით ვერაფერს ცვლით, ამასთან, გარშემო ნეგატიურ ენერგიასაც ავრცელებთ. შეცვალეთ სტრატეგია.
3. არ კვებავთ გონებას - გონებისთვის ყოველდღიური ვარჯიში მნიშვნელოვანია, ამიტომ ნუ მოდუნდებით ამყოფეთ თქვენი ტვინი ტონუსში. ეს მხოლოდ წაგადგებათ.
4. აწარმოებთ ნეგატიურ შინაგან დიალოგს - თუკი თქვენ საკუთარ თავს ეუბნებით, რომ არასაკმარისად ჭკვიანი ხართ იმისთვის, რომ სამსახურში დაგაწინაურონ, ან დაიწყოთ ბიზნესი, ეს სიმართლეა. ეს სიმართლეა იმის მიუხედავად, რეალურად მართლაც ასეა ეს თუ არა. გახსოვდეთ, რასაც ეუბნებით საკუთარ თავს, ის ხდება თქვენი სინამდვილე.
5. არ განიცდით შთაგონებას.
6. არ გეგმავთ საკუთარ მომავალს.
7. ზედმეტად ბევრ დროს ატარებთ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც პიროვნულად ვერ გაიზრდებით.
8. დამოკიდებული ხართ თქვენს ტელეფონზე.
9. ფულს უსარგებლო საგნებში ხარჯავთ.
10. არ გაქვთ მოწესრიგებული ძილი.
11. არ ზრუნავთ საკუთარ სხეულზე.
12. არ გამოდიხართ კომფორტული ზონიდან.
13. ცხოვრობთ ცხოვრებით, რომელიც არ მოგწონთ.